მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Monday, July 9, 2018

საზაფხულო სკოლის ეგიდით ჩატარებული ტრენინგ-სემინარები

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 2 ივლისს გავხსენით საზაფხულო სკოლა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მარნეულის N2 საჯარო სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეები. გახსნის დღეს გვყავდა საპატიო სტუმრები იტალიიდან (ქ.ტურინი). შედგა გაცნობითი შეხვედრა საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეებსა და იტალიელ მოსწავლეებს შორის. იტალიელი მოსწავლეები საქართველოში იმყოფებოდნენ CISV - ბანაკების ეგიდით. ჩვენმა მოსწავლეებმა ლამაზი დახვედრა მოუწყეს ვიტორიოს და იპოლიტოს.