ექსკურსია თბილისში

➡️ მოეწყო ათი სამუშაო შეხვედრა;
➡️ დაიგეგმა და ჩატარდა ექსპერტთან შეხვედრები;
➡️ მომზადდა პრეზენტაციები ბავშვთა შრომაზე;
🎥 მოსწავლეებმა გადაიღეს ორი საგანმანათლებლო ვიდეო რგოლი;
📊 ჩატარდა კვლევა თბილისსა და მარნეულში;
მოეწყო გასვლითი აქტივობები მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში:
➡️ სადახლო, შაუმიანი, ალგეთი და კასუმლო.
➡️ ტრენერ-პრეზენტატორმა მოსწავლეებმა 150-მდე თანატოლს გააცნეს ბავშვთა შრომის მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები;
➡️ გაიმართა დისკუსია ბავშვთა შრომის თემატიკაზე;
➡️ მოსწავლეებმა განიხილეს ვიდეო რგოლში წარმოჩენილი პრობლემები;
➡️ შედგა შემაჯამებელი ექსკურსია თბილსში.
🍔 პროექტში მონაწილე მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იყვნენ კვებითა და ტრანსპორტირებით (როგორც შიდა, ასევე გასვლით ღონისძიებებზე).
👨🏫 კლუბის მუშაობას ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები: გიორგი ჭაუჭიძე და თემო სუყაშვილი.
სკოლა პროექტს ახორციელებდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ფარგლებში. ✅პროექტის გუნდი მადლობას უხდის სკოლის დირექციას პარტნიორ ორგანიზაციებს, სკოლებს გაწეული დახმარებისთვის და სასამოვნო თანამშრომლობისათვის!
0 comments:
Post a Comment