⏩ბორჯომის ტრენინგიდან დაბრუნების შემდეგ სკოლაში გავმართე სამუშაო შეხვედრა კოლეგებთან. შეხვედრის თემა იყო საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების“  პრინციპები. რამდენიმე მასწავლებელმა გამოთქვა აღნიშნულ პროექტში ჩართვის სურვილი. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად პროექტში ჩაერთო მე-4 "ა" კლასის დამრიგებელი ნინო ნაცვლიშვილი. ქვემოთ გთავაზობთ მის მიერ განხორციელებული პროექტის ქუჩაში მოძრაობა უსაფრთხოდ!“ აღწერას.
➧"საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების" ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-4 "ა" კლასის მასწავლებელმა, ნინო ნაცვლიშვილმა განახორციელა პროექტი საგზაო მოძრაობის წესებზე. 2 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით მოსწავლეები მსჯელობდნენ ქუჩაში უსაფრთხოდ მოძრაობის წესებზე. 
მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში დაამზადეს და გაავრცელეს საინფორმაციო ბორშურები, უყურეს ანიმაციურ ფილმს, შექმნეს საგზაო ნიშნები, მოამზადეს პრეზენტაციები. პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა სპეციალური მაისურები.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილების შესახებ და მოსწავლეებისთვის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარების გამომუშავება.
ვრცლად იხილეთ აქ!

0 comments:

Post a Comment