მე-9 კლასი
სამოქალაქო განათლება
პრობელმაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების წესებს, იმსჯელებენ  საბიუჯეტო სახრსრების ხარჯვაზე პრიორიტეტულობის მიხედვით, გაითამაშებენ კონფლიქტურ სიტუაციას და განიხილავენ მისი მოგვარების შესაძლო გზებს.
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური,  ჯგუფები.
მე-9კლასი, მოსწავლეთა რაოდენობა: 14 (მათ შორის 2 სსსმ მოსწავლე)
კავშირი ესგ-სთან:
პრობელმაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

პრობლემა:  როგორ უნდა გადანაწილდეს სახელმწიფოს სახსრები/ბიუჯეტი პრიორიტეტულობის მიხედვით.
აქტუალური საკითხები:
საქართველოს შემოსავალი;
პრიორიტეტული დარგები;
რა მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს სახსრები?
დილემა: დავაფინანსოთ განათლება, თავდაცვა თუ ინფრასტრუქტურა?
მოდელირება მინისტრების გამოსვლებისა, სადაც ასაბუთებენ თავიანთი სფეროს პრიორიტეტულობას.
მოქ.IX.8. 
მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას; განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს (მაგ.: ინტერესების პოზიციდან – მოლაპარაკებით, წესების პოზიციიდან – სასამართლოთი თუ სხვა); არჩევს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტურს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
სსსმ მოსწავლე N1
- ჩართულია საგაკვეთილო პროცესში

სსსმ მოსწავლე N2

განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს-მონეტებს
-10, 20 ,50  და ა.შ.
საუბრობს საკუთარი ოჯახის შემოსავლებზე.

გაკვეთილის აქტუალურობა:
სახელმწიფო სახსრების სამართლიან გადანაწილებაზე საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარეობს კამათი. სასურველია, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა სკოლაშივე გააცნობიერონ თუ როგორ ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი და როგორ ხდება ფინანსების გახარჯვა. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის კონტექსტში მოსწავლეებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება, შედარება/შეპირისპირება და დასკვნების გამოტანა.
რესურსები: პრეზენტაცია, ვიდეო გადასახადების შესახებ, მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ფლიპჩარტი, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერი.
გამოყენებული მეთოდები: გონებრივი იერიში, ლექცია თვალსაჩინოებით, როლური თამაში, პრეზენტაციები.
შეფასება: განმავითარებელი და  განმსაზღრელი (რუბრიკა იხ. დანართში).
წინარე ცოდნა: მოსწავლეებს შეუძლიათ მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე საუბარი, იციან რა არის ეკონომიკა და რა ადგილი უჭირავს მას ადამიანის ცხოვრებაში, ერთმანეთისგან განასხვავებენ რესურსებს, მის სახეებს და  ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს.


გაკვეთილის მსვლელობა
პირველი ფაზა
აქტივობა     N1 - მიზნისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა. საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ.
მიზანი: მოსწავლეები გაიაზარებენ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კომპონენტებს.
აღწერა: მასწავლებელი ამოწმებს დასწრებას, ამხნევებს მოსწავლეებს და აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობა     N2 -    მოტივაციის აღძვრა. წინარე ცოდნის გააქტიურება - 5 წთ.
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრა და პრობლემის წამოჭრა.
აღწერა: მოსწავლეები გაიაქტიურებენ  წინარე ცოდნას, უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს. მათი პასუხები დაფიქსირდება ფლიპჩარტზე.
მასწავლებელი სხვამს შეკითხვებს:
რა არის ეკონომიკა? რესურსები?... რითი არსებობს სახელმწიფო?
მასწავლებელი წამოჭრის პრობლემას - როგორ უნდა გადანაწილდეს სახელმწიფოს სახსრები/ბიუჯეტი პრიორიტეტულობის მიხედვით. მოსწავლეებს ეუბნება, რომ გაკვეთილის განმავლობაში მათ მოუწევთ ამ პრობლემის ირგვლივ მუშაობა და სთხოვს, რომ გამონახონ მისი მოგვარების გზები/საშუალებები.
მეორე ფაზა
აქტივობა     N3 - მინილექცია/პრეზენტაცია - 7 წთ.
მიზანი: ბიუჯეტის არსის და მისი ძირითადი ნიშნების განსაზღვრა.
აღწერა: მასწავლებელი მინილექციით ესაუბრება ბიუჯეტის არსზე და მისთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებზე, თვალსაჩინოებად იყენებს „power point“ -ში მომზადებულ რესურსს. პრეზენტაცია არის ინტერაქტიული - მასწავლებელი სვამს მაპროვოცირებელ და დამაზუსტებელ შეკითხვებს.
მინილექციის დროს მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით სვამს შემდეგ შეკითხვებს:
რა არის ბიუჯეტი?
რისთვის არის საჭირო ბიუჯეტი?
როგორ ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი?
რა მიმართულებით უნდა იხარჯებოდეს სახსრები?
იხდიან თუ არა ბავშვები მოგების გადასახადს?
იხდიან თუ არა საშემოსავლო გადასახადს ადამიანები ყოველთვიურად?
როგორ გამოიყენება გადასახადები?
სად მიდის გადასახადები?
სსსმ მოსწავლე N2 პასუხობს შეკითხვებს: რას საქმიანობს შენი ოჯახი? რატომ არის ფული მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში?



