ამხანაგური თამაშები 
  
მოგეხსნებეათ ჩემი პირველი ნაბიჯები სადახლოს N1 საჯარო სკოლას უკავშირდება. მიუხედავად იმას, რომ 2015 წლის ივნისში მარნეულში გადმოვინაცვლე ყოფილ სკოლასთან კავშირს არ ვწყვეტ. ხშირად ვგეგმავ სხვადასხვა სპორტულ თუ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ მარნეულის N2 საჯარო სკოლისა და სადახლოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სპორტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. 2017 წლის გაზაფხულზე მარნეულის N2 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი ესტუმრა ამხანაგური თამაშის გასამართად სადახლოს N1 საჯარო სკოლას.
➡️ 2017 წლის პირველ დეკემბერს, კი მარნეულის N2 საჯარო სკოლამ სადახლოს N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელთა გუნდებს უმასპინძლა.  ამახანაგური თამაშის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ მანდატურის სამსახური და სპორტის მასწავლებლები.
თამაში მეგობრულ ხასიათს ატარებდა. მოსწავლეების გარდა ჩაერთვნენ ორივე სკოლის მანდატურები და მასწავლებლები. გოგონებსა და ბიჭებს შორის თამაში სტუმარი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. 
🏆 ღონისძიება სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და დამეგობრებას ემსახურებოდა.
ვრცლად იხილეთ აქ!

0 comments:

Post a Comment