Monday, February 12, 2018

აბოს წამება

23 დეკემბერს ჩემი და ქართული ენისა და ლიტერატურის და ს მასწავლებლების ინიციატივით სკოლაში მოვაწყეთ მორიგი იმიტირებული სასამართლო პროცესი „აბოს წამების“ მიხედვით.

მსჯავრდებულის სკამზე აღმოჩნდა აბო. მას არაბეთის მხარე ბრალად სდებდა სამშობლოს ღალატს. გადაწყვეტილება კი, ნაფიცმსაჯულებს უნდა გამოეტანათ. ნაფიცმსაჯულთა ხმები ორად გაიყო, რის გამოც გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობით. 
იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ნაფიცმსაჯულების როლი IX „ა“ კლასის მოსწავლეებმა მოირგეს, ხოლო იოვანე საბანისძის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლსა შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქმული იოვანე, ძისა საბანისი. ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა“ პერსონაჟები X „ა“ კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. 
რატომ იმიტირებული პროცესი? - როლური თამაში თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ამ დროს ხდება ცოდნის ტრანსფერი, იკვეთება მოსწავლეთა კრეატიულობა, მოსწავლეები არიან აქტიურ პოზიციაში. საბოლოოდ მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები. 
✅ პედაგოგები: ქართული ენა და ლიტერატურა - შორენა ხუხუა, სამოქალაქო განათლება - თემურ სუყაშვილი

0 comments:

Post a Comment