4 აპრილს მე და სანდრა კაროლინი ვესტუმრეთ ქალაქ ტომერუპს (Tommerup). ტომერუპის  სკოლა-ინტერნატში მუშაობს  Anna Dragsbæk Juliussen-ი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა სხვა დანიელ მასწავლებლებთან ერთად. მან გაიგო ჩემი დანიაში ჩასვლის ამბავი და მიგვიპატიჟა მისი სამუშაო სივრცის გასაცნობად. სკოლა-ინტერნატი  თავისუფალი სკოლის სისტემის ნაწილია. სკოლა ქრისტიანული სასწავლო დაწესებულებაა, თუმცა იქ ვერ შეხვდებით რელიგიურ პირებს. სკოლა (ვგულისხმობ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას) ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი და ის პრესტიჟულია მთელ დანიაში. 
საინტერესოა, რომ სკოლაში სწავლობენ ორი სოციალური ჯგუფის მოსწავლეები: ძალიან მდიდრები, რომელთა სწავლის ხარჯებს ფარავენ მშობლები და ღარიბები რომლებსაც აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
✔️ სკოლას არ ჰყავს დამლაგებელები - მოსწავლეები თვითონ ალაგებენ, ასუფთავებენ, ეხმარებიან სამზარეულოში მზარეულებს მორიგეობით. დასუფთავების დღედ დაწესებულია ოთხშაბათი. სწორედ დასუფთავების დღეს დაემთხვა ჩემი ჩასვლა. დღის მეორე ნახევარში შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსწავლეები და მასწავლებლები გამოეწყვნენ სპეციალურ ფორმებში და დაიწყეს მთელი სკოლის დასუფთავება 👈დდა
✔️ სკოლა უარს ამბობს წიგნებზე 📓📚
✔️ სწავლება მიმდინარეობს მედია რესურსების გამოყენებით ⌨️🖱️🖥️🎥
✔️ სკოლაში სწავლობენ მხოლოდ IX-X კლასის მოსწავლეები.
✔️ X კლასი ორ ჯგუფს აერთიანებს: პირველ ჯგუფს მე-10 კლასის დამთავრების შემდეგ აქვს ფინალური გამოცდა, ხოლო მეორე ჯგუფი სკოლას ამთავრებს პროექტის შესრულებით 📑
✔️ ყოველი დილა და სადილი იწყება სიმღერით ე. წ. დილის და შუადღის ცერემონიებით 🇩🇰
✔️ მოსწავლეები დაკავებულნი არიან სხვადასხვა სპორტული სახეობებით და მუსიკალურ-თეატრალური მიმდინარეობებით 👨‍🎤👩‍🎤👨‍🎨👩‍🎨
➡️ სკოლა-ინტერნატის მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ პროფესიულ სასწავლებლებში, ხოლო მე-10 კლასის დასრულების შემდეგ სასკოლო სისტემის ბოლო საფეხურზე - გიმნაზიაში.
➡️ დიდი მადლობა ანნას რომ მომცა საშუალება გამეცნო სწავლების მეთოდები და პრინციპები.
I went to Tommerup “bording school” today, one of the three different kinds of schools in the free school system in Denmark. At this school they don’t use text books, but learning portals and media to educate their students.
Thanks Anna to give me the opportunity to visit the school.

0 comments:

Post a Comment