სასკოლო პროექტი - დედა ენის დღე
2014 წლის 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სადახლოს N1 საჯარო სკოლის და კახისთავის ქართული სკოლის (ისტორიული ჰერეთი, აზერბაიჯანი) მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კინოცენტრ „აფხაზეთის“ ორგანიზებით განხორციელებულ ღონისძიებაში, რომელიც მოეწყო პროექტის „ქართული ენის პოპულარიზაცია საქართველოს ქართულ და არაქართულენოვან საჯარო სკოლებში“ ფარგლებში. 
ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ: აფხაზეთის #2 და #3, ბოლნისის რ-ის სოფლების: მამხუტისა და ქვემო არქევანის, მარნეულის რ-ის სოფლების: კაჩაგანისა და სადახლოს აზერბაიჯანულენოვანი, კოდის საჯარო სკოლის, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსწავლეები, თეთრიწყაროს რ-ის სომხურენოვანი საჯარო სკოლებისა და კახის რ-ის (ისტორიული ჰერეთის) ქართული სკოლის მოსწავლეები და ქველმოქმედთა სახლის „მომავლის გზის“ აღსაზრდელები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს თბილისის ზოოპარკში ჩაუტარდათ ტრენინგი - „მე და ბუნება“. ისინი ასევე დაესწრნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოწყობილ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იყო იაკობ გოგებაშვილის ხელნაწერები და ანიმაცია სახელწოდებით - „როგორ იქმნებოდა დედა ენა“.
მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავიწყეთ მომზადება აღნიშნული ღონისძიებისთვის. თბილისში გამგზავრებამდე, პროექტში შერჩეულმა  მოსწავლეებმა უმცროს კლასელებს გააცნეს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორია.  

0 comments:

Post a Comment