მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Saturday, September 15, 2018

სისტემის მარწუხებში

ამას წინათ დავით კამკამიძის ემოციურ საუბარს შევესწარი ტელეფონით. - ბატონო ეს ხომ დანაშაულია? როგორ ვერ გამონახეთ თქვენი თანასოფლელისთვის, ახალგაზრდა ადამიანისთვის ხუთი აკადემიური საათი? ის ხომ უფროსი მასწავლებელი იქნება?
გასულ სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის მონაწილეები გადიოდნენ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში პრაქტიკას. ერთი ჯგუფი მე მყავდა, მეორე გიორგი ჭაუჭიძეს. მისი სტუდენტები დავითის გაკვეთილებსაც ესწრებოდნენ. მისგან გავიცანი აზერბაიჯანელი გოგონა შაჰლა.
შაჰლამ სკოლა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაამთავრა. შემდეგ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდა, დარეგისტრირდა ზემოაღნიშნულ პროგრამაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავდროულად მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის სახლის პროგრამაში და დაუბრუნდა მშობლიურ სკოლას ქართული ენის დამხმარე მასწავლებლის სტატუსით. პარალელურად დადიოდა ლექციებზე და ჩვენთან პრაქტიკაზე. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი ენთუზიაზმით აღსავსე პიროვნებასთან გვაქვს საქმე?
ხშირად გაიგონებთ რომ ახალგაზრდები მასწავლებლის პროფესიაში შესვლისგან თავს იკავებენ, ნაკლებად პოპულარულია და მსგავს ფრაზებს. შეიძლება პროფესიით იყო იურისტი, ეკონომისტი და სხვა, მაგრამ გულით გინდა მასწავლებლობა (ჩაბარებისას არასწორი არჩევანის გაკეთება და გარშემომყოფთა გავლენას ჯერ ვერ დავაღწიეთ თავი). სამოცკრედიტიანი პროგრამის მიზანი სწორედ მოტივირებული კადრების მოზიდვა წარმოადგენს. აბარებ სასურველი საგნის გამოცდას, ირჩევ სასურველი უნივერსიტეტის პროგრამას, სწავლობ ერთი წელი. პროგრამის დასრულების შემდეგ უფროსი მასწავლებლის სტატუსი გენიჭება. რომელიმე სკოლაში საათების გამობრძოლების (საქართველოში მუშაობის დაწყება ჯერ ხომ ბრძოლასთანაა დაკავშირებული) შემთხვევაში სახელმწიფოსგან იღებ უფროსი მასწავლებლის დანამატს.
ჩნდება შეკითხვა ვინ უნდა შეცვალოს არასასურველი რეალობა არაქართულ სკოლებში? სწორედ შაჰლამ და მასსავით ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებმა, რომელთაც სურთ დაუბრუნდნენ მშობლიურ სოფლებს, სკოლებს... და რა ხდება რეალურად? შაჰლამ 2018 წლის ზაფხულში დაასრულა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა. დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს. მიმართა დირექტორს და სთხოვა 5 საათი, რათა ჩართულიყო უფროსი მასწავლებლის სტატუსით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. თან პარალელურად შეასრულებდა დამხმარე მასწავლებლის მოვალეობას. დირექტორისგან სასტიკი უარი მიიღო. საათები განაწილებული მაქვს და ვერცერთ პედაგოგს ვერ წავართმევ 5 საათს. იყო მისი პასუხი. ამ დროს 20-25 საათი სწორედ ჩემ მიერ ნახსენებ საშუალო განათლების მქონე სტაჟიან მასწავლებელს აქვს დასაკუთრებული.
არაქართულ (განსაკუთრებით სოფლისსკოლებში ძალიან მძიმე სიტუაციაა კადრებთან მიმართებითვმუშაობდი სადახლოშიმყავს უამრავი მეგობარირომლებიც სამცხე-ჯავახეთისქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულ სკოლაში მუშაობენ თუ მუშაობდნენყველგან თითქმის იგივე სიტუაციაამასწავლებლები საშუალო განათლებით, ე.წ. „პადვლის დიპლომებითპენსიად მიჩნეული საათებით.
ჩემი ამბავი მახსენდება. 2014 წლის ზაფხულში ერთდროულად ჩავაბარე სამოქალაქო განათლებისა და პროფესიული უნარების გამოცდა. სადახლოს N1 საჯარო სკოლის დირექტორს ვთხოვეთ სამოქალაქო განათლების საათები. დირექტორი თანახმა იყო. პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი ქიმიის მასწავლებელი, რომელსაც სამოქალქო განათლება მხოლოდ 18 საათიანი განაკვეთის შესავსებად სჭირდებოდა. მაშინ დიდი ბრძოლა გადაგვხვდა მე და შორენა ხუხუას. დირექტორმა ქუდი დაიხურა და სახლში წავიდა. ადგილობრივმა მასწავლებელმა კი, ეთნო კონფლიქტის პროვოცირებაში დაგვდო ბრალი. მაშინ ჩვენ ვთქვით: ეს რეალობა არის წინსვლის შემაფერხებელი მომენტი...
მოსწავლეებს ვესაუბრებით სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობაზესწავლის აუცილებლობაზესასიამოვნო ფაქტიარომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი სწავლას საქართველოში აგრძელებსსახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტებში ძალიან ბევრი სომეხიაზერბაიჯანელიქისტი და სხვა ერის წარმომადგენლები სწავლობენერთი ათეული წლის წინ სულ სხვა ვითარება იყო
საბედნიეროდ შაჰლას ამბავი კარგად დამთავრდა, რადგან არსებობს მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა და მისი დირექტორი შორენა ხუხუა. მისი ამბით შეწუხებულმა დავითმა შორენა ჩააყენა საქმის კურსში. ბევრი მცდელობის მიუხედავად იმ სკოლის დირექტორმა არაფრის დიდებით არ მოისურვა 5 საათის მიცემა. სკოლაში გვქონდა ქართულის, როგორც მეორე ენის ვაკანსია. დირექტორმა ჩვენგან იცოდა თუ როგორი აქტიური მასწავლებელია შაჰლა და შესთავაზა ჩვენთან მუშაობის დაწყება. პრობლემას წარმოადგენდა მისი დამხმარე მასწავლებლის სტატუსით გადმოსვლა. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან, ქალბატონ თამარ კეკელიძესთან კომუნიკაციის შემდეგ ეს პრობლემაც მოგვარდა. მეც და დავით კამკამიძეც 2013 წელს სწორედ მასწავლებლის სახლის პროგრამით მოვხვდით სკოლაში და აგერ მეექვსე წელია ვემსახურებით ქვეყნის მომავლის შენებას
ხომ იცით ჭრელი პეპელას ამბავისაწყალს ეუბნებიან ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდებიო
ზუსტად იგივე პოზიცია უკავია საქართველოში განათლების სისტემას ახალგაზრდებთან მიმართებაში. უკიჟინებს ახალგაზრდებს დაინტერესდნენ მასწავლებლის პროფესიით, ქმნის პროგრამებს და საქმე საქმეზე რომ მიდგება არ სთავაზობს არანაირ ქმედით მექანიზმს, რომ მოხდეს მათი ინტეგრაცია სკოლებში. ბედისა და საკუთარი მოხერხებულობის იმედზე ტოვებს. თქვენ განსაჯეთ რას იზამს ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც ისე არ გაუმართლებს, როგორც შაჰლას? რა განწყობა დაეუფლება? იქნება იგი ბედნიერი მოქალაქე?