თემურ სუყაშვილის ბლოგი

მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Monday, February 12, 2018

აბოს წამება

23 დეკემბერს ჩემი და ქართული ენისა და ლიტერატურის და ს მასწავლებლების ინიციატივით სკოლაში მოვაწყეთ მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესი „აბოს წამების“ მიხედვით.

მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა აბო. მას არაბეთის მხარე ბრალად სდებდა სამშობლოს ღალატს. გადაწყვეტილება კი, ნაფიცმსაჯულებს უნდა გამოეტანათ. ნაფიცმსაჯულთა ხმები ორად გაიყო, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობით. 
იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ნაფიცმსაჯულების როლი IX „ა“ კლასის მოსწავლეებმა მოირგეს, ხოლო იოვანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლსა შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა“ პერსონაჟები X „ა“ კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. 
რატომ იმიტირებული პროცესი? - როლური თამაში თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ამ დროს ხდება ცოდნის ტრანსფერი, იკვეთება მოსწავლეთა კრეატიულობა, მოსწავლეები არიან აქტიურ პოზიციაში. საბოლოოდ მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. 
✅ პედაგოგები: ქართული ენა და ლიტერატურა - შორენა ხუხუა, სამოქალაქო განათლება - თემურ სუყაშვილი

Thursday, January 4, 2018

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში

2016-2017 სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში სამოქმედო კვლევა განხორციელდა. მასში ჩართული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მიმართულების ორი მაგისტრანტი და მე, როგორც სკოლის სამოქალაქი განათლების მასწავლებელი და შორენა ხუხუა - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.  სამოქმედო კვლევა ორ ეტაპად დავყავით. პირველ ეტაპზე ინტენსიურად ვხვდებოდით მოსწავლეებს საჭიროებების გამოსავლენად. მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გამოვლინდა რამდენიმე პრობლემა, კერძოდ ბიბლიოთეკაში არსებული თანამედროვე ლიტერატურის სიმწირე და კინო-ჩვენებებისთვის შესაბამისი სივრცის არ არსებობა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ მკითხველთა და კინო კლუბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მოსწავლეთა დაინტერესებას ლიტერატურით და  მათი აქტიურობის ზრდას.
მკითხველთა და კინო კლუბი „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მიღებული ფინანსებით შევიძინეთ ლიტერატურა, პროექტორის დაფა და ხმის გამაძლიერებლები. 
სკოლამ საკუთარი სახსრებით ბიბლიოთეკაში მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით შეისყიდა პუფები.
  • ლიტერატურის ხმამაღალმა კითხვა ჯგუფში, წაკითხულის მიხედვით მცირე სპეკტაკლების, სკეჩების დადგმამ, მხატვრული გამომსახველობითი ხერხების აქტიურმა გამოყენებამ უზრუნველყო მოზარდების აქტიურ და შემოქმედებით მკითხველებად ჩამოყალიბება.
  • ხელოვნების ვიზუალური ფორმა (კინო) შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ფორმირების წინაპირობად იქცა. რეტროსპექტულმა ჩვენებებმა, კინოკლასიკოსთა შედევრების განხილვამ დებატებისა და დისკუსიის ფორმატში მხატვრული გემოვნებისა და სოციალურად აქტიური პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.



დებატები მოეწყო შემდეგ წიგნებზე და მათზე გადაღებულ ფილმებზე: „მე შენამდე“, „ჩემი დის მფარველი“, „სინათლე ოკეანეებს შორის“, „ყველაფერი, ყველაფერი“, „ბეჭდების მბრძანებელი“,  „ჰობიტი“, „შინდლერის სია“, „მწვანე ბილიკი“, „გაქცევა შოუშენკიდან“, „400 დარტყმა“,  „გრძელი ნათელი დღეები“, „ველოსიპედის გამტაცებლები“, „ლომი“, „ნატვრის ხე“ (მარიტა), „ვედრება“, „მკვდარი პოეტების საზოგადეობა“, „თავისუფლების მწერლები“, „საშიში ფიქრები“.
წიგნების კითხვა და ფილმების ჩვენება წარიმართა შემდეგი თემატიკის მიხედვით;
➧ბავშვი და ზასოგადოება/შვილებისა და მშობლების დაპირისპირება;
➧პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება;
➧სასკოლო სივრცე, ინკლუზიური განათლება.
მხატვრული ლიტერატურის კითხვის პროცესში ვმონაწილეობდით, მე და შორენა ხუხუა, როგორც საკლუბო მუშაობის წარმმართველები და  ჩვენი სკოლის  სხვა მასწავლებლები: გიორგი ჭაუჭიძე, ნონა ხორბალაძე, ანა მჭედლიშვილი. კლუბის ფარგლებში მოწყობილ შეხვედრას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტები: ნინო გვარაძე და მარიამ გვეხიძე.
 აქტივობები
➨მოსწავლეთა ანკეტირება მხატვრული ლიტერატურის შერჩევის მიზნით და შედეგების ანალიზი - თებერვალი;
➨მხატვრული ლიტერატურისა და საჭირო ინვენტარის (ხმის გამაძლიერებელი და პროექტორის დაფა) შეძენა და ტრანსპორტირება - მარტი; 
➨შერჩეული ლიტერატურის კითხვა და დებატების/დისკუსიების მოწყობა მკითხველთა კლუბის ფარგლებში - აპრილ-ივნისი.
მკითხველთა კლუბის იდეამ გაამართლა და შეინარჩუნა მდგრადობა.  2017-2018 სასწავლო წელს საკლუბო მუშაობის წარმართვა გააგრძელეს ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა:ირმა ჯაჯანიძემ და ფატიმა ასანიძემ.





 
.header-image { margin-bottom: -30px; }