მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Friday, June 15, 2018

ვილიანდის გიმნაზია და ქართული რეალობა

პროექტის "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ" ფარგლებში ვესტუმრეთ ქალაქ ვილიანდს. მასპინძლობა გაგვიწია ქალაქის ყოფილმა მერმა. 
ქალაქ ვილიანდში მდებარეობს გიმნაზია, სადაც სწავლობენ X-XII კლასის მოსწავლეები. ესტონეთის მასშტაბით ფუნქციონირებს 12 მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულება. გიმნაზია დამთავრებული მოსწავლეები აბარებენ უნივერსიტეტში.
გიმნაზია გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით. იგი აერთიანებს ორ ძველ და ახალ შენობას. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები რჩებიან ამ სივრცეში და აგრძელებენ მუშაობას, ასრულებენ დავალებებს და მუშაობენ პროექტებზე.
2018 წლის პირველ ნახევარში ორი ჩრდილო ევროპული ქვეყნის დანიის და ესტონეთის განათლების სისტემის ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. ამაზე ვოცნებობდი სკოლაში მუშაობის დაწყების დღიდან. ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე ფიქრი თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ზოგადი განათლების სისტემა. მუდმივმა რეფორმებმა საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და წარუმატებლობის განცდა დაბადა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში, სასწრაფოდ სასკოლო განათლების მიმართულებით უნდა იქნეს გადადგმული. 
ორივე ქვეყანაში ერთმანეთისგან მკვეთრად არის გამიჯნული საბაზო და საშუალო საფეხური. ესტონურმა მოდელმა საერთოდ მომხიბლა. რას გულისხმობს? საბავშვო ბაღს + 1-9 კლასი - სწავლობენ ერთ დაწესებულებაში. მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლე ირჩევს გააგრძელებს სწავლას გიმნაზიაში (10-12 კლასი), წავა კოლეჯში თუ შეწყვეტს განათლების მიღებას (ასეთი ესტონეთში ძალიან იშვიათია). ცხადია გიმნაზიაში სწავლის გაგრძელება მხოლოდ სურვილზე არაა დამოკიდებული. აქ ერთვება მისი აკადემიური მოსწრება და IX კლასის დამამთავრებელი გამოცდის შედეგები. ანალოგიური მიდგომაა დანიის საჯარო სკოლებშიც.
ვფიქრობ დროა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ იფიქროს ამ მოდელის დანერგვაზე. ვიცი ეს ყველაფერი ბევრ დანახარჯთანაა დაკავშირებული. პირველ ეტაპზე ქალაქების დონეზე მაინც უნდა მოხდეს I-IX და X-XII კლასების გამიჯვნა არსებული სკოლების ბაზაზე. ეკონომიკური ზრდის პირობებში (ღმერთი ნუ მიწყენს) მერე და მერე შეიძლება ახალი გიმნაზიების, ლიცეუმების მშენებლობაზე ფიქრი. 
რა იქნება სარგებელი?
ბავშვი სკოლამდელი დაწესებულებიდანვე ეჩვევა იმ გარემოს, სადაც უნდა ისწავლოს. საბავშვო ბაღის შემდეგ ნაცნობ გარემოში არ უჭირს ადაპტაცია და იწყებს I კლასში სწავლას, სხვადასხვა უნარების განვითარებას. მე-9 კლასამდე უყალიბდება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. აცნობიერებს, რომ არ სწავლის შემთხვევაში უნივერსიტეტისაკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.
გიმნაზიის დირექტორი
პასუხისმგებლობის მქონე, მიზანდასახული მოსწავლე მიდის გიმნაზიაში - იქიდან კი უნივერსიტეტში. მეორე სიკეთე უკავშირდება უნივერსიტეტებს და კვალიფიციურობას. გაცხრილვის შემდეგ სკოლა უნივერსიტეტს სთავაზობს იმდენ ახალგაზრდას, რამდენის მიღებაც დაახლოებით შეუძლია უნივერსიტეტს და საჭიროებს ქვეყანა. 
ჩვენსავით პატარა ქვეყანაში ამდენი უნივერსიტეტი და სტუდენტი - ბუნდოვანი მომავალით რა საჭიროა?
მსგავსი რეფორმის გატარება გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსების დაზოგვასაც შეუწყობს ხელს. დღეს ჩვენ სიფლებში გვაქვს მოქმედი სკოლები მოსწავლეების გარეშე. ანუ სახელმწიფო ხარჯავს ფულს ცარიელ კედლებში... სასოფლო თემებში (რამდენიმე სოფლის სკოლის გაერთიანება) მოსწავლეთა რაოდენობის ზრდას, კონკურენციას და ხარისხის ამაღლებას გამოიწვევს.
სოფელ თოკის დაწყებითი სკოლა
კუკური მეტრეველის ფოტო