ესეების კონკურსი - 2014
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და საზოგადოება ,,ქურმუხელის'' ორგანიზებით აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
კონკური მოეწყო 26.04.2014-04.05.2014 პერიოდში. მის განხორციელებაში მონაწილეობა ასევე ადგილობრივმა პედაგოგებმაც მიიღეს.
პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანში, კახისა და ბელაქანის რაიონებში მოქმედ ქართულ სკოლებში / სექტორებზე ჩატარდა კონკურსი ესეს შესაქმნელად. მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მოსწავლემ. მათგან საუკეთესოები (30 მოსწავლე) 1 კვირის მანძილზე იმყოფებოდა საქართველოში, ჰქონდათ ექსკურსიები, შეხვდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს. საჩუქრად მიიღეს ქართულენოვანი წიგნები, ტექნიკა, სიგელები..

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ფილოლოგების ოთხკაციანი კვალიფიციური ჯგუფი. მათთან შეთანხმებით და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოზარდების შესაძლებლობების გათვალისწინებით, შერჩეული იყო თემები სხვადასხვა სფეროდან: როგორებიცაა - ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ.
შემოსული ნამუშევრების გასწორების შემდეგ გამოვლინდა თითოეულ სკოლაში სამ-სამი გამარჯვებული.
თბილისში ექსკურსიის შემდეგ გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება მოხდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
პროექტის ავტორები:
თემურ სუყაშვილი
ირაკლი სარდალაშვილი

0 comments:

Post a Comment