რუსთავიდან ოლერუპამდე
2017 წლის 9-16 აპრილს საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოში, კერძოდ რუსთავში იმყოფებოდნენ დანიელი მასწავლებლები და სამოქალაქო აქტივისტები.
 განხილული თემატიკა:
 ინკლუზიური განათლება;
 ინტერკულტურული განათლება;
 კულტურათშორისი დიალოგი.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის Erasmus+ ფარგლებში, დანიური ორგანიზაციის Global School Partnership Denmark და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის InoChange-ის პარტნიორობით.
პროექტმა მომცა საშუალება გამეზიარებინა საერთაშორისო გამოცდილება. პროექტის ფარგლებში მომიწია პრეზენტაციის გაკეთება საქართველოს განათლების სისტემაზე და ჩემს საქმიანობაზე. პრეზენტაციაში დეტალურად ვისაუბრე ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის შესახებ, მის ეთნიკურად მრავალფეროვან კონტიგენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურს ცუდად ვფლობდი ჩემი სათქმელი მსმენელამდე კარგად მივიტანე. 
სანდრა კაროლინი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოვიდა და საჯაროდ მიმიწვია დანიაში. საქართველოში ყოფნისას ის დამპირდა, რომ აუცილებლად მომცემდა შესაძლებლობას გამეცნო მისი საქმიანობა, ოლლერუპის თავისუფალი მასწავლებლების სასწავლებელი, დანიის განათლების სისტემა, ქვეყანა და . . ასე დაიგეგმა ჩემი პირველი ვიზიტი ევროპის მასშტაბით.

2017 წლის ივლისიდან ამ ვიზიტზე ვიყავი გადართული, ვგეგმავდი ყველაფერს, ვაგროვებდი ფულად სახსრებს და . . 2018 წლის 29 აპრილს დავტოვე რუსთავი და გავემგზავრე ქუთაისისკენ. ჩემი მარშრუტი იყო: ქუთაისი-ბერლინი-კოპენჰაგენი-ოლლერუპი.
ასე დაიგეგმა და განხორციელდა ჩემი პირველი ვიზიტი ევროპის მასშტაბით. დანიაში ორი კვირა დავყავი. არ ვიცი როგორ შიძლება უკან დავუბრუნო ის სიკეთე რაც მან გაიღო ჩემთვის. სამაგალითო მასპინძლობა გამიწია, გამაცნო დედამისი, რომელიც ზღაპრულ კუნძულზე ცხოვრობს. მოკლედ გაიცანით სანდრა ოქროს გულით.


Page settings Options

0 comments:

Post a Comment