გოგონების საფეხბურთო გუნდი
ბოლნისი, 2017 წელი.
ჩემს სასკოლო ცხოვრებაში სპორტს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ორმაგად სასიხარულოა, როცა სკოლაში დირექცია მხარს გიბამს ან პირიქით შენ ეხმარები სხვადასხვა სპორტული შეჯიბრის ორგანიზებაში. 
გოგონათა გუნდის ჩამოყალიბების მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რაიონში გოგონათა გააქტიურება და სპორტში ჩართვა, ბიჭების გუნდის მომზადება კოკა-კოლას თასისთვის. ქვე მიზნები: 
➤გოგონათა ფეხბურთის პრეცენდენტის შექმნა და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია; 
➤გოგონათა საფეხბურთო გუნდის ფორმირება; 
➤სკოლაში გაიზარდა გოგონების ინტერესი სპორტისადმი; 
➤შერეული გუნდების პოპულარიზაცია სკოლაში. 
ქვემო ქართლში, განსაკუთრებით მარნეულის რაიონში მწვავედ დგას გოგონათა სპორტში ჩართულობის საკითხი. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით სკოლაში დავგეგმეთ ვარჯიშები შერეული გუნდების შემადგენლობით. სკოლის ბიჭების საფეხბურთო გუნდმა დაიწყო მომზადება გოგონების გუნდის კოკა-კოლას თასისთვის. თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს მეთვალყურეობას ვუწევდი მე და საჭიროების შემთხვევაში ვერთვებოდი პროცესში. 
პრობლემები იყო საწყის ეტაპზე მშობლებისგან, მათი გარკვეული ნაწილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას გოგონების ჩართვაზე, აპროტესტდებდნენ შორტებით თამაშის პერსპექტივას, რადგან, მათი აზრით, ეწინააღმდეგება ადგილობრივი თემის ტრადიციებს. მოსწავლეთა სპორტული მომზადების ხელმძღვანელებმა მე და სკოლის დირექტორმა, სპორტის დიდმა ქომაგმა შორენა ხუხუამ გამოვნახეთ კონსესუსის გზა, დავარწმუნეთ მშობლები, რომ სწავლაში ხელს არ შეუშლიდა სპორტი, გოგონებიც ადასტურებდნენ, უფრო გულმოდგინედ სწავლის სურვილს. გაიზარდა მათი აკადემიური მოსწრება. სკოლამ დაკვეთით შეიძინა სპორტული ტანსაცმელი. შორტები ჩაანაცვლა სპორტული შარვლებით. საფეხბურთო გუნდების პრეზენტაცია შედგა 2017 წელს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე. ღონისძიებას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
კოკა-კოლას 2017 წლის გათამაშებაში ჩვენი გუნდი პირდაპირ რეგიონალურ ტურნირზე გაემგზავრა ბოლნისში. წილისყრის შედეგად ნახევარფინალში მეტოქედ რუსთავის N20 საჯარო სკოლა გვერგო. მეტოქე გუნდთან 2-0 დავმარცხდით.
მეორე პრობლემა ამხანაგური თამაშებისთვის / სავარჯიშოდ მეტოქე გუნდის არარსებობა გახდა. გოგონები ერთმანეთთან ვარჯიშობდნენ და ნახევარფინალში უცხო გუნდთან დამარცხების ძირითადი მიზეზი ეგ გახდა, არ ჰქონდათ განსხვავებულ გუნდთან წვრთნა გავლილი, თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ შეტევას ვერ ახერხებდნენ მოწინააღმდეგის კარებში. გაუჭირდათ გუნდური თამაში. 
ამ მიმართულებით 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მუშაობის წარმართვა. მოვძებნეთ ახლომდებარე სკოლებში სპარინგ-პარტნიორი. გავმართეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა დიოკნისის საჯარო სკოლაში. 
2018 წლის გათამაშებაზე უკვე მარნეულში მოგვიწია თამაში. ჩვენმა გოგონათა გუნდმა უკვე ფინალური შეხვედრა წააგო წერეთლის საჯარო სკოლის გუნდთან.
გარდა ოფიციალური შეჯიბრებებისთვის მომზადებისა სიამოვნებით ვერთვები სხვადასხვა სასკოლო სპორტულ აქტივობებში. მოსწავლეებთან ერთად ვთამაშობ ფეხბურთს, ფრენბურთს, კალათბურთს და ა.შ.
სრული ალბომი იხილეთ აქ!

0 comments:

Post a Comment