სწავლა კეთებით
სკოლაში მუშაობის / მასწავლებლობის ხუთწლიანი გამოცდილება დამიგროვდა. ჩემს პრაქტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას კეთებით სწავლება წარმოადგენს.  აღნიშნული მეთოდის უპირატესობაში ბევრჯერ დავრწმუნებულვარ. სწორედ დაგეგმვის შემთხვევაში იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. ბავშვებს უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.
სასწავლო პროცესს პირობითად ვყოფ რამდენიმე ეტაპად:
· ➤  წინა მოსამზადებელი პერიოდი;
მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემატიკას, ვიყოფით მცირე სამუშაო ჯგუფებად, ჩამოვწერთ საჭირო რესურსებს... ხდება იდეების თავმოყრა, გაზიარება და ა.შ. აუცილებელ ელემენტს შეადგენს შეფასების რუბრიკის შედგენა. სასურველია ეს მოხდეს მოსწავლეთა ჩართულობით.
·➤   კეთების პროცესი;
ეს ნაწილი შეიძლება მოიცავდეს როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო პერიოდს. ამ ნაწილში მოსწავლეებთან ერთად  სხვადასხვა რესურსის  გამოყენებით ვამზადებთ მაკეტებს, ვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს და ვემზადებით პრეზენტაციისათვის.
  პრეზენტაცია;
ჯგუფები ახდენენ საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაციას. ერთად ვახდენთ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.










0 comments:

Post a Comment