აქტივობა     N4 - ვიდეო ფაილის ნახვა - 4 წთ.
მიზანი:  მედიაწყაროდან ინფორმაციის გააზიარება.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ახლა ისინი ნახავენ ვიდეოს, რომელიც შეესაბამება საბიუჯეტო თემატიკას, თუმცა მასში ისეთი ინფორმაციაცაა მოყვანილი, რომელზეც აქამდე არ უსაუბრიათ. მოსწავლეებს ევალებათ ყურადღებით უყურონ ვიდეოს და შეავსონ სქემა (იხილეთ დანართი N1).
სსსმ მოსწავლე N2 უყურებს ფილმს.

მესამე ფაზა
აქტივობა     N5  საკუთარი სფეროს უპირატესობის დასაბუთება - 8  წთ.
მიზანი: მოსწავლეები დაასაბუთებენ საკუთარი სფეროს დაფინანსების პრიორიტეტულობას.  
აღწერა: მასწავლებელი სვამს სადისკუსიო შეკითხვას: რომელ სფეროს უნდა მიეცეს მეტი ფული და რატომ? კლასი იყოფა 4 ჯგუფად. I, II და III ჯგუფის წარმომადგენლებმა (მინისტრებმა) წინასწარ შერჩეული სფეროების მიხედვით უნდა დაასაბუთონ რატომ უნდა გამოიყოს სახელმწიფო  ბიუჯეტიდან მათთვის ყველაზე მეტი ფული/დაფინანსება.  IV ჯგუფის წარმომადგენლები (პარლამენტი) წარმოადგენენ თავიანთ დასაბუთებებს. მოსაზრებები ფიქსირდება ფლიპჩარტზე.
(იხ დანართი N2 - საკონტროლო კითხვები ჯგუფებისათვს)
აქტუალური სფეროები:
ინფრასქტრუქტურა;
განათლება;
თავდაცვა.
სსსმ მოსწავლე N2 ერთმანეთისგან ანსახვავებს მონეტებს და კუპიურებს, ალაგებს მათ ზრდადობის მიხედვით და ათავსებს წინასწარ მომზადებულ რესურსში (საქართველოს ბიუჯეტის მოდელი).
აქტივობა     N6 პრეზენტაციები – 10 წთ.
მიზანი: ჯგუფების მიერ საკუთარი დასაბუთების კლასში წარდგენა.
აღწერა: ჯგუფები კლასის წინაშე წარმოადგენენ საკუთარ დასაბუთებას. თითეულ ჯგუფს ამისთვის ეძლევა 3-3 წუთი. მე-4 ჯგუფი უსმენს მინისტრებს და გამოაქვს გადაწყვეტილება.
მასწავლებელი იძლევა კონსტრუქციულ უკუკავშირს შეფასების სქემის მიხედვით.
აქტივობა N7 შეჯამება და შეფასება - 4 წთ.
მიზანი: გაკვეთილის დასრულება, შეჯამება, შეფასების გაკეთება, საშინაო დავალების განსაზღვრა.
იხ. დანართი N3 - შეფასების კრიტერიუმები
მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, სქემის მიხედვით აფასებს მოსწავლეებს/ჯგუფებს და აძლევს საშინაო დავალებას.
საშინაო დავალება: -  დააკვირდით საკუთარი ოჯახის ბიუჯეტს, დაადგინეთ რა სახის შემოსავალი და გასავალი გაქვთ ოჯახში.










