საზაფხულო სკოლის შესახებ
2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს, სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მოეწყო პირველი საზაფხულო სკოლა, რომლის ხელმძღვანელი გახლდათ გიორგი ჭაუჭიძე. საზაფხულო სკოლის თემატიკა მოიცავდა ბავშვთა შრომას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
პროექტი დაფინანსდა  „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ“ - ვრცლად იხილეთ აქ! 

➵ მდრგადობის შენარჩუნების მიზნით 2017-2018 სასწავლო წლის ბოლოს დაიგეგმა ერთვკვირიანი საზაფხულო სკოლა სახელწოდებით: „გონების სამყარო“. საზაფხულო სკოლას არ ჰქონდა ერთი კონკრეტული მიმართულება და მოიცავდა მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ  საკვანძო საკითხებს. მოწვეულმა სტუმრებმა ჩაატარეს ტრენინგ სემინარები შემდეგი მიმართულებებით: 
⭆ ენერგიის განახლებადი წყაროები და ისრაელის გამოცდილება - გიორგი მუხიგული,World Experience for Georgia - წამყვანი მკვლევარი;
⭆ ლიდერობა და გუნდური მუშაობის პრიცნიპები - თამუნა მაჭარაშვილი, გრიგოლ კობახიძის სახელობის თბილისის 77-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
⭆ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და მცირე საოჯახო მეურნეობა - გვანცა დადალაური, „მთის მადლი“;
⭆ სტრეოტიპები და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები - მარიტა გოტიაშვილი, პროგრამის „ქართული, როგორც მეორე ენის“ მასწავლებელი;
⭆ მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის - ნინო ჭიჭინაძე, სოფ. იელის საჯარო სკოლის პედაგოგი ასწავლე საქართველოსთვის.
➨საზაფხულო სკოლის მართვის გუნდის წევრმა, გიორგი ჭაუჭიძემ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს შესთავაზა როლური თამაშები, მხატვრული წერის ტექნიკები და აქტივობა "სიტყვების სალარო".
➤საზაფხულო სკოლის თანაორგანიზატორი, ლეილა აშიროვა  მთელი კვირის განმავლობაში ატარებდა ინგლისურის გაკვეთილებს როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით. მან 2017-2018 სასწავლო წელი გაატარა ამერიკაში FLEX-ის პროგრამით.
➠ ჩემი, როგორც საზაფხულო სკოლის ორგანიზატორის მოვალეობას წარმოადგენდა განრიგის შედგენა, სტუმრების მოწვევა და ლაშქრობის დაგეგმვა. „გონების სამყაროს“ მოსწავლეებს შევთავაზე ერთდღიანი ტრენინგი თემაზე - ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში. ერთად ვისწავლეთ ელექტრონული დაფის შექმნა.
⤇ 2 ივლისს საზაფხულო სკოლა გახსნეს იტალიელმა სტუმრებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან CISV - ბანაკების ეგიდით. ჩვენმა მოსწავლეებმა ლამაზი დახვედრა მოუწყეს ვიტორიოს და იპოლიტოს.
საზაფხულო სკოლა დასრულდა ლაშქრობით დმანისში, პანტიანის ტბაზე.  
საზაფხულო სკოლის მხარდამჭერი ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა!

0 comments:

Post a Comment