სადახლოს N1 საჯარო სკოლაში 2013 წლის სექტემბერში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა - პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთის“ ფარგლებში. სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარეობს და ყველაზე დიდია (მოსახლეობის რაოდენობით) მთელს საქართველოში. 2013-2015 სასწავლო წელს ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებელი ვიყავი.
პროექტის ფარგლებში თემში ცხოვრება და არაფრომალური განათლების ხელშეწყობაც შედიოდა ჩემს მოვალეობაში. კლუბური მუშაობის ფარგლებში ვზრუნავდი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. 2014-2015 სასწავლო წელს ქართულის, როგორც მეორე ენასთან ერთად, არაქართულ სკოლაში ვასწავლიდი სამოქალაქო განათლებას. ვატარებდი ბილინგვურ გაკვეთილებს სადახლოს N1 საჯარო სკოლის IX-X კლასებში.

0 comments:

Post a Comment