Monday, April 15, 2019

ბიჭი, რომელმაც ქარი მოათვინიერა


„არ ვიცი რატომ...“
ამქვეყნად ყველა თანაბრად, თავისუფლად, ერთნაირი უნარებით, შესაძლებლობებითა და სურვილებით იბადება, მაგრამ თანაბარ პირობებში ვერ ცხოვრობენ.
არ ვიცი რატომ - მსოფლიოს ამ მხარეს ჩვენ ასე ვცხოვრობთ და მსოფლიოს მეროე მხარეს სხვები მძიმე პირობებს ებრძვიან. რომ ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება, რაც ჩვენ უბედურ ცხოვრებად გვეჩვენება. არ ვფიქრობთ, რომ გადაყრილი საჭმელი მათი ერთი დღის საკვებია, მათთვის ოქროსავითაა. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენთვის არასასურველი ფერისა და ზომის ტანსასცმელი მათთვის ბედნიერებაა და საუკეთესო საჩუქარია. ჩვენ არ ვიცით, რომ მათი ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ერთ წელს ატარებს მათთან. არ ვიცით იმ სამყაროში რა გარემოა, ვერ ვგრძნობთ სრულად, რადგან ამის გაგება მხოლოდ მათი ცხოვრებით ცხოვრების შემთხვევაში შეგვიძლია.
არ ვიცი ეს რა ცხოვრებაა?! ეს რა უთანასწორობაა?! რაღაცის თქმას ვაპირებ, მაგრამ სიტყვები მნიშვნელობას კარგავენ. შვილი - ინფორმაციულ ვაკუუმში. მან არ იცის რა ხდება მსოფლიოს მეორე მხარეს. დედა - ყოველდღე მოფიქრალი თუ რა აჭამოს თავის შვილებს. არ ვიცი რატომ არის ეს ჩემი ცხოვრება და ის მისი?!
ჩვენ ვიცით ბევრი მაგალითი, როცა სიღარიბეში გაზრდილმა ადამიანმა ბევრ წარმატებას მიაღჭია. სიღარიბე ხშირად ადამიანს უმთავრეს რესურს - დროს ართმევს. რატომ? იმიტომ, რომ დროის უმეტეს ნაწილს საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვებას ახმარს და თვითრეალიზაციის დრო აღარ რჩება.
ასეთი გარემო მრავალ რისკფაქტორს შეიცავს, როგორიცაა: ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, გონებრივი განვითარება და სხვა.
არიან მდიდრები, რომლებიც ცხოვრობენ უბედურად, სულიერად ღარიბ გარემოში, მუდმივად ეძებენ ბედნიერებას და მაინც ვერ პოულობენ მას... მაგრამ ნუ ეძებთ ბედნიერებას, მოძებნეთ ის ადგილი, სადაც არის და ბედნიერება თვითონ გიპოვის. ბედნიერებისკენ სწრაფვის გზა საკუთარი შესაძლებლობის განვითარებაზე გადის. ჩვენი ფილმის გმირი ხომ სწორედ ასე მოიქცა?
დედა ყოველთვის მასწავლის - „რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე, რომ სხვებს გამოადგე“! ამ ფილმის ყურების შემდეგ თავს უბედურად ვგრძნობ. არ ვიცი რატომ?! მაგრამ მრცხვენია, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია!..
სევილ ალახვერდიევა
ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის
Xკლასის მოსწავლე

