ოლლერუპის - Den frie Lærerskole
ოლლერუპის სკოლა-ინსტიტუტი ამზადებს მასწავლებლებს თავისუფალი სკოლებისთვის. მსგავსი ტიპის დაწესებულება არამარტო დანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალურია, ამიტომ ამ პატარა ქალაქში (სადაც 1500 მდე მაცხოვრებელია) სხვადასხვა ეროვნების ხალხი იყრის თავს. დაწესებულება აერთიანებს 30 მდე შენობა ნაგებობას, რომლებიც განთავსებულია უზარმაზარ ტერიტორიაზე. მთლიანი კომპლექსის დათვალიერებას დაახლოებით ოთხი საათი დასჭირდა. მთავარი - მთლიანი ინსტიტუტი მზის ამოუწურავ ენერგიაზეა დამოკიდებული!
ოლლერუპში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გამოცდილებას. მასწავლებლებს თავისუფალი სკოლებისთვის ისე ამზადებენ, რომ მერე მათ შეძლონ იგივე პრინციპით აღზარდონ მოსწავლეები.
ასეთ გარემოში ამზადებენ ბუნებისმეტყველების, ეკოლოგიის, ბოტანიკისა და ზოოლოგიის მომავალ მასწავლებლებს.
გავეცანი ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდებსა და პრაქტიკას.
ინფორმაციული თვალსაზრისით დატვირთული, საინტერესო პერიოდი გავატარე მეგობრულ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც მომავალი თეატრალური ხელოვნების მასწავლებლები არიან :)
დავესწარი Outdoor lessons რომლის ფარგლებშიც ხდება მომზადება და სწავლება საველე პირობებისთვის. საგანი ისწავლება დანიის თავისუფალი სკოლების სისტემაში შემავალ დაწესებულებებში.
⛵ ოლლერუპის თავისუფალი სკოლის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის პატივი მხვდა წილად.
გემის გამომზეურების ტრადიცია დაკავშირებულია გაზაფხულის მოსვლასთან, დათბობასთან 🌄 🌅 ყველა სტუდენტი იღებს მონაწილეობას განურჩევლად სქესისა. მთავარი - მსგავსი ერთობა იშვიათი სანახავია.

ოლლერუპის დაწყებითი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა ნახევარი გაკვეთილი სკოლის ხელოვნურსაფრიან მოედანზე გაატარა. მეც მეტი რა მინდოდა ვიჯერე გული დანიელ პატარებთან ერთად სირბილით.




ყველა საკლასო ოთახშია სველი წერტილი! 20-25 წუთიანი შესვენება კეთილმოწყობილ, მწვანე ეზოში.
კიდევ ერთ ძალიან მაგარი ტრადიცია აქვთ ოლლერუპში. 🍻🍺დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, რომელიც სამსახურს იშოვოს საზეიმოდ აღნიშნავს. სადილის დროს ეზოში ჩუმად მოაქვს ლუდი და ლიმონათი და ხის ძირში აწყობს. სადილის დამთავრების შემდეგ საზეიმოდ აცხადებებს დარბაზში და ყველას ეპატიჟება ლუდზე. ეს ტრადიცია 1960 წლიდან მოყოლებული გრძელდება...
0 comments:
Post a Comment