საოცარი სკოლა 2021 - დღე მესამე

22 ივნისი, საოცარი სკოლა, დღე მესამე

ჩვენი საზაფხულო სკოლის მესამე დღე გიორგი ჭაუჭიძისა და თიმო მასწის ტრენინგით დაიწყო.


თემო მასწავლებელმა
მონაწილეები საინტერესო სიმულაციურ თამაშში ჩართო, რომელსაც პარასკევს განახორციელებენ.  სესიის ერთი ნაწილი დაეთმო აქტიური მოქალაქეობის თემატიკის განხილვას.  თემო სუყაშვილის ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა  ისწავლეს თუ როგორია აქტიური მოქალაქე და შექმნეს აქტიური მოქალაქის პორტრეტი.




ქალბატონი ნინო ჭანკვეტაძის სემინარზე წაიკითხეს წინა დღის წე რილები და გაეცნენ თვითონ გრეგუარის მიერ დაწერილი წერილს.
საოცარი სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი იყო ისტორიების გახსენება და გრეგუარის  ნაწარმოების დასრულება.

გიორგი ჭაუჭიძის სემინარი დაეთმო სცენარებზე მუშაობას. მონაწილეებმა დაიწყეს დაგეგმვა სიუჟეტის, აირჩიეს ერთი ისტორიული ფაქტი/ამბავი და გაინაწილეს როლები. სემინარის მეორე ნაწილი დაეთმო იმის განხილვას თუ როგორ იქმნება სიუჟეტი და როგორი უნდა იყოს საინტერესო ისტორიული ამბავი.

 

სტატია მომზადებულია  საოცარი სკოლა 2021-ის მედიის ჯგუფის მიერ.

0 comments:

Post a Comment