პროექტის სახელწოდება 
საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება - „გავიცნოთ ევროპა ახლოს
პროექტის მიზნები  
საზოგადოებრივი მიზნები:
სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული სექტორის IX-X კლასის მოსწავლეთა მშობლებში, სასკოლო თემსა და სხვა დაინტერესებულ პირებში ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
აკადემიური მიზნები:
პროექტის მიზანია სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააუმჯობესოს  ცოდნა ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ (როგორ არის დაცული უმცირესობების უფლებები ევროპის ქვეყნებში რელიგიის, კულტურის დაცვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით) რის შედეგადაც ისინი შეძლებენ თემში სწორი ვალიდური ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტის მნიშვნელობა 
მარნეულის რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობას აქვს მცდარი/არასწორი ინფორმაცია/წარმოდგენები ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ, რასაც განაპირობებს ა. სახელმწიფო ენის არცოდნა; ბ. საინფორმაციო საშუალებად უცხოური (ძირითად შემთხვევაში პროპაგანდისტული) მედია საშუალებების გამოყენება.
შედეგად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროპას აღიქვამენ საფრთხედ. თვლიან რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, რელიგიასა და თვითმყოფადობას. ისინი პესიმისტურად უყურებენ საქართველოს მიერ აღებულ გეზს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას.
სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც ფორმალური განათლების მიღებასთან ერთად მოსწავლეები ყალიბდებიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებად. მოსწავლეებმა სწორედ ამ სივრცეში უნდა შეძლონ არაფორმალური განათლების მიღების გზით საზოგადოებისთვის სიკეთისმომტანი საქმიანობის დაგეგმვა და პასუხისმგებლობების გაზიარება. აღნიშნული პროექტი მოსწავლეებს აძლევს სწორედ ამის შესაძლებლობას, რადგან მთავარი მოქმედი სუბიქეტები ხდებიან ისინი.
შედეგად სწორად დაგეგმილი აქტივობები გვაძლევს საშუალებას მოსწავლეებს განვუვითაროთ აუცილებელი უნარ-ჩვევები და მათი ჩართულობით მოხდეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად სასკოლო თემის ინფორმირება.

პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის დამუშავების, კვლევა-ძიების, ფართო საზოგადოებასთან მოხსენებებით გამოსვლის (პრეზენტაციის) ისტ-ის გამოყენების, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები  და სხვა სამოქალაქო კომპეტენციები.

0 comments:

Post a Comment