„კინო სკოლაში“
2017 წლის გაზაფხულიდან სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში დავიწყეთ პროექტი "კინო სკოლაში".
პროექტის ფარგლებში სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მოეწყო 20-მდე კინოჩვენება. კინოჩვენებას უძღვებოდა ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი, გიორგი ნადირაშვილი და მე როგორც სკოლის კოორდინატორი.
ფილმებს ძირითადად მოსწავლეები არჩევდნენ. სპექტრი მრავალფეროვანი იყო. საბავშვო, ანიმაციური, ძველი, მოკლემეტრაჟიანი, თანამედროვე, ქართული ფილმები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლეოდათ  პროფესიონალ კინომცოდნეებთან ერთად ენახათ ასაკის შესაბამისი საუკეთესო ფილმები. ჩვენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია-განხილვა. ერთად ვმსჯელობდით წარმოდგენილ პრობლემატიკაზე. პროექტის ფარგლებში ფილმები შეირჩა კინომცოდნეების, განათლების ექსპერტების და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ. შემდეგ მოსწავლეები ამზადებდნენ პოსტერებს და წერდნენ მოკლე ანოტაციებს. მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს განვსაზღვრავდით წინასწარ შერჩეული ფილმისა და თემატიკის მიხედვით.
ჩარლი ჩაპლინის ფილმები
„ოქროს ციებ-ცხელება
ახალი დრო
ქართული მოკლემეტრაჟიან ფილმები: - "ჰეფი მილი", "დედის მოლოდინში". 

„ჰუგო“ 
 "აპრილის სუსხი" 
"მკვდარი პოეტების საზოგადოება"
"ველოსიპედის გამტაცებლები"
"ცხოვრება მშვენიერია"

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში.

0 comments:

Post a Comment