თემურ სუყაშვილის ბლოგი

მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Tuesday, November 24, 2020

ფოტოსთვის უკანა ფონის მოშორება

ვიდეოში ნახავთ ინსტრუქციას როგორ წაუშალოთ ფოტოს უკანა ფონი. ამისათივს უნდა ეწიოთ ვებ-გვერდს: www.remove.bg  




Monday, April 15, 2019

ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა


„არ ვიცი რატომ...“
ამქვეყნად ყველა თანაბრად, თავისუფლად, ერთნაირი უნარებით, შესაძლებლობებითა და სურვილებით იბადება, მაგრამ თანაბარ პირობებში ვერ ცხოვრობენ.
არ ვიცი რატომ - მსოფლიოს ამ მხარეს ჩვენ ასე ვცხოვრობთ და მსოფლიოს მეროე მხარეს სხვები მძიმე პირობებს ებრძვიან. რომ ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება, რაც ჩვენ უბედურ ცხოვრებად გვეჩვენება. არ ვფიქრობთ, რომ გადაყრილი საჭმელი მათი ერთი დღის საკვებია, მათთვის ოქროსავითაა. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენთვის არასასურველი ფერისა და ზომის ტანსასცმელი მათთვის ბედნიერებაა და საუკეთესო საჩუქარია. ჩვენ არ ვიცით, რომ მათი ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთ წელს ატარებს მათთან. არ ვიცით იმ სამყაროში რა გარემოა, ვერ ვგრძნობთ სრულად, რადგან ამის გაგება მხოლოდ მათი ცხოვრებით ცხოვრების შემთხვევაში შეგვიძლია.
არ ვიცი ეს რა ცხოვრებაა?! ეს რა უთანასწორობაა?! რაღაცის თქმას ვაპირებ, მაგრამ სიტყვები მნიშვნელობას კარგავენ. შვილი - ინფორმაციულ ვაკუუმში. მან არ იცის რა ხდება მსოფლიოს მეორე მხარეს. დედა - ყოველდღე მოფიქრალი თუ რა აჭამოს თავის შვილებს. არ ვიცი რატომ არის ეს ჩემი ცხოვრება და ის მისი?!
ჩვენ ვიცით ბევრი მაგალითი, როცა სიღარიბეში გაზრდილმა ადამიანმა ბევრ წარმატებას მიაღჭია. სიღარიბე ხშირად ადამიანს უმთავრეს რესურს - დროს ართმევს. რატომ? იმიტომ, რომ დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვებას ახმარს და თვითრეალიზაციის დრო აღარ რჩება.
ასეთი გარემო მრავალ რისკფაქტორს შეიცავს, როგორიცაა: ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, გონებრივი განვითარება და სხვა.
არიან მდიდრები, რომლებიც ცხოვრობენ უბედურად, სულიერად ღარიბ გარემოში, მუდმივად ეძებენ ბედნიერებას და მაინც ვერ პოულობენ მას... მაგრამ ნუ ეძებთ ბედნიერებას, მოძებნეთ ის ადგილი, სადაც არის და ბედნიერება თვითონ გიპოვის. ბედნიერებისკენ სწრაფვის გზა საკუთარი შესაძლებლობის განვითარებაზე გადის. ჩვენი ფილმის გმირი ხომ სწორედ ასე მოიქცა?
დედა ყოველთვის მასწავლის - „რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე, რომ სხვებს გამოადგე“! ამ ფილმის ყურების შემდეგ თავს უბედურად ვგრძნობ. არ ვიცი რატომ?! მაგრამ მრცხვენია, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია!..
სევილ ალახვერდიევა
ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის
Xა კლასის მოსწავლე

