ეკოსისტემები
არაქართულენოვან სკოლაში, ქართულ სექტორზე მასწავლებელი საკმაოდ ბევრ სირთულეს აწყდება სწავლების პროცესში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ენობრივი ბარიერი. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ახალი ტერმინების აღქმა-გაგება და გააზრება. გამონაკლისს არც ჩვენი გარემოს საგანი წარმოადგენს. წიგნში არაქართველი მოსწავლეებისათვის ბევრი უცხო სიტყვაა, რომლის მნიშვნელობაც არ იციან. გარდა იმისა, რომ კეთებით სწავლება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას ამ შემთხვევაში ძალიან ეხმარება ახალი ტერმინების დამახსოვრებაში, რადგან მოსწავლეს უშუალო შეხება აქვს იმ ტერმინთან, რომელსაც დაუძლეველი ბარიერის სახით წააწყდა წიგნში.
ზემოთ თქმულის გარდა ეკოსისტემების გაკვეთილზე კეთებით სწავლების გააქტიურებამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ეკოსისტემის მობინადრეების და დამახასიათებელი გარემო-პირობების გაცნობა-დამახსოვრებას.

0 comments:

Post a Comment