საზაფხულო სკოლის ეგიდით ჩატარებული ტრენინგ-სემინარები
სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 2 ივლისს გავხსენით საზაფხულო სკოლა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მარნეულის N2 საჯარო სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეები. გახსნის დღეს გვყავდა საპატიო სტუმრები იტალიიდან (ქ.ტურინი). შედგა გაცნობითი შეხვედრა საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეებსა და იტალიელ მოსწავლეებს შორის. იტალიელი მოსწავლეები საქართველოში იმყოფებოდნენ CISV - ბანაკების ეგიდით. ჩვენმა მოსწავლეებმა ლამაზი დახვედრა მოუწყეს ვიტორიოს და იპოლიტოს. ვრცლად იხილეთ აქ!
➨ შემდეგი ეტაპი გახლდათ სახელის შერჩევა და საზაფხულო სკოლის წესებზე მუშაობა. პირველი შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერი გამოდგა. მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა მოსწავლეები დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ.



საზაფხულო სკოლის მეორე სამუშაო დღეს, 3 ივლისს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა WEG World Experience for Georgia - წამყვანი მკვლევარი, გიორგი მუხიგული, ის მოსწავლეებს ესაუბრა ენერგიის განახლებად წყაროებზე და გაუზიარა ისრაელის გამოცდილება. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ისრაელში დამკვიდრებული ნებაყოფლობითი სოციალიზმი, რომელიც პატარა დასახლებების -კიბუცების სახითაა წარმოდგენილი. კიბუცის შესახებ ვრცლად იხილეთ აქ!

საზაფხულო სკოლის მესამე დღე დაეთმო 👉 გუნდური მუშაობის პრინციპებისა და ლიდერობის თემას.
დღის სტუმარი გახლდათ - თამუნა მაჭარაშვილი ➡️ თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მან მოსწავლეები ჩართო სახალისო აქტივობებში და როლური თამაშის მეთოდით დააფიქრა მოსწავლეები გუნდური მუშაობის პრინციპების მნიშვნელობასა და ეფექტურ ლიდერობაზე

➜ მარნეულის თემში რთულად წარმოუდგენიათ მეწარმე გოგო, რომელსაც აქვს საკუთარი საოჯახო ბიზნესი მცირე საოჯახო ბიზნესის სახით. ამ სტერეოტიპული შეხედულების გასაქარწყლებლად საზაფხულო სკოლაში სტუმრად გვეწვია გვანცა დადალაური. ის მოსწავლეებს ესაუბრა სამეწარმეო უნარ-ჩვევებზე და მეფუტკრეობაზე -
მთის მადლი.

ჩვენი მოსწავლეები ასევე დაინტერესდნენ გვანცას გატაცებით. მას ძალიან უყვარს ლაშქრობებზე სიარული, არ ერიდება მაღალი, თოვლითა და ყინულით დაფარული მწვერვალების დალაშქვრას.


სტერეოტიპები და ეფექტური პრეზენტაციის
უნარ-ჩვევები
➫ ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები - ამ ლოზუნგით 6 ივლისს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა მარიტა გოტიაშვილი, რომელიც მასწავლებლის სახლის პროექტით ასწავლის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელში და ზურგს - 5 წლიანი პედაგოგიური და საინტერესო ევროპული გამოცდილება უმაგრებს. მან საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს შესთავაზა საინტერესო აქტივობები, და როლური თამაშები. დიდი ინტერესით ჩავერთეთ თამაშში "ბინგო". 
➨ მარიტამ სესიის დასკვნით ნაწილში წარმოადგინა პრეზენტაცია ეფექტური პრეზენტაციის მომზადების წესებზე. მან მოსწავლეებთან ერთად ხაზი გაუსვა, იმ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია  დახვეწილი და ლაკონური პრეზენტაციის მომზადებისათვის. 

მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
ჩვენი საზაფხულო სკოლის ბოლო სტუმარი გახლდათ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს  ათეულის წევრი, ნინო ჭიჭინაძე. ის მუშაობს სვანეთში, იელის საჯარო სკოლაში პროგრამის  ასწავლე საქართველოსთვის ფარგლებში. ნინოს სემინარი განსაკუთრებით მოეწონათ ბავშვებს. საინტერესო აქტივობა აღმოჩნდა საკუთარ თავზე მესამე პირში წერის ტექნიკის ათვისების პროცესი.









0 comments:

Post a Comment