წვიმის მოლოდინში ნიჭის პოვნა

აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, მალავიში (მშპ - ერთ მოსახლეზე $596, 181-ე ადგილი) 2001 წელი ძალიან ცუდად გაატარეს. ამის მაგალითია უილიამი და მისი ოჯახი. უილიამის ოჯახში იყვნენ დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და. მის ოჯახს ძალიან უჭირდა. თითქმის კლიმატზე იყვნენ დამოკიდებულნი. თუ წვიმა მოვიდოდა, მაშინ იცოდნენ, რომ ხვალისთვის საჭმელი ექნებოდათ... თუ არ იწვიმებდა მშივრები იქნებოდნენ...
ზოგიერთ საზოგადოებაში წინააღმდეგობას ვერ იტანენ. ამის გამო  უზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. უილიამის სოფელს ჰყავდა ჭკვიანი წიამძღოლი. მან ქვეყნის პრეზიდენტს სიმართლე უთხრა, სახალხოდ ისაუბრა მათ გასაჭირზე. ამის გამო მას მიკროფონი წაართვეს, სცემეს... საბოლოოდ ის გარდაცივალა.
უილიამი უჭკვიანესი ბიჭია, მაგრამ მისი ნიჭი ჯერ ვერავინ შეამჩინია. მას სკოლაში სიარულის უფლებასაც კი არ აძლევდა დირექტორი. რატომ? იმიტომ, რომ მამამისმა ვერ გადაუხადა სწავლის ფული... ამ სოფელს ერთიანობა, სჭირდებოდა. ეს უფროსებმა ვერ შეძლეს. უილიამმა და მისმა მეგობრებმა ეს მოახერხეს. მიხვდნენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთად დგომაში იყო. მეგობრებმა შეაერთეს ძალისხმევა, ფიქრები, საქმეები, მონდომება... შედეგად უილიამმა შეძლო და ააშენნა ისეთი რაღაც, რომ დაეხმარა ოჯახს, სოფელს.
უილიამმა არ დაკარგა მონდომება, მამამისმა სცემა, ცუდი სიტყვები უთხრა, გული მოუკლა, მაგრამ ის იქით წავიდა, საითაც თვითონ უნდოდა, იცოდა, რომ ეს იყო სწორი გზა. ჩვენ აზერბაიჯანელებს ერთი ფრაზა გვაქვს: „ყველა ცუდში და ბოროტში ერთ კარგს სძინავს“. ჩემი აზრით, ეს მართალი ფრაზაა და ემთხვევა ამ მონაკვეთს, რადგან თუ უილიამის სოფელი ასე ღარიბი არ იქნებოდა, მაშინ უილიამი ვერ აღმოაჩენდა მის ნიჭს.
აისუნ ნურმამედოვა
მარნეულის N2 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე

***
ჩვენს მიერ ნანახ ფილმში გამოკვეთილი იყო უამრავი პრობლემა. მინდა გესაუბროთ მათ შესახებ. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფილმში რამდენიმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, კერძოდ: მშობლების და შვილების ურთიერთდამოკიდებულება, უვარგისი მთავრობა, სწავლის შეზღუდვა, დისკრიმინაცია...
უფულობა - აქ გამოკვეთილი პრობლემის ცენტრს და უმთავრეს სწორედ მძიმე სოციალური ფონი წარომადგენს. ხალხი უსახსრობის გამო შიმშილობს. მთავარ პრესონაჟს სწორედ უფულობის გამო უკრძალავენ სკოლაში სიარულს. ასეთი ფონი ბრბოს ფსიქოლოგიის გაღვივებას უწყობს ხელს. ხალხს გამოსავალი არ აქვს და ქურდობას იწყებეს...
შიმშილი - ეს პრობლემა მჭირდო ურთიერთკავშირშია უფულობასთან. შიმშილში ამინდთან ერთად მთავრობაცაა დამნაშავე.  მთავრობა კრძალავს სიტყვის თავისუფლებას.
მე დისკრიმინაციასაც ვხედავ. თამბაქოს გაშენების თემაზე როცა სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ უილიამის მეგობარს ჰქონდა უფლება დასწრებოდა შეკრებას, ხოლო თვითონ უილიამს არ მისცეს საშუალება დასწრებოდა ამ კრებას. ამას ხომ შეიძლება ერთგვარი უფსკრული გაეჩინა მეგობრებს შორის.
ემოციური და დასაფიქრებელი ფილმი იყო. გირჩევთ უყუროთ.
აისელ ალიოღლი
მარნეულის N2 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე




Sunday, February 3, 2019

მიმდინარე განმსაზღვრელი ნიშნების შესახებ

XXI საუკუნეში განვითარებაზე ორიენტირებულ არცერთ ქვეყანაში არ ხდება მოსწავლეთა შეფასება იმის მიხედვით, იცის თუ არა მან წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა. რას განსაღვრავს ჩვენს მიერ დაწერილი ნიშნები? არის თუ არა ის ობიექტური? მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული?
მასწავლებლებს საქართველოში დღემდე გვიწევს საკლასო ჟურნალების წარმოება და მოსწავლეთა შეფასება განმსაზღვრელი ყოველდღიური/მიმდინარე ნიშნებით. განმავითარებელმა შეფასებამ კი, ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ადგილის დამკვიდრება.
„სკოლავიზია“ დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ მასწავლებლები და ჩვენი მოსწავლეები ამ საკითხთან დაკავშირებით. 


