ვიზიტი შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში
ბავშვთა უფლებების კლუბი "ბავშვები ბავშვებისთვის" მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლას ესტუმრა.
➡️შეხვედრის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფანარა ჩოვდაროვამ, ემილია ზეინალოვამ, თოგრულ შარაფოვმა და მაჰამედ გაჯიევმა ჩაატარეს პრეზენტაცია თემებზე: "ბავშვთა უფლებათა კონვენცია" და "არასრულწლოვანთა შრომა საქართველოში".
👉პრეზენტაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა უამრავი შეკითხვა, გამოითქვა საჭირო მოსაზრებები, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა კლუბის წევრების მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლებმა. მოსწავლეებმა გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სუფევდა მეგობრული ატმოსფერო.

• ბავშვებს ხელი არ უნდა ეშლებოდეს განათლების მიღებაში;
• სიღარიბის დამარცხება ვერ ხერხდება ბავშვების განთლების ნაცვლად მათი შრომით საქმიანობაში ჩართვით. პირიქით, ეს მიდგომა ახანგრძლივებს სიღარიბესა და გაჭირვებას;
• ჩვენი მთავარი მიღწევა იქნება, თუ ჩვენ და ჩვენი თანატოლები - მომავალი მშობლები, ეფექტურ სივრცეს შევუქმნით ჩვენს შვილებს თვითგანვითარებისა და სრულფასოვანი რეალიზებისათვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავუმასპინძლდით სომხური სკოლის მოსწავლეებს/პედაგოგებს და ჩავატარეთ მხიარული აქტივობები.
➡️სკოლა პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)" ხელშეწყობით.
ფოტო ალბომი ვრცლად იხილეთ აქ!
0 comments:
Post a Comment