სამოქალაქო განათლების კლუბი
სადახლოს N1 საჯარო
სკოლაში 2013 წლის სექტემბერში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა პროექტის „ქართული ენა
მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში. სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველო-სომხეთის
საზღვარზე მდებარეობს და ყველაზე დიდია (მოსახლეობის რაოდენობით) მთელს საქართველოში.
2013-2014 სასწავლო წელს ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებელი ვიყავი.
პროექტის ფარგლებში თემში ცხოვრება და არაფრომალური განათლების ხელშეწყობაც შედიოდა
ჩემს მოვალეობაში. ვფიქრობდი თუ რა შემეძლო გამეკეთებინა სკოლისა და მოსწავლეებისთვის.
თემში უამრავი პრობლემა
აღმოვაჩინე. მათ შორის დავინახე ხარვეზები სამოქალაქო ცნობიერების, ტოლერანტობისა, გენდერული თანასწორობის და განსხვავებულის მიმღებლობის კუთხით. მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ არჩევანი სამოქალაქო განათლების
კლუბის ჩამოყალიბებაზე შევაჩერე.
დავიწყეთ ყოველკვირეული
შეხვედრები. შევქმენით კლუბის ლოგო. მთელი წლის განმავლობაში გვქონდა მრავალფეროვანი
აქტივობები სხვადასხვა პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, კლუბის სახელით მონაწილეობა
მივიღეთ კონფერენციაში „ექვთიმე თაყაიშვილი - მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე
და ღვთისკაცი“, გვესტუმრნენ ჩემი მეგობრები, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგები დემოკრატიისა
და გარემოსდაცვით თემებზე.
თსუ ეკო კლუბი |
გამოვკვეთე კლუბის
მიზნები:
1) კლუბში გაწევრიანებული
ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დისკუსიების
მოწყობა;
2) მათთვის საინტერესო
და პრობლემური თემების განხილვა;
3) დებატების ხელოვნების
ჩამოყალიბება და სხვა.
აქტივობა: სურვილებიდან
საჭიროებებამდე.
თემა - პრობლემები საზოგადოებაში და დამოკიდებულება პრობლემებისადმივრცლად იხილეთ აქ!
10 აპრილს, სადახლოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის მოწვევით, სკოლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, ქალბატონმა მარინა ლომაურმა, მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის ფაკულტეტები და ის სპეციალობები, რომლებიც ისწავლება უნივერსიტეტში.
გარდა ამისა, უნივერსიტეტთან არსებული ეკო-კლუბის წევრებმა, პროფესორ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ეკოლოგიას და ბუნების დაბინძურების შედეგებს.
გადაწყდა, რომ სადახლოს N1 საჯარო სკოლასა და თსუ-ს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
0 comments:
Post a Comment