ხელნაკეთი წიგნების კონკურსი
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მედიათეკამ ხელნაკეთი წიგნების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს. იმ პერიოდში რუსული სექტორის მე-5 „ბ“ კლასში ვასწავლიდი ქართულს, როგორც მეორე ენას.
მოსწავლეების გაცნობის მომენტიდან დავაფიქსირე, რომ  უყვარდათ აქტიურობა, მიჩვეულნი იყვნენ ჯგუფურ მუშაობას. ერთად გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა ხელნაკეთი წიგნების კონკურსში. პირველ ეტაპზე დავიყავით ოთხ სამუშაო ჯგუფად. შემდეგ ერთობლივად შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ავარჩევდით წიგნებს.
თითეულმა ჯგუფმა შეთხზა პატარა ზღაპარი, ისტორია, შემდეგ დაიწყეს წიგნის დიზაინზე მუშაობა. გააფორმეს, დახატეს სიუჟეტები, ნაწარმოების გმირები... ხელნაკეთ წიგნებზე ერთი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. მუშაობის პროცესში გავიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი, გავიუმჯობესეთ მხატვრული წერის უნარი, დავფიქრდით გრამატიკულ კონსტრუქციებზე... მთლიანი კლასი იყო აქტიურად ჩართული საქმიანობაში. იყო დიდი ფუსფუსი.
კრიტერიუმების მიხედვით შევარჩიეთ ერთი საუკეთესო ხელნაკეთი წიგნი და წარვადგინეთ კონკურსზე. ავტორებმა  ზღაპარი ორ ნაწილად „გამოსცეს“.

ჩვენს მიერ წარდგენილმა ხელნაკეთმა წიგნმა კონკურსში III ადგილი დაიკავა. გადმოგვეცა სერტიფიკატი და საჩუქრები.




2 comments: