მესამე ვიზიტი ალგეთის N1 საჯარო სკოლაში
23 ნოემბერს კლუბის წევრები ამჯერად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლას ვესტუმრეთ. 
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფატიმა მუსტაფაევამ, აისუ გასანოვამ, ემილ მუსაევმა, გუნაი ახმედოვამ და რუგაია გულუზადემ ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა. 

🌐ალგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე: 
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში; 
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას; 
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისათვის. 
👨‍🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ გავუმასპინძლდით მოსწავლეებს/პედაგოგებს. კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი. 
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ხელშეწყობით.




0 comments:

Post a Comment