სამოქალაქო განათლება
თემურ სუყაშვილი
გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული სამოდელოგაკვეთილი - გამჭოლი კომპეტენცია მედია წიგნიერება
თემა: დემოკრატია
საგანი, კლასი: სამოქალაქო განათლება. X კლასი.
მოსწავლეთა პროფილი: 7 მოსწავლე.
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური, წყვილები, ჯგუფები.
მიზანი: მოსწავლეები დაასახელებენ დემოკრატიის დამახასიათებელ აუცილებელ ნიშან-თვისებებს, შეადარებენ ორი განსხვავებული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას, იმსჯელებენ ამ წყაროების სანდოობის, მათი ავტორებისა და მიზნების შესახებ.
კავშირი ესგ-სთან:
მედიაწიგნიერება (ამონარიდი ესგ-დან)
მოსწავლე შეძლებს, ერთი მხრივ, მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენებას, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციის „გაფილტვრა“) და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება.
მოქ.X.11. 
მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს მოქალაქეების როლი ქვეყნის დემოკრატიაში.
·    ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);
·    ირჩევს მნიშვნელოვან მოვლენას საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან და თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ამ მოვლენაში ადამიანთა მონაწილეობის მოტივაციას, შესაძლებლობებსა და ხარისხს; შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე წერს რეკომენდაციებს საზოგადოებრივი თანამონაწილეობის წასახალისებლად;

გაკვეთილის აქტუალურობა:  დემოკრატიას თეორიულად ვერ ისწავლი, ის უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე. საქართველოსთვის დემოკრატიული პროცესები ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.  ამ ვითარებაში მოსწავლეებთან დემოკრატიასთან დაკავშირებული თემების განხილვა, მათზე მსჯელობა და დასკვნების გამოტანა საკვანძო მომენტია.  ამავდროულად XXI საუკუნეში მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
გამოყენებული მეთოდები: გონებრივი იერიში, ლექცია თვალსაჩინოებით, დისკუსია.
შეფასება:„ განმავითარებელი და განმსაზღრელი (რუბრიკა იხ. დანართში).
წინარე ცოდნა:  მოსწავლეებს შეუძლიათ: საქართველოს სახელმწიფო მართველობის განვითარების ეტაპებზე მსჯელობა, ხელისუფლების შტოების განსხვავება, საქართველოს კონსტიტუცუიაში ასახულ დემოკრატიულ პრინციპებზე მსჯელობა.
რესურსები: პრეზენტაცია, ვიდეო დემოკრატიის შესახებ, წინასწარ მომზადებული ნახატები, ფლიპჩარტის ფურცლები, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერები ჯგუფებისთვის.

გაკვეთილის მსვლელობა

პირველი ფაზა

აქტივობა    N1 - მიზნისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა. საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ.
მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების კომპონენტებს.
აღწერა: მასწავლებელი ამოწმებს დასწრებას, ამხნევებს მოსწავლეებს და აცნობს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების კრიტერიუმებს.
აქტივობა    N2 -    მოტივაციის აღძვრა. წინარე ცოდნის გააქტიურება - 5 წთ.
მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება, მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრა.
აღწერა: მოსწავლეები გაიაქტიურებენ  წინარე ცოდნას, უპასუხებენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს. მათი პასუხები დაფიქსირდება ფლიპჩარტზე.
მასწავლებელი სვამს შეკითხვას რა არის დემოკრატია? მიგიღიათ თუ არა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა? რა ფორმით?
ამ პროცესში მასწავლებელი იყენებს წინასწარ გამზადებულ რესურსს - ილუსტრაციები სხვადასხვა თემაზე.

მეორე ფაზა
აქტივობა    N3 - მინილექცია/პრეზენტაცია - 7 წთ.
მიზანი: დემოკრატიის არსის და მისი ძირითადი ნიშნების განსაზღვრა.
აღწერა: მასწავლებელი მინილექციით ესაუბრება დემოკრატიის არსზე და მისთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებზე, თვალსაჩინოებად იყენებს „power point“ -ში მომზადებულ რესურსს. პრეზენტაცია არის ინტერაქტიული - მასწავლებელი სვამს მაპროვოცირებელ და დამაზუსტებელ შეკითხვებს.
პრეზენტაციის დროს ყურადღებას ამახვილებენ სიტყვა დეზინფორმაციის მნიშვნელობაზე.
აქტივობა    N4 - ვიდეო ფაილის ნახვა - 7 წთ.
მიზანი:  მედიაწყაროდან ინფორმაციის გააზრება.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ახლა ისინი ნახავენ ვიდეოს, რომელიც შეესაბამება დემოკრატიის თემატიკას, თუმცა მასში ისეთი ინფორმაციაცაა მოყვანილი, რომელზეც აქამდე არ უსაუბრიათ. მოსწავლეებს ევალებათ ყურადღებით უყურონ ვიდეოს და შეავსონ სქემა (იხილეთ დანართი #1).



აქტივობა    N5 ორი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის შედარება - 5 წთ.
მიზანი: მოსწავლეები ადარებენ ორი წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას.
მასწავლებელი ჯგუფებში სთავაზობს ცხრილს შესავსებად. (იხ. დანართი #2)
მოსწავლეები მსჯელობენ შევსებული ცხრილზე, ადარებენ ორი სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.