Saturday, September 15, 2018

სისტემის მარწუხებში

ამას წინათ დავით კამკამიძის ემოციურ საუბარს შევესწარი ტელეფონით. - ბატონო ეს ხომ დანაშაულია? როგორ ვერ გამონახეთ თქვენი თანასოფლელისთვის, ახალგაზრდა ადამიანისთვის ხუთი აკადემიური საათი? ის ხომ უფროსი მასწავლებელი იქნება?
გასულ სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მონაწილეები გადიოდნენ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში პრაქტიკას. ერთი ჯგუფი მე მყავდა, მეორე გიორგი ჭაუჭიძეს. მისი სტუდენტები დავითის გაკვეთილებსაც ესწრებოდნენ. მისგან გავიცანი აზერბაიჯანელი გოგონა შაჰლა.
შაჰლამ სკოლა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაამთავრა. შემდეგ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა, დარეგისტრირდა ზემოაღნიშნულ პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავდროულად მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის სახლის პროგრამაში და დაუბრუნდა მშობლიურ სკოლას ქართული ენის დამხმარე მასწავლებლის სტატუსით. პარალელურად დადიოდა ლექციებზე და ჩვენთან პრაქტიკაზე. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნებასთან გვაქვს საქმე?
ხშირად გაიგონებთ რომ ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიაში შესვლისგან თავს იკავებენ, ნაკლებად პოპულარულია და მსგავს ფრაზებს. შეიძლება პროფესიით იყო იურისტი, ეკონომისტი და სხვა, მაგრამ გულით გინდა მასწავლებლობა (ჩაბარებისას არასწორი არჩევანის გაკეთება და გარშემომყოფთა გავლენას ჯერ ვერ დავაღწიეთ თავი). სამოცკრედიტიანი პროგრამის მიზანი სწორედ მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. აბარებ სასურველი საგნის გამოცდას, ირჩევ სასურველი უნივერსიტეტის პროგრამას, სწავლობ ერთი წელი. პროგრამის დასრულების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსი გენიჭება. რომელიმე სკოლაში საათების გამობრძოლების (საქართველოში მუშაობის დაწყება ჯერ ხომ ბრძოლასთანაა დაკავშირებული) შემთხვევაში სახელმწიფოსგან იღებ უფროსი მასწავლებლის დანამატს.
ჩნდება შეკითხვა ვინ უნდა შეცვალოს არასასურველი რეალობა არაქართულ სკოლებში? სწორედ შაჰლამ და მასსავით ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებმა, რომელთაც სურთ დაუბრუნდნენ მშობლიურ სოფლებს, სკოლებს... და რა ხდება რეალურად? შაჰლამ 2018 წლის ზაფხულში დაასრულა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. მიმართა დირექტორს და სთხოვა 5 საათი, რათა ჩართულიყო უფროსი მასწავლებლის სტატუსით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. თან პარალელურად შეასრულებდა დამხმარე მასწავლებლის მოვალეობას. დირექტორისგან სასტიკი უარი მიიღო. საათები განაწილებული მაქვს და ვერცერთ პედაგოგს ვერ წავართმევ 5 საათს. იყო მისი პასუხი. ამ დროს 20-25 საათი სწორედ ჩემ მიერ ნახსენებ საშუალო განათლების მქონე სტაჟიან მასწავლებელს აქვს დასაკუთრებული.
