შემაჯამებელი კონფერენცია
პროექტი „გავიცნოთ ევროპა ახლოს“ შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა. სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის IX "ა" და X "ა" კლასების მოსწავლეები შეეცადნენ თავიანთი ძალისხმევით შეეცვალათ მათ გარშემო არსებული ცრუ წარმოდგენები რისთვისაც ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტით გაწერილ ყველა აქტივობაში. დაგეგმეს და ჩაატარეს კვლევა, გამოკითხეს მშობლები, ნათესავები, შეხვდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეიმუშავეს ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი და გაავრცელეს თემში.


პროექტის დასრულებისას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ სასკოლო თემის წარმომადგენლები. შედეგად ჩართულ მოსწავლეებს გაუღრმავდათ ცოდნა ერთიანი ევროპული სივრცის შესახებ, მათ მიიღეს კვალიფიციური და სარწმუნო ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობის თაობაზე.

პროექტის მსვლელობისას თავმოყრილი ცოდნა-გამოცდილება მოსწავლეებმა გაუზიარეს სასკოლო თემის წარმომადგენლებს.
პროექტის ხელმძღვანელი სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თემური სუყაშვილი.
პროექტში ჩართული მასწავლებელი - გიორგი ჭაუჭიძე

0 comments:

Post a Comment