რას ვაკეთებთ საოცარ სკოლაში?

 

22.06.21 

მე-3 დღე საზაფხულო სკოლაში

დღევანდელი დღე არასტანდარტულად დაიწყო. მოსვლისთანავე პირველ ჯგუფს დახვდა თემო მასწავლებელი. მან ჩაატარა საინტერესო ტრენინგი თემაზე აქტიური მოქალაქეობა და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა“. როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ შენიშნა: „უზომოდ საინტერესო, მნიშვნელოვანი ინფორმაციით დატვირთული ტრენინგი იყო“. ძალიან მოგვეწონა აქტიური მოქალაქის პორტრეტზე მუშაობის პროცესი. ამ დროს საინტერესო რამ აღოვაჩინეთ - ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ და გულწრფელად მიხარია, რომ საოცარ სკოლაში ბევრი აქტიური მოქალაქე სწავლობს!


ამავდროულად
მეორე ჯგუფის წევრებთან გიორგი მასწავლებელი იყო. გუშინ მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ. დღეს კი მათ აირჩიეს  ფილმის თემა, რომელიც მათ უნდა გადაიღონ. თემების არჩევა საკამათო აღმოჩნდა, რადგან ყოველ მონაწილეს თავისი აზრი ჰქონდა. საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ ყველასთვის მისაღებ თემაზე. მათ ჩამოთვალეს საინტერესო და მიმზიდველი ფილმის დამახასიათებელი კრიტერიუმები და სხვა.



წინა დღის მიმოხილვისა და მოლოდინების დასახვისთვის ჩვენ პატარა ჯგუფებად გავნაწილდით. მონაწილეები თავიანთ ლიდერებს შეხვდნენ. ყოველმა ჯგუფმა თავისი აქტივობა ჩაატარა. მაგალითად, პირველი ჯგუფის მონაწილეებმა ითამაშეს სიმართლე თუ ტყუილიიმისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.

ორი საკმაოდ გრძელი, მაგრამ  ჩვენი განვითარებისთვის ტრენინგის აუცილებელი მერე გვქონდა ერთსაათიანი შესვენება. შესვენების უმეტესი ნაწილი მიმდინარეობს ჩვენს ულამაზეს განათლების ბაღში (ანუ ედუ-გარდენში), სადაც ვისვენებთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე და სახალისოდ ვატარებთ დროს.



რათქმაუნდა შესვენება კარგია, მაგრამ სწავლა და ცოდნის მიღება უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ, შესვენების შემდეგ პირველ ჯგუფს ჩაუტარდა ნინო ჭანკვეტაძის ტრენინგი «როგორ დავწეროთ ესე». ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ჩვენ უფრო კარგად უნდა დავამუშავოთ და ვისწავლოთ.



მეორე ჯგუფი კი ემზადებოდა სიმულაციისთვის, რომელიც პარასკევს უნდა ჩავატაროთ. ის ინფორმაცია, რომელიც მეორე ჯგუფმა გაიგო ამ სიმულაციის შესახებ, საიდუმლოა. ეს არ უნდა გაიგონ პირველი ჯგუფის მონაწილეებმა. იმედია,მეორე ჯგუფის მონაწილეებს შეუძლიათ საიდუმლოების შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმულაცია არ გამოვა…

როგორც ყოველთვის, ამის შემდეგ ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს, პირველი ჯგუფი სიმულაციისთცის ემზადებოდა, მეორე კი ნინო მასწავლებლის ტრენინგს დაესწრო.

ასეთი საინტერესო შეხვედრების შემდეგ, მონაწილეებმა თავისი ემოციები თავიანთ ჯგუფელებსა და ლიდერებს გაუზიარეს, შეაჯამეს დღევანდელი დღე და ა.შ.

ბოლოს კი, ლიდერების შეხვედრა ჩატარდა. მათ იმსჯელეს დღევანდელ დღეზე, შექმნილ პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. ჩვენ ხომ გრანდიოზული ფესტივალისთვის ვემზადებით?

ველოდებით ხვალინდელ, უფრო საინტერესო დღეს! აქვე გიტოვებთ ქეთა მარგველაშვილის მიერ მომზადებულ პატარა ვიდეოს, რომელიც განვლილი სამი დღის ერთგვარი შეჯამებაა 👇


ბლოგის ავტორი: ედიტა ტუნიანი






ვიდეოს ავტორი: ქეთა მეგრელიშვილი



2 comments:

  1. საოცარი გვერდი გაქვთ, საოცარი აქტივობებით. სიამოვნებᲘთ გავიზიარებ სიახლეებს

    ReplyDelete