პრეზენტაცია კასუმლოს საჯარო სკოლაში




👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა.
🌐კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
🌐კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ჩვენს სამიზნე თემატიკაზე:
• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განათლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისათვის.
👨🏫შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გავუმასპინძლდით მოსწავლეებს. კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევენ გიორგი ჯუმბერისძე ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი.
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ხელშეწყობით.
0 comments:
Post a Comment