აქტივობა    N6 დისკუსია 10  წთ.
მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ წყაროთა მიზნებზე, ავტორთა მიზნებზე, სანდოობასა და სხვ.
აღწერა: მასწავლებელი სვამს სადისკუსიო შეკითხვებს: რა მიზნითაა დაწერილი ტექსტი? რა მიზნითაა შექმნილი ვიდეო? ვის მიერ არის შექმნილი? ვინ არის GDI? რა მიზნები აქვს? რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? რომელი წყაროდან უფრო სანდოა? რატომ? თუ გახსენდებათ ინფორმაცია, რომელიც არ გამართლდა? (ეს შეკითხვები დაწერილი აქვს ფურცლებზე და გადასცემს ჯგუფებს.)
კლასი იყოფა ორ ჯგუფად, აფიქსირებენ პასუხებს ჯგუფურად, რის შემდეგაც ახდენენ პრეზენტაციას. (შესაძლოა, სამ შეკითხვაზე ერთმა ჯგუფმა გააკეთოს პრეზენტაცია და მეორემ შეავსოს, მეორე სამ შეკითხვაზე - პირიქით.)
მასწავლებელი იძლევა კონსტრუქციულ უკუკავშირს შეფასების სქემის მიხედვით.

აქტივობა N7 შეჯამება, შეფასება და საშინაო დავალების მიცემა - 4 წთ.
მიზანი: გაკვეთილის დასრულება, შეჯამება, შეფასების გაკეთება და საშინაო დავალების მიცემა.
საშინაო დავალება: - მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტით გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ. იმსჯელეთ რა გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.
სახელი -----------------           გვარი -------------------------------
დანართი 1.
ყურადღებით ნახეთ ვიდეო და მონიშნეთ სწორია თუ არა ქვემოთ მოცემული წინადადებები:

წინადადება
+/-
1
დემოკრატიული სახელმწიფოს მოვალეობაა აღზარდოს არამარტო პიროვნება, არამედ მოქალაქე.

2
დემოკრატია არაა დაინტერესებული იმით, რომ მოქალაქეები ჩაერთნონ სახელმწიფოს განვითარების პროცესში.

3
მეტი მოქალაქის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესებში ზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

4
დემოკრატია ხორციელდება მხოლოდ წარმომადგენლობითი ფორმით.

5
რეფერენდუმის გზით მხოლოდ უმნიშვნელო საკითხები წყდება.

6
რეფერენდუმსა და პლებიცისტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს.

7
მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიმართონ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით.

8
არჩევნების გაყალბება არ უქმნის საფრთხეს დემოკრატიას.


დანართი 2.
გაეცანი დებულებებს და პლუსით (+)მონიშნე, რომელ წყაროშია მოცემული ინფორმაცია.

ინფორმაცია
ტექსტი
ვიდეო
1
ახსნილია რა არის დემოკრატია და რა ნიშნები ახასიათებს მას.


2
ახსნილია უშუალო დემოკრატიის ფორმები.


3
განმარტებულია ვინ არის ამომრჩეველი და ახსნილია ხმის მიცემის პროცედურა.


4
საუბარია არჩევით დემოკრატიაზე;


5
დასახელებულია ის თანამდებობის პირები და ორგანოები, რომელთაც თანამდებობაზე ირჩევენ არჩევნების გზით.


6
საუბარია საზოგადოებრივ გაერთიანებებში გაწევრიანების მნიშვნელობაზე დემოკრატიული პროცესებისთვის.


7
დასახელებულია არჩევნების პერიოდულად ჩატარების 3 ძირითადი მიზეზი.


8
განმარტებულია ლეგიტიმური ხელისუფლება.


9
განმარტებულია რეფერენდუმი და პლებისციტი.


დანართი 3.
დაფიქრდით და უპასუხეთ შეკითხვებს:
I ჯგუფი
·        რა მიზნითაა დაწერილი ტექსტი?
·        რა მიზნითაა შექმნილი ვიდეო?
·        ვის მიერ არის შექმნილი ტექსტი? ვიდეო?
·        რამდენად მიზანშეწონილია ამ ვიდეოს სასწავლო დანიშნულებით გამოყენება?





II ჯგუფი
·        ვინ არის GDI? რა მიზნები აქვს?
·        რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? რომელი წყაროდან უფრო სანდოა? რატომ?
·        თუ გახსენდებათ ინფორმაცია, რომელიც არ გამართლდა?
·        რამდენად მიზანშეწონილია ამ ვიდეოს სასწავლო დანიშნულებით გამოყენება?

















კომპონენტი
კრიტერიუმები
დაბალი(2-4)
საშუალო (5-6)
კარგი (7-8)
საუკეთესო (9-10)
ტექსტის გააზრება
არ ესმის ტექსტის შინაარსი.  ვერ პასუხობს ტექსტთან დაკავშირებულ ზედაპირულ შეკითხვებსაც კი.
ესმის ტექსტის შინაარსი.  პასუხობს ტექსტთან დაკავშირებულ ზედაპირულ შეკითხვებს.
იაზრებს ტექსტს. შეუძლია უპასუხოს ტექსტთან დაკავშირებულ ძირითად შეკითხვებს.
სიღრმისეულად იაზრებს ტექსტს. შეუძლია უპასუხოს ტექსტთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას.
ჩართულობა
/აქტიურობა
მოსწავლე პასიურია.  არ იჩენს დიდ ინტერესს დავალებისადმი.
მოსწავლე ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, გამოთქვამს მოსაზრებებს.
მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად გამოთქვამს მოსაზრებებს დასმული საკითხის მიმართ.
მოსწავლე სრულფასოვნად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. გამოთქვამს მოსაზრებებს და იზიარებს თანაკლასელების მოსაზრებებს.
პრეზენტაცია
პრეზენტაცია ვერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
პრეზენტაცია არასრულყოფილია, ნაწილობრივ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
პრეზენტაცია ნაწილობრივ პასუხობს დასმულ შეკითხვებს, ჩანს მოსწავლეების მიდგომები.
პრეზენტაცია სრულყოფილია, გამოკვეთილია მოსწავლეთა კრეატიული მიდგომები.










0 comments:

Post a Comment