პროექტის შესახებ
2017 წლის  4 სექტემბერს მივიღე შეტყობინება მაილით, რომ ჩემი კანდიდატურა შეირჩა "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში პროექტის „საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება“ ფარგლებში.  მიმიწვიეს 4 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ბორჯომში. ის, რომ 2017-2018 სასწავლო წელი გამორჩეული იყო ჩემს ცხოვრებაში სწორედ ამ პროექტის უდიდესი დამსახურებაა.
ფოტო - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ©
ტრენინგი ოთხდღიანი იყო. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის შესანიშნავმა გუნდმა გაგვაცნო თუ რას მოიაზრებს საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება და კარგად გავიაზრეთ მისი ორი მთავარი აკადემიური და საზოგადოებრივი მიზნები. შემეგ დავიწყეთ იმ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც უნდა განგვეხორციელებინა სკოლებში დაბრუნების შემდეგ.
ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა უშუალოდ სააზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების მოდელზე. მას მოსწავლეებისთვის ორმხრივი სარგებელი მოაქვს. ისინი იუმჯობესებენ აკაედემიურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს კონკრეტული მიმართულებით, ხდება ახალი ცოდნის ფორმირება და შემდეგ პრაქტიკაში ტრანსფერი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მათი საქმიანობა იყოს საკუთარი თემისთვის სიკეთის მომტანი. მოსწავლეებმა უნდა შეიტანონ წვლილი პრობლემების მოგვარებაში. ამ დროს ვითარდება კრიტიკული აზროვნება.
ვრცლად იხილეთ აქ!
მქონდა რამდენიმე ვერსია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე პროექტზე სახელწოდებით „გავიცნოთ ევროპა ახლოს“.


0 comments:

Post a Comment