ემოციებით სავსე დღე

 

საოცარი სკოლის მე-4 დღე

23 ივნისს  ჩვენს საზაფხულო სკოლას ორი არაჩვეულებრივი სტუმარი ესტუმრა. ორივე ძალიან პოზიტიური ადამიანი და შესანიშნავი მასწავლებელია. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, თუ რატომ გამოდგა ეს დღე ასეთი ემოციური.

ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი-მასწავლებელიარა, მოსწავლებელი (ის თავის თავს ეგრე უწოდებს) იყო გიორგი ლიპარიშვილი. გიორგიმ ორივე  ჯგუფის წევრებს ესაუბრა მეორადი ნივთების მნიშვნელობაზე. ჩემი აზრით,ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ყოველმა ადამიანმა უნდა მიიღოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ამ თემის შესახებ. ჩვენ მადლობას ვუხდით გიორგის, რომ იგი ავრცელებს და აზიარებს ინფორმაციას ამ მიმართულებით. სემინარი ორსაათიანი იყო და მას ორი ნაწილი ჰქონდა. პირველ ნაწილში მონაწილეებს ჰქონდათ დისკუსია. ისინი მსჯელობდნენ მეორადი ნივთების მნიშვნელობაზე და სხვა.

მოსწავლებელი - გიორგი ლიპარიშვილი

მეორე ნაწილი კი დაეთმო პრაქტიკულ სამუშაოს. ჩვენ მეორადი ნივთებისგან გავაკეთეთ სათამაშოები, ასევე, სხვადასხვაგვარ დეკორაციები და ..

საინტერესო და გრძელი ტრენინგის შემდეგ, როგორც ყოველთვის გვქონდა ერთსაათიანი შესვენება განათლების ბაღში (Edu-Garden). მონაწილეებმა თავისი ემოციები გაუზიარეს ერთმანეთს.

აქვე უგემრიელესი სამოვარ ჩაიც დავლიეთ...

დაინტრიგებული მოსწავლეებისთვის კი დადგა მეორე სემინარის დრო.


ჩვენი მეორე სტუმარი გერმანელი მარტინი იყო. მარტინთან შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მისი ტრენინგი იყო ძალადობის, დისკრიმინაციისა და ბულინგის შესახებ. ტრენინგზე რამდენიმე 5-6 წუთიანი ფილმი განვიხილეთ. მივხვდით,თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიყოთ ტოლერანტები და როგორ ზარალს აყენებს დისკრიმინაცია ადამიანს.

ასევე, მარტინს ჩვენთვის ჰქონდა მომზადებული საინტერესო აქტივობა. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა სცენარი დისკრიმინაციასა და ბულინგზე სხვადასხვა ფორმატში. მაგალითად: ნახატი, სპეკტაკლი და სხვა. ყოველმა ჯგუფმა ორიგინალური სიტუაცია აირჩია. ჩვენს სტუმარს ძალიან მოეწონა ჩვენი ნამუშევრები, რადგან ისინი ძალიან ემოციურები იყვნენ. სიტუაციის უმეტესობა რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ამბავი იყო.


შეხვედრის ბოლოს, მარტინმა აქტიურ ბავშვებს და თემო მასწავლებელს საჩუქარი გადასცა. საოცარმა სკოლამაც გადასცა საჩუქარი მარტინს, მადლობის ნიშნად.



ასე დამთავრდა ჩვენი ძალიან ძნელი და უსაზღვროდ საინტერესო დღე.


ვნახოთ,რა მოხდება ხვალ და როგორი სირთულეები გველის წინ...

ბლოგის ავტორი - ედიტა ტუნიანი

0 comments:

Post a Comment