თემურ სუყაშვილის ბლოგი

მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Wednesday, August 5, 2026

საბჭოთა სკოლებში ფორმის ჩაუცმელობისთვის გავრცელებული სასჯელები

ახლოვდება 2026-2027 სასწავლო წელი. მოსწავლეების გულებში მოლოდინი იზრდება. ერთი სული აქვთ როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და დაეწაფებიან ცოდნის უმთავრეს წყაროს.

დიდი მოლოდინია მასწავლებლებშიც. ახალ სასწავლო წელს სკოლები ხომ რევოლუციური  სიახლეებით იწყებენ. კერძოდ:

  1.  I-VI კლასებში ფორმების ტარება სავალდებულო ხდება;
  2. იკრძალება მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრო ტექნიკის არასასწავლო მიზნებით გამოყენება (თითქოს აქამდე არ ყოფილიყოს აკრძალული?!).

მშობლებიც მოუთმენლად ელოდებიან/ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს.

სანამ, კითხვას გააგრძელებდეთ, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ჩანართი

ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში ფორმის/ჩაცმულობის ეტიკეტის დანერგვის. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ევროპის მოწინავე ქვეყნების: ნორვეგიის, დანიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იტალიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა და მიდგომა. ზოგი თავისუფალი ჩაცმის სტილის მიმდევარია, ზოგი აკადემიური. თვალშისაცემია სკოლების ფართო ავტონომია და არა „ერთი ქვაბის“ პრინციპი. ასევე, დასახელებულ ქვეყნებში განათლების ხარისხი და სტანდარტები კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. რაც მთავარია ჩაცმის სტილს გავლენა არ აქვს აკადემიურ მოსწრებასა და საერთაშორისო რეიტინგებზე.

პროცესის საჯაროობა, გადაწვეტილების მიღებაში დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობა, წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, სკოლებისთვის არჩევანის შესაძლებლობის მიცემა (მაგალითად, საჯარო სკოლამ თვითონ შეიმუშაოს საკუთარი ფორმა/ესკიზი) არის ის აუცილებელი კრიტერიუმები და დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს გადაწყვეტილების მიღების დროს.

საქართველოში სასკოლო ფორმების  შემოტანა გადაწყდა დახურულ კარს მიღმა. ვინაიდან, დაინტერესებულ პირებს არ გვქნია მოსაზრებებისა და წინადადებების წარდგენის საშუალება, რის გამოც მაქვს ერთგვარი პროტესტი. ამასთან, კითხვის ნიშნებს ბადებს შერჩეული ფორმის ხარისხი, მომწოდებელი კომპანია და ქვეყანა.

აქვე, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემი წერილით, არავის მოვუწოდებ ფორმის ბოიკოტისკენ! მე ვარ მე-2 კლასელი მოსწავლის მშობელი. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს შემოთავაზებულ სასკოლო ფორმაზე. თუმცა, ვითვალისწინებ ჩემი შვლის ემოციურ-მენტალურ მდგომარეობას და იძულებული ვარ შევიძინო ფორმა. ქართული რეალობის გათვალისწინებით ვიცი, რომ ბავშვი გახდება ბულინგისა და ჩაგვრის მსხვერპლი.

მაშ ასე გავაგრძელოთ

საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ 191 მუხლი იმპერატიულად ამბობს, რომ:

1. საჯარო სკოლის მოსწავლეს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე აცვია სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.

2. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმა სავალდებულოა.

შემდეგ მესამე პუნქტი უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეებზე…

3. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ამ მუხლით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლის სამინისტროსთან წერილობით შეთანხმების საფუძველზე.

და მაინც რა მოხდება თუ მოსწავლე/მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის იმპერატიულად დაწესებული სასკოლო ფორმის შეძენაზე? როგორი იქნება სკოლის რეაქცია?

 ამ კითხვაზე პასუხები გაჩნდება ახალ შინაგანაწესებსა და მოსწავლის ქცევის კოდექსში.

თუმცა მთავარი კითხვა - იძულების რა ბერკეტი შეიძლება იქნას ამოქმედებული ამ ეტაპზე,  პასუხგაუცემელი დარჩება.

აქამდე დაწყებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა შემდეგი სანქციები:

  • სიტყვიერი გაფრთხილება;
  • მშობელთან კომუნიკაცია;
  • ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის ჩართვა (საჭიროების შემთხვევაში);
  • ქცევის კორექციის სხვა ღონისძიებები.

მეტი ბერკეტი ფიზიკურად არ არსებობდა.

სანამ განათლების მუშაკები და სპეციალისტები სანქციებს შეიმუშავებენ მოდით გავიხსენოთ რა ღონისძიებები გამოიყეებოდა საბჭოთა პერიოდში თუ მოსწავლე არ იცვამდა საბჭოთა სასკოლო ფორმას, ან არ ატარებდა შესაბამის სიმბოლიკას.

