„ბავშვები ბავშვებისთვის“ - 
მიზნები და ამოცანები

��მარნეულის N2 საჯარო სკოლას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით კიდევ ერთი პროექტის განხორციელების საშუალება მიეცა! მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ მწვავედ დგას სკოლის ნაადრევად მიტოვების პრობლემა. კვლევის თანახმად მოსწავლეები სკოლაში სწავლას ორი ძირითადი მიზეზით  - ქორწინების ან / და  შრომის გამო წყვეტენ.
 ჩვენი პროექტის, ბავშვები ბავშვებისთვის, მიზანს წამოადგენდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება -  ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა შრომის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში
პროექტის ბენეფიციარები და აქტივობებში ჩართული მოსწავლეები, პირობითად დავყავით ორ ნაწილად:
1. ქ. მარნეულის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ე. წ. აქტიური ბენეფიციარები, რომლებიც ყოველკვირეულად მუშაობდნენ პროექტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ და ემზადებოდნენ სხვა სკოლებში პრეზენტაციების მოსაწყობად.
 2. სხვა ოთხი სკოლის მოსწავლეები, ე. წ. პასიური ბენეფიციარები, რომლებიც ესწრებოდნენ პირველი ჯგუფის მოსწავლეთა მიერ გამართულ შეხვედრებს.
ჩვენ გაცნობიერებული გვქონდა ის ფაქიზი საკითხები, რომლებიც პროექტის ფარგლებში განვიხილეთ, შეიძლება გარკვეული კონფლიქტების გამომწვევი ყოფილიყო. ვგულისხმობთ კონფლიქტს, აზრთა სხვადასხვაობას ბავშვებსა და უფროსებს, მათი ოჯახის წევრებს შორის. ჩვენ ამას პირდაპირ აღვნიშნავთ და ვთანხმდებით, რომ ჩვენი მიზანი ვინმესთან დაპირისპირება კი არაა, არამედ იმის გაცნობიერება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, როდესაც თავად გვეყოლება შვილები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე არ გავაცნობიეროთ ჩვენი უფლება-მოვალეობები და არ ვიზრუნოთ ჩვენი უფლებების დაცვისთვის. 
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ანუ ე. წ. აქტიური ბენეფიციარები პროექტით გათვალისწინებული მიზნების გარდა იუმჯობესებენ ისეთ კომპეტენციებს, როგორიცაა პრეზენტაციის, კვლევითი საქმიანობის წარმართვის, დისკუსიის, წერითი და ზეპირმეტყველებითი უნარები. ძალიან სახალისო და სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენ მიერ მცირე ვიდეორგოლების გადაღება, რისთვისაც მოსწავლეებმა მოირგეს სცენარისტების, მსახიობებისა და რეჟისორების როლები.
პროექტში ჩაერთვნენ სსიპ ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული და რუსული სექტორების IX-X კლასის მოსწავლეები.
��საკლუბო მუშაობას ფასილიტაციას უწევდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგი - გიორგი ჭაუჭიძე და სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი თემო სუყაშვილი
��
➡️სკოლამ პროექტი განახორციელა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ფარგლებში.

0 comments:

Post a Comment