„ესეების კონკურსი 2013“
2013 წლის 28 თებერვალს დაიწყო "საზოგადოება ქურმუხელის" კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სახელწოდებით - „ესეების კონკურსი“, რომელიც ჩატარდა აზერბაიჯანში კახისა და ბელაქანის რაიონებში მოქმედ შვიდ ქართულ საშულო სკოლაში. სპეციალურად ამ კონკურსისათვის შექმნილმა კომისიამ 20-მდე თემა შეარჩია. თითოეულ სკოლაში შევიდა სამი საკითხი, საიდანაც ბავშვებმა აირჩიეს ერთი სასურველი და სათაურში მოცემული სტრუქტურის მიხედვით დაწერეს თემა. აღნიშნულ პროექტში 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
პროექტი მიზნად ისახავს ისტორიულ მხარეში მცხოვრები მოზარდების აკადემიური წერის კულტურის, ლოგიკური მსჯელობისა და აზროვნების განვითარებას, მოვლენებისა და ფაქტების დაკავშირების უნარის გამომუშავებას, ისტორიის, გეოგრაფიის, მეცნიერების, ხელოვნების, ხალხთა შორის მეგობრობის და სხვა აქტუალური თემებით დაინტერესებასა და ზოგადი განათლებით წახალისებას.
თითეულ სკოლაში გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი საიდანაც ჟიურიმ გამოარჩია ერთი საუკეთესო. გამარჯვებული მოსწავლისათვის პრიზი - ლეპტოპი დააწესა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
ეს გახლდათ პირველი მასშტაბური კონკურსი რომელიც განხორციელდა საზოგადოება ქურმუხელის ეგიდით აზერბაიჯანში მოქმედ ქართულ სკოლებში.
პროექტის ხელმძღვანელები: თემურ სუყაშვილი
ირაკლი სარდალაშვილი
ზაზა სუყაშვილი

0 comments:

Post a Comment