ინგლისურის გაკვეთილები 
ლეილასთან ერთად
საზაფხულო სკოლის თანაორგანიზატორი, ლეილა აშიროვა მთელი კვირის განმავლობაში ატარებდა ინგლისურის გაკვეთილებს როლური თამაშის მეთოდის გამოყენებით. მან 2017-2018 სასწავლო წელი გაატარა ამერიკაში, FLEX-ის პროგრამით. მის მიერ დაგეგმილი აქტივობები და მომზადებული რესურსები უზრუნველყოფდა მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას. ბავშვებს ძალიან მოსწონდათ ინგლისური ენის  შესწავლა თამაშით.
ერთ კვირაში მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ლექსიკური მარაგი შემდეგი მიმართულებებით:
➤ საკუთარი თავის პრეზენტაცია;
➤ ოჯახის წევრზე ან მეგობარზე საუბარი; 
➤ მარტივი დიალოგები ინტერესის სფეროებზე;
➤ პესონაჟის ამოცნობა და ა.შ.


0 comments:

Post a Comment