წვიმის მოლოდინში ნიჭის პოვნა

აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, მალავიში (მშპ - ერთ მოსახლეზე $596, 181-ე ადგილი) 2001 წელი ძალიან ცუდად გაატარეს. ამის მაგალითია უილიამი და მისი ოჯახი. უილიამის ოჯახში იყვნენ დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და. მის ოჯახს ძალიან უჭირდა. თითქმის კლიმატზე იყვნენ დამოკიდებულნი. თუ წვიმა მოვიდოდა, მაშინ იცოდნენ, რომ ხვალისთვის საჭმელი ექნებოდათ... თუ არ იწვიმებდა მშივრები იქნებოდნენ...
ზოგიერთ საზოგადოებაში წინააღმდეგობას ვერ იტანენ. ამის გამო  უზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. უილიამის სოფელს ჰყავდა ჭკვიანი წიამძღოლი. მან ქვეყნის პრეზიდენტს სიმართლე უთხრა, სახალხოდ ისაუბრა მათ გასაჭირზე. ამის გამო მას მიკროფონი წაართვეს, სცემეს... საბოლოოდ ის გარდაცივალა.
უილიამი უჭკვიანესი ბიჭია, მაგრამ მისი ნიჭი ჯერ ვერავინ შეამჩინია. მას სკოლაში სიარულის უფლებასაც კი არ აძლევდა დირექტორი. რატომ? იმიტომ, რომ მამამისმა ვერ გადაუხადა სწავლის ფული... ამ სოფელს ერთიანობა, სჭირდებოდა. ეს უფროსებმა ვერ შეძლეს. უილიამმა და მისმა მეგობრებმა ეს მოახერხეს. მიხვდნენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთად დგომაში იყო. მეგობრებმა შეაერთეს ძალისხმევა, ფიქრები, საქმეები, მონდომება... შედეგად უილიამმა შეძლო და ააშენნა ისეთი რაღაც, რომ დაეხმარა ოჯახს, სოფელს.
უილიამმა არ დაკარგა მონდომება, მამამისმა სცემა, ცუდი სიტყვები უთხრა, გული მოუკლა, მაგრამ ის იქით წავიდა, საითაც თვითონ უნდოდა, იცოდა, რომ ეს იყო სწორი გზა. ჩვენ აზერბაიჯანელებს ერთი ფრაზა გვაქვს: „ყველა ცუდში და ბოროტში ერთ კარგს სძინავს“. ჩემი აზრით, ეს მართალი ფრაზაა და ემთხვევა ამ მონაკვეთს, რადგან თუ უილიამის სოფელი ასე ღარიბი არ იქნებოდა, მაშინ უილიამი ვერ აღმოაჩენდა მის ნიჭს.
აისუნ ნურმამედოვა
მარნეულის N2 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე

***
ჩვენს მიერ ნანახ ფილმში გამოკვეთილი იყო უამრავი პრობლემა. მინდა გესაუბროთ მათ შესახებ. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფილმში რამდენიმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, კერძოდ: მშობლების და შვილების ურთიერთდამოკიდებულება, უვარგისი მთავრობა, სწავლის შეზღუდვა, დისკრიმინაცია...
უფულობა - აქ გამოკვეთილი პრობლემის ცენტრს და უმთავრეს სწორედ მძიმე სოციალური ფონი წარომადგენს. ხალხი უსახსრობის გამო შიმშილობს. მთავარ პრესონაჟს სწორედ უფულობის გამო უკრძალავენ სკოლაში სიარულს. ასეთი ფონი ბრბოს ფსიქოლოგიის გაღვივებას უწყობს ხელს. ხალხს გამოსავალი არ აქვს და ქურდობას იწყებეს...
შიმშილი - ეს პრობლემა მჭირდო ურთიერთკავშირშია უფულობასთან. შიმშილში ამინდთან ერთად მთავრობაცაა დამნაშავე.  მთავრობა კრძალავს სიტყვის თავისუფლებას.
მე დისკრიმინაციასაც ვხედავ. თამბაქოს გაშენების თემაზე როცა სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბნენ უილიამის მეგობარს ჰქონდა უფლება დასწრებოდა შეკრებას, ხოლო თვითონ უილიამს არ მისცეს საშუალება დასწრებოდა ამ კრებას. ამას ხომ შეიძლება ერთგვარი უფსკრული გაეჩინა მეგობრებს შორის.
ემოციური და დასაფიქრებელი ფილმი იყო. გირჩევთ უყუროთ.
აისელ ალიოღლი
მარნეულის N2 საჯარო სკოლის
X კლასის მოსწავლე




0 comments:

Post a Comment