მიწისძვრები
მიწისძვრა თავზარდამცემი მოვლენაა. მისი ყველას ეშინია. საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. შესაბამისად მისი გამომწვევი მიზეზებისა და თანმდევი პროცესების ცოდნა აუცილებელია. 
როგორ შეიძლება საკლასო ოთახში მისი ინსცენირება? ამას პატარა ელნური 22 წამიან ვიდეოში გიჩვენებთ. ვის შეიძლება მოაფიქრდეს ბუშტის დამალვა მიწაში, მასზე სახლების დადგმა და შემდეგ ჩხირით მიწისძვრის გამოწვევა? რა თქმა უნდა უშრეტი ფანტაზიის მქონე ჩვენს მოსწავლეებს. ამ მარტივი ცდით გავიაზრეთ მიწისძვრის თანმდევი შედეგები.

0 comments:

Post a Comment