საინტერესო ექსკურსი გველოდება.

1. ზეპირი შენიშვნა და საჯარო გაკიცხვა

ყველაზე გავრცელებული სანქცია იყო:

  • მასწავლებლის შენიშვნა;
  • კლასის წინაშე გაკიცხვა;
  • პიონერულ ან საკლასო კრებაზე საქმის განხილვა;
  • მოსწავლის ქცევის საჯარო შეფასება.
2. სკოლაში არდაშვება გაკვეთილზე

საბჭოთა პერიოდის სკოლებში არსებობდა პრაქტიკა, რომ:

  • მოსწავლეს არ უშვებდნენ გაკვეთილზე, თუ ფორმა არ ეცვა;
  • სახლში აბრუნებდნენ ფორმის გამოსაცვლელად.

შეიძლება ჩევნი განათლების სისტემის მესვეურები ამ პრაქტიკას მიუბრუნდნენ. კარგად დავიწყებული ძველი ხომ შეიძლება ახალი აღმოჩნდეს?

3. დღიურში შენიშვნის ჩაწერა

შედარებით უფროსებს გემახსოვრებათ როგორ ჩანაწერს მასწავლებელი დღიურში

·       არ აცვია სასკოლო ფორმა“;

·       არ ატარებს პიონერის ყელსახვევს“;

·       დაარღვია სასკოლო დისციპლინა“.

დღიური ბავშვს უნდა მიეტანა სახლში, ეჩვენებინა მშობლისთვის ის კი ვალდებული იყო ხელი მოეწერა ან მეორე დღეს სკოლაში გამოცხადებულიყო.

მგონი ღირს მიბრუნებად?!

4. მშობლის სკოლაში დაბარება

დღიურში ხელმოწერის შემდეგ, თუ დარღვევა განმეორდებოდა, აუცილებელი ნაბიჯი იყო მშობლის სკოლაში დაბარება. მშობელლთან:

  • ატარებდნენ პროფილაქტიკურ საუბარს“;
  • ახსენებდნენ მშობლის პასუხისმგებლობას ბავშვის კომუნისტური აღზრდის საქმეში.

არც ეს პრაქტიკაა დასაკარგი.

5. მშობლის გაკიცხვა სამუშაო ადგილზე

ეს უკვე უფრო მკაცრი ღონისძიება იყო.

სკოლას შეეძლო:

  • წერილი გაეგზავნა მშობლის სამუშაო ადგილზე;
  • ინფორმაცია მიეწოდებინა საწარმოს პარტიულ ან პროფკავშირულ ორგანიზაციას.

შედეგად მშობელს შეიძლებოდა:

  • გამოეცხადებინა საყვედური;
  • განეხილათ შრომით კოლექტივზე.

6. პიონერული ორგანიზაციის სანქციები

თუ მოსწავლე პიონერი იყო და:

  • არ ატარებდა წითელ ყელსახვევს;
  • უარს ამბობდა პიონერულ ატრიბუტიკაზე,

შეიძლებოდა:

  • საყვედურის გამოცხადება;
  • პიონერულ კრებაზე განხილვა;
  • დროებით ჩამოშორება გარკვეული ღონისძიებებიდან;
  • უარყოფითი დახასიათების მიცემა.

7. კომკავშირული სანქციები

უფროსკლასელებისთვის, რომლებიც იყვნენ კომკავშირის წევრები:

  • საყვედური;
  • მკაცრი საყვედური;
  • კომკავშირის რიგებიდან გარიცხვა.

ეს უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა:

  • უნივერსიტეტში ჩაბარებაზე;
  • კარიერულ პერსპექტივებზე;
  • პარტიულ საქმიანობაზე.

8. უარყოფითი დახასიათება

საბჭოთა კავშირში კარიერა წმინდათაწმინდა იყო. სკოლას შეეძლო მოსწავლის მომავალი კარიერის „გაფუჭება“ თუ დახასიათებაში გაჩნდებოდა ჩანაწერი, რომ იგი:

  • არღვევდა სასკოლო წესებს;
  • არ იცავდა საბჭოთა მოსწავლის ეთიკას;
  • არასათანადოდ ეკიდებოდა საზოგადოებრივ მოვალეობებს.

ასეთი დახასიათება ხშირად გამოიყენებოდა:

  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას;
  • სამხედრო კომისარიატში;
  • დასაქმებისას.

9. კლასგარეშე აქტივობებიდან ჩამოშორება

საბჭოთა კავშირში ურჩი მოსწავლეების მიმართ ხშირად გამოიყენებოდა ე.წ. განრიდების, იგივე ჩამოშორების სანქცია. ურჩ მოსწავლეს:

  • არ უშვებდნენ ექსკურსიაზე;
  • არ რთავდნენ ღონისძიებებში;
  • არ ნიშნავდნენ საპასუხისმგებლო როლებზე.