არაქართულ (განსაკუთრებით სოფლის) სკოლებში ძალიან მძიმე სიტუაციაა კადრებთან მიმართებით. ვმუშაობდი სადახლოში, მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულ სკოლაში მუშაობენ თუ მუშაობდნენ. ყველგან თითქმის იგივე სიტუაციაა: მასწავლებლები საშუალო განათლებით, ე.წ. „პადვლის დიპლომებით“, პენსიად მიჩნეული საათებით.
ჩემი ამბავი მახსენდება. 2014 წლის ზაფხულში ერთდროულად ჩავაბარე სამოქალაქო განათლებისა და პროფესიული უნარების გამოცდა. სადახლოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს ვთხოვეთ სამოქალაქო განათლების საათები. დირექტორი თანახმა იყო. პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი ქიმიის მასწავლებელი, რომელსაც სამოქალქო განათლება მხოლოდ 18 საათიანი განაკვეთის შესავსებად სჭირდებოდა. მაშინ დიდი ბრძოლა გადაგვხვდა მე და შორენა ხუხუას. დირექტორმა ქუდი დაიხურა და სახლში წავიდა. ადგილობრივმა მასწავლებელმა კი, ეთნო კონფლიქტის პროვოცირებაში დაგვდო ბრალი. მაშინ ჩვენ ვთქვით: ეს რეალობა არის წინსვლის შემაფერხებელი მომენტი...
მოსწავლეებს ვესაუბრებით სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობაზე, სწავლის აუცილებლობაზე. სასიამოვნო ფაქტია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი სწავლას საქართველოში აგრძელებს. სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი სომეხი, აზერბაიჯანელი, ქისტი და სხვა ერის წარმომადგენლები სწავლობენ. ერთი ათეული წლის წინ სულ სხვა ვითარება იყო. 
საბედნიეროდ შაჰლას ამბავი კარგად დამთავრდა, რადგან არსებობს მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა და მისი დირექტორი შორენა ხუხუა. მისი ამბით შეწუხებულმა დავითმა შორენა ჩააყენა საქმის კურსში. ბევრი მცდელობის მიუხედავად იმ სკოლის დირექტორმა არაფრის დიდებით არ მოისურვა 5 საათის მიცემა. სკოლაში გვქონდა ქართულის, როგორც მეორე ენის ვაკანსია. დირექტორმა ჩვენგან იცოდა თუ როგორი აქტიური მასწავლებელია შაჰლა და შესთავაზა ჩვენთან მუშაობის დაწყება. პრობლემას წარმოადგენდა მისი დამხმარე მასწავლებლის სტატუსით გადმოსვლა. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან, ქალბატონ თამარ კეკელიძესთან კომუნიკაციის შემდეგ ეს პრობლემაც მოგვარდა. მეც და დავით კამკამიძეც 2013 წელს სწორედ მასწავლებლის სახლის პროგრამით მოვხვდით სკოლაში და აგერ მეექვსე წელია ვემსახურებით ქვეყნის მომავლის შენებას. 
ხომ იცით ჭრელი პეპელას ამბავი? საწყალს ეუბნებიან ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებიო. 
ზუსტად იგივე პოზიცია უკავია საქართველოში განათლების სისტემას ახალგაზრდებთან მიმართებაში. უკიჟინებს ახალგაზრდებს დაინტერესდნენ მასწავლებლის პროფესიით, ქმნის პროგრამებს და საქმე საქმეზე რომ მიდგება არ სთავაზობს არანაირ ქმედით მექანიზმს, რომ მოხდეს მათი ინტეგრაცია სკოლებში. ბედისა და საკუთარი მოხერხებულობის იმედზე ტოვებს. თქვენ განსაჯეთ რას იზამს ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც ისე არ გაუმართლებს, როგორც შაჰლას? რა განწყობა დაეუფლება? იქნება იგი ბედნიერი მოქალაქე?

