დასკვნა
1) მოსწავლეთა ეთნიკური განსხვავებულობისადმი მგრძნობელობა საწყის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია. მოსწავლეთა 7% ეთნოცენტრულ ფაზაში იმყოფება, ხოლო 93% ეთნორელატიურში. რაც იმის მანიშნებელია, რომ დაგეგმილი ინტერვენციებით შევძელი ამ საკითხისადმი მოსწავლეთა ინფორმირება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოები დადებითად აისახა სხვა ეთნიკური წარმომადგენლობის მიმღებლობაზე.
2) პროექტმა „გავიცნოთ ევროპა ახლოს“ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მოსწავლეთა ინტერკულტურული მგძნობელობის მაჩვენებელზე გეოგრაფიული რეგიონების მიმართ. პოსტ-ტესტის შედეგად მოსწავლეთა 7% ეთნოცენტრულ ფაზაში იმყოფება, ხოლო 93% ეთნორელატიურში.
3) პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“ და იმიტირებული სასამართლო პროცესები კი მოსწავლეებს დაეხმარა განსხვავებული სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების მიმართ ემპათიის  გრძნობის განვითარებაში. საბოლოო ტესტირების შედეგად მოსწავლეთა 14% ეთნოცენტრულ ფაზაში იმყოფება, ხოლო 86% ეთნორელატიურში.
დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელებამ და მოსწავლეთა მაქსიმალურმა ჩართულობამ კვლევის ყველა ეტაპზე დადებითი ზეგავლენა იქონია ინტერკულტურული მგრძნობელობის მაჩვენებლის გაზრდაზე. ბენეტის მოდელის მიხედვით შერჩეული სამივე წყაროსთან მიმართებაში მოსწავლეთა მგრძნობელობა შეიცვალა.

0 comments:

Post a Comment