შუშანიკის წამება 
16 დეკემბერი ჩვენი სკოლის ისტორიაში გამორჩეული დღე იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ინიციატივით სკოლაში პირველად გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი „შუშანიკის წამების“ მიხედვით. მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა ვარსქენ პიტიახში. 


იმიტირებულ სასამართლო პროეცესზე ნაფიცმსაჯულების როლი IX „ა“ კლასის მოსწავლეებმა მოირგეს, ხოლო „შუშანიკის წამების“ პრესონაჟები X „ა“ კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს.
პროექტი ორ  ეტაპად დავყავით.
პროექტის პირველ ეტაპზე  მე-9 „ა“ კლასის მოსწავლეები გაეცნენ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტს, გადაწყვეტილების გამოტანის წესებს და უყურეს ფილმს „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“. ხოლო მე-10 „ა“ კლასის მოსწავლეებმა  ნაწარმოების გაცნობის შემდეგ გაინაწილეს როლები, ჩამოაყალიბეს არგუმენტები და სხვა.
მეორე ეტაპზე შედგა უშუალოდ პროცესი, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა. მოვისმინეთ მხარეთა კამათი, არგუმენტები და მოსაზრებები. ბოლოს გადაწყვეტილება ნაფიცმსაჯულებმა  ფარული კენჭისყრით გამოიტანეს.
რატომ იმიტირებული პროცესი? - როლური თამაში თანამშრომლობითი სწავლების  ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ამ დროს ხდება ცოდნის ტრანსფერი, იკვეთება მოსწავლეთა კრეატიულობა, მოსწავლეები არიან აქტიურ პოზიციაში. საბოლოოდ მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები.
პედაგოგები: ქართული ენა და ლიტერატურა - შორენა ხუხუა,  სამოქალაქო განათლება - თემურ სუყაშვილი
ვრცლად იხილეთ აქ!

0 comments:

Post a Comment