Friday, August 31, 2018

მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ

ზაფხულში გეოგრაფიის გამოცდა ჩავაბარე. გამოცდის პროცესში ერთმა საკითხმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და დამაფიქრა რამდენად მართებულია მხოლოდ თეორიულ ცოდნაზე ორიენტირებული შეკითხვებით მასწავლებლის უნარ-ჩვევების გაზომვა?
კითხვა ეხებოდა გამათანაბრებელი ხაზის უმაღლესი წერტილის მდებარეობას...
წავიკითხე გიგი თევზაძის სტატია ეროვნული გამოცდების დღესდღეობით არსებული ფორმით ჩატარების მართებულობაზე. ვიზიარებ მის მოსაზრებას მისაღები გამოცდების არსებული ფორმის ეტაპობრივად შეცვლის თაობაზე.
„ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. შესაბამისად, მათი სწავლაც და სასწავლებლად „მიღებაც“ სხვადასხვანაირად უნდა მოხდეს. ესეც, თანამედროვე, წარმატებული განათლების თეორიის და პრაქტიკის ქვაკუთხედია.“
➧მახსოვს 2009 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის პერიოდში გავიარეთ საერთაშორისო საჯარო სამართალის კურსი. ლექტორმა ორი შუალედური გამოცდა და ერთი ფინალური ე.წ. „ღია წიგნის“ (open book) პრინციპით ჩაგვიტარა. სახელმძღვანელოში ჩახედვის და სხვა რესურსის გამოყენების საშუალებაც გვქონდა. საგამოცდო საკითხები ისე ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ ის მოითხოვდა აზროვნებას, შედარება-შეპირისპირებას, ლოგიკურ მსჯელობასა და დასკვნების გამოტანას. ცხადია ამას მხოლოდ წიგნზე დაყრდნობით ვერ გავაკეთებდით.
გეოგრაფიის გამოცდის შემდეგ სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე ფიქრი. ჩემი აზრით, არამარტო ეროვნული გამოცდების ფორმატია შესაცვლელი, არამედ მასწავლებლების კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირებაც. რას ითხოვს სისტემა ჩვენგან? ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრებას, ისიც მინიმალური დოზით. უნარ-ჩვევების შეფასება თითქმის არ ხდება.
თანამედროვე მსოფლიო უპირატესობას ანიჭებს ტექნოლოგიების გამოყენებას. სკოლები და უნივერსიტეტები იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს სწავლების პროცესში. საქართველოში ამ მიმართულებით არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. დღეს მასწავლებლებს გვთხოვენ გამოვიყენოთ ისტ-ი სასწავლო პროცესში. მასწავლებელთა რამდენ პროცენტს ხელეწიფება ეს? რას აკეთებს სახელმწიფო ამისათვის?
დროა განათლების სამინისტროს მესვეურებმა მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის დონეზე წაახალისონ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
აქვე წარმოგიდგენთ ჩემი ოცნების მასწავლებლის გამოცდას.
კომპიუტერი მიერთებულია ინტერნეტთან. მასწავლებელს მისდის შემდეგი სახის დავალება:
მას ევალება დაგეგმოს ერთი გაკვეთილი წარმოდგენილი თემის მიხედვით (მაგალითად: კახეთის ტურისტული პოტენციალი). ამისთვის მას აქვს თავისუფალი წვდომა რესურსებზე.
➡ მასწავლებელმა უნდა შეადგინოს გაკვეთილის გეგმა;
➡ სავარაუდო მარშრუტი;
➡ Google earth ის გამოყენებით გააკეთოს რუკა;
➡ მოამზადოს იმ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა;
➡ მოამზადოს თეორიული მასალა;
➡ გამოიყენოს ტექნოლოგიები;
➡ მიუთითოს აქტივობები რომელშიც გათვალისწინებული იქნება სწავლის ტიპები;
➡ განსაზღვროს საშინაო დავალება.
გეოგრაფიის მასწავლებელს კიდევ შეიძლება დაევალოს პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგილის გეგმის შედგენა,  ელექტრონული რესურსის შექმნა და ა.შ.
მსგავსი ტიპის დავალება შეძლება შევთავაზოთ ნებისმიერი საგნის პედაგოგს. გთავაზობთ ენის მასწავლებლის მიერ შესასრულებელ დავალებას.
➤მასწავლებელს მისდის სამწუთიანი იუთუბლინკი და ევალება:
➡ მისი გამოყენებით დაგეგმოს ლაპარაკზე ორიენტირებული გაკვეთილი;
➡ ჩამოაყალიბოს გაკვეთილის მიზანი. განსაზღვროს ესგ-სთან შესაბამისობა;
➡ გაწეროს აქტივობები;
➡ მოამზადოს შეფადების რუბრიკა.
ამ პროცესში გამოჩნდება მასწავლებლის მზაობა თანამედროვე მოთხოვნებთან მიმართებაში.
ეს შეიძლება იყოს არა ცალკეული გამოცდა, არამედ ერთ-ერთი კომპონენტი თეორიული გამოცდის.


 
.header-image { margin-bottom: -30px; }