2014 წლის 25 დეკემბერს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავისადმი მიძღვნილი პროექტის ექვთიმე თაყაიშვილი - მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ღვთისკაცი - პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ოკუპირებული გალის რაიონის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მამხუტისა და ქვემო არქევნის, მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს N1 და კაჩაგანის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეები, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის (ისტ. ჰერეთი) რაიონისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის აფხაზეთიდან და სამაძჩაბლოდან დევნილი მოსწავლეები. 
კონფერენციის მონაწილეები სადახლოს N1 საჯარო სკოლიდან
➤მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N1 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ კონკურსში სამმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. IX კლასის მოსწავლემ თურქან ნაბიევამ თემით „ექვთიმე თაყაიშვილი - სიძველეთა პირველი მოჭირნახულე“ ჟიურის მოწონება დაიმსახურა და მათი რჩეული გახდა. ვრცლად იხილეთ აქ!

0 comments:

Post a Comment