იმიტირებული სასამართლო პროცესები
IX კლასის სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში რამდენიმე გაკვეთილი ეთმობა სასამართლო ხელისუფლებას. გაკვეთილებში განხილულია როგორც საერთო სასამართლოები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლო სისტემა.
ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი ქართული რეალობისთვის ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს.  ინსტიტუტი სათავეს ძველი საბერძნეთიდან იღებს და თანამედროვე სამყაროში წარმატებით ფუნქციონირებს, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. მისი არსის და რაობის მოსწავლეებისათვის ახსნის საუკეთესო საშუალება როლური თამაშის მეთოდით იმიტირებული პროცესების გამართვაა.
ქართული სექტორის IX-X კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად დაიგეგმა ორი იმიტირებული სასამართლო პროცესი ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით. განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები: „შუშანიკის წამება“ და „აბოს წამება“.

0 comments:

Post a Comment