შეხვედრები სხვადასხვა უწყებებში
ქართულ-ესტონურ განათლების სისტემას დაახლოებით ერთნაირი სატკივარი აქვს.


ტალინში ვიზიტის დროს ინოვაცენტრში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე:





„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაც დაგვრჩა ყველაფერი გამოუსადეგარი იყო, რეკონსტრუქცია და ნულიდან დაწყება მოგვიწია.“ - თქვა ბატონმა ეინარ რულმა.
ჩვენ საბჭოთა მემკვიდრეობიდან შემორჩენილი კარგი ჯართად გავყიდეთ კაპიკებად და რაც არ იყო საჭირო, ის შევუნარჩუნეთ - მენტალიტეტი!
➨ ფოტოზე - ესტონეთის პარლამენტის (Riigikogu) წევრი ტომას იურგენსტეინი (Toomas Jurgenstein).
ბატონი ტომასი 25 წელი მასწავლებლად მუშაობდა საჯარო სკოლაში. ასწავლიდა ფილოსოფიას და რელიგიას. სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ შეიყვანა სიაში. ძირითადად საქმიანობს განათლებისა და კულტურის კომიტეტში.
სანამ საქართველოს პარლამენტში საკუთარ ბიზნესზე და ფულზე ორიენტირებული პარლამენტარები გვეყოლება მანამდე არაფერი გვეშველება.
ახლა გეკითხებით - რომელს უფრო მეტი კვალიფიკაცია და კომპეტენცია ექნება ბატონ ტომასს თუ რომელიმე მაჟორიტარ დეპუტატს?
ვის უფრო ეტკინება კონკრეტულად ამ სფეროში არსებული პრობლემები?
დასკვნა - პოლიტ ელიტა არის ქვეყნის განვითარების მუხრუჭი. დიახ საზოგადოებიდან, წამოსული ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში და სხვა ორგანეობეშიც და არა "პოლიტიკოსებად დაბადებულნი"!
ესტონეთის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტია - (ბოლო არჩევნებში გამარჯვებული) რეფორმისტები უმცირესობაში აღმოჩნდა. პარლამენტში კოალიცია შექმნეს დანარჩენმა პარტიებმა. პრემიერმინისტრი მწვანე ფერის პარტიის წარმომადგენელია, პარლამენტის თავჯდომარე - წითლების, პრეზიდენტი კი მესამე პარტიის. მინისტრთა კაბინეტშიც სამივე პარტია თანაბრად, 5-5 მინისტრით არის წარმოდგენილი. პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.
პარლამენტის წევრთა 28% ქალია (ყოველგვარი კვოტის გარეშე). შენობაზეც უნდა ვთქვა აუცილებლად - ძალიან უბრალო, მყუდრო, რომელიც რამდენიმე შენობას აერთიანებს და ყველა სხვადასხვა დროსაა აშენებული.
ვრცლად იხილეთ აქ!
0 comments:
Post a Comment