სახელი ----------------------  გვარი ---------------------------------------
დანართი N1.
ყურადღებით ნახეთ ვიდეო და მონიშნეთ სწორია თუ არა ქვემოთ მოცემული წინადადებები:

წინადადება/მოსაზრება
+/-
1
მოქალაქის ერთ-ერთ ვალდებულებას გადასახადების გადახდა წარმოადგენს;

2
ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადი გროვდება ბიუჯეტში;

3
ბიუჯეტში დაგროვილი თანხა ნაწილდება მხოლოდ ერთ სფეროზე;

4
რაც უფრო მეტი მოქლაქე აირჩევს იყოს პასიური, მით უფრო დიდი  პასუხისმგებლობით მოხდება საერთო ფულის განკარგვა.

5
აქტიურ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა გზებით ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

6
აქტიურ მოქალაქეს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა საბოლოო გადაწყვეტილებაზე.


















დანართი N3 შეფასების კრიტერიუმები
კომპონენტი
კრიტერიუმები
დაბალი(2-4)
საშუალო (5-6)
კარგი (7-8)
საუკეთესო (9-10)
ჩართულობა
/აქტიურობა
მოსწავლე პასიურია.  არ იჩენეს დიდ ინტერესს დავალებისადმი.
მოსწავლე ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, გამოთქვამს მოსაზრებებს.
მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად გამოთქვამს მოსაზრებებს დასმული საკითხის მიმრათ.
მოსწავლე სრულფასოვნად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. გამოთქვამს მოსაზრებებს და იზიარებს თანაკლასელების მოსაზრებებს.
დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრება, პრობლემის დანაწილება და პრიორიტეტებად დალაგება;
ჯგუფი ვერ ახერხებს  დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრებას, დანაწილებასა და პრიორიტეტებად დალაგებას.
ჯგუფი ნაწილობრივ  ახერხებს  დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრებას, დანაწილებასა და პრიორიტეტებად დალაგებას.
ჯგუფი  ახერხებს  დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრებას, დანაწილებასა და პრიორიტეტებად დალაგებას, თუმცა მსჯელობა ხშირად სწორხაზოვანია.
ჯგუფი სრულყოფილად ახერხებს  დავალებაში მოცემული პრობლემის გააზრებას, დანაწილებასა და პრიორიტეტებად დალაგებას.
დასაბუთებული მსჯელობა.
ჯგუფი ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ჯგუფი ნაწილობრივ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ჯგუფი ახერხებს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას, თუმცა შეინიშნება მცირე ხარვეზები.
ჯგუფი სრულყოფილად ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფი პასიურია. ჯგუფის წევრები   არ იჩენენ დიდ ინტერესს დავალებისადმი.

ჯგუფის წევრები ნაწილობრივ ჩართულნი არიან  მუშაობაში და გამოთქვამენ  საკუთარ მოსაზრებას.
ჯგუფის წევრები აქტიურად ჩართულნი არიან  მუშაობაში, გამოთქვამენ აზრებს, მაგრამ, არ იღებენ ჯგუფის წევრების განსხვავებულ მოსაზრებას.
ჯგუფი სრულფასოვნად ჩართულია მუშაობაში, კორექტულად გამოთქვამენ მოსაზრებებს და გულისყურით ეკიდებიან  დავალებაში დასმულ საკითხებს.
დანართი N2

თავდაცვის სამინისტრო
რატომ უნდა დაიხარჯოს ყველაზე მეტი ფული თქვენთვის?

რამდენად საჭიროა ჯარის პოპულარიზაცია?

რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამხედრო იარაღის  შეძენა?

კარგი თავდაცვის სისტემის ქონა გარდა ქვეყნის უსაფრთხოებისა კიდევ რას განაპირობებს ქვეყანაში?
განათლების სამინისტრო
რატომ უნდა დაიხარჯოს ყველაზე მეტი ფული განათლების მიმართულებით?

რამდენად მნიშვნელოვანია განათლების სისტემა ქვეყნისთვის?

კარგი განათლების სისტემის არსებობა რას განაპირობებს ქვეყანაში?
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რატომ უნდა დაიხარჯოს ქვეყნის ბიუჯეტის ყველაზე მეტი წილი თქვენი მიმართულებისათვის?

რატომ არის მნიშვნელოვანი გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა?

რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებთ? რაში დახარჯავთ ფულს?

პარლამენტი
რომელ დარგს მიანიჭეთ უპირატესობა და რატომ?

რომელმა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი არჩევანი?


რას მოუტანს ამ დარგის განვითარება მთლიან ქვეყანას? ეკონომიკას? მოსახლეობას?



0 comments:

Post a Comment