შეხვედრა საინფორმაციო ცენტრში
სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-9 "ა" კლასი ჩართულია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროგრამაში - "საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება". აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს "გავიცნოთ ევროპა ახლოს". 
პროექტის ფარგლებში 24 სექტემბერს მოსწავლეები შეხვდნენ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორის მოადგილეს გიორგი ფარეშიშვილს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის შესახებ.

0 comments:

Post a Comment