დასუფთავების აქცია
ვინც ნამყოფი ხართ პანტიანის ტბაზე, გეცოდინებათ როგორი დაბინძურებულია ეს მწვანეში ჩაფლული ულამაზესი გარემო.


ადიან ჭამენ, სვამენ და ადგილზევე ყრიან ყველაფერს... 
სულ ერთი დღით ვიყავით გასული ბუნებაში. გადავწყვიტეთ რამე ისეთი გაგვეკეთებინა, რომ ღირებული ყოფილიყო ეს ლაშქრობა. მთლიანად დავასუფთავეთ საბანაკე ტერიტორია და ტბაზე ჩასასვლელი.
ელვინმა დანანებით ჩაილაპარაკა: ჩვენ კი ვალაგებთ აქაურობას, ხვალ კიდევ მოვლენ და დაყრიან ნაგავსო... ელვინ, საბედნიეროდ, ამ ქვეყანას ბევრი ელვინები, ალბერტები, რენატები, ზახიდები, ემილები, თემო მასწები ჰყავს ჰყავს და ეყოლება - 
რა თქმა უნდა ბევრი მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის დარი სკოლებიც!

0 comments:

Post a Comment