10. იდეოლოგიური პროფილაქტიკური საუბრები

მოსწავლესა და მშობელს უხსნიდნენ, რომ:

  • ფორმა წარმოადგენს საბჭოთა მოსწავლის ღირსებას;
  • პიონერის ყელსახვევი პატივის სიმბოლოა;
  • მისი არტარება ითვლებოდა კოლექტივისადმი უპატივცემულობად.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ქართული მხატვრული ფილმი


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაკებს შეუძლიათ გადახედონ ამ ჩამონათვალს. დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ერთი სანქცია იმსახურებს სკოლის შინაგანაწესში ასახვას.

ასევე, გთავაზობთ სხვა და უფრო მკაცრ ზომებს:

ა. მშობლის უფლების დროებით შეზღუდვა;

ბ. მშობლის უფლების ჩამორთმევა;

გ. მშობლის სამსახურიდან (მათ შორის კერძო კომპანიებიდან) გათავისუფლება…

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ჩარჩოებში ჩასმულ საზოგადოებას!

და მაინც - თუ V კლასი მოსწავლე და მისი მშობელი დაჟინებით ეწინააღმდეგენა ფორმის ჩაცმას, როგორ დასჯიან მე-5 კლასის მოსწავლეს ახალი შინაგანაწესის მიხედვით:

ა. გაკიცხავენ

ბ. სკოლიდან დაითხოვენ

გ. მშობელს დაიბარებენ რესურსცენტრში

დ. ყველა პასუხი სწორია

 დასასრული

სახლის შენება საძირკველისა და ფუნდამენტის ჩამოსხმით იწყება. სადმე გინახავთ ჯერ სახურავი გადაეხუროთ და შემდეგ შენობა აეშენებინოთ?

სკოლაში ფორმის შემოტანა სწორედ უფუნდამენტო სახლისთვის სახურავის გადახურვას მაგონებს. როდესაც სკოლების უმეტესობა ამორტიზირებულია, დიდ ქალაქებში ბავშვები ღამის 19:20 წუთამდე სკოლაში არიან, მოუწესრიგებელია საპირფარეშოები, არ არსებობს ეფექტური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი, საერთაშორისო კვლევებში ქვეყანა საპატიო ბოლო ადგილებს იკავებს, წესით განათლების სამინისტროს პრიორიტეტები სულ სხვაგან უნდა იყოს მიმართული. საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ იგივე სასკოლო კვების პროგრამები ზრდის აკადემიურ მოსწრებას და ამ დროს სკოლების უმრავლესობაში ძველი, საბჭოთა ბუფეტები მოქმედებს - უნდა დავსვათ კითხვა: რატომ სასკოლო ფორმები? 

Tuesday, August 4, 2026

რატომ არ გვინდა ევროპა?!

რატომ არ უნდა რიგით ჩინოვნიკებს, მუნიციპალიტეტის მერებს, მინისტრებს, პრემიერ მინისტრ(ებ)ს, პოლიტიკოსთა (პოზიცია-ოპოზიცია) დიდ ნაწილს, ბიზნესს კოლექტიური დასავლეთი?




ამ კითხვაზე პასუხი მარტივია.
დასავლეთში პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტია. არსებობს მორალური პასუხისმგებლობა, არსებობს თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დასავლეთში ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ თანამდებობის პირი/ბიზნესი დაუშვებს შეცდომას, არ იმოქმედებს ან ჩაიდენს დანაშაულს ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. იქნება ეს გადაყენება, გადადგომა, მომდევნო არჩევნებზე ელექტორატის/მომხმარებლების დაკარგვა, ციხეში აღმოჩენა და ა.შ.
ახლა ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ გვინდა კოლექტიურ საქართველოში ეს? მზად არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, თანამოქალაქეები სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებისთვის? პასუხია არა! მხოლოდ მცირე ნაწილი.
ადამიანი, რომელიც თანამდებობაზეა მომჯდარი, მდიდრდება, ასაქმებს ახლობლებს, იძენს დიდძალ ქონებას, კოხტად აცმევს ცოლ-შვილს და აქვს ძალაუფლება რაში ჭირდება დასავლეთი? დასავლური დემოკრატია და ინსტიტუტები? ევროკავშირი?
ეს ხომ მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება?
სამწუხაროდ დღეს მაღალ სოცუალურ კლასს ურჩევნია ცოტა საბჭოთა, ცოტა რუსული, ველური სისტემა, სადაც ფონს გასვლა სხვადასვა ხერხის გამოყენებითაა შესაძლებელი. იქნება ეს ჩაწყობა, გარიგება, შეთანხმება, "ჩასასტავება", ახევა, ქურთული გარჩევები, ბიზნესის "დაკრიშვა" და ა.შ. ასე სხვისდება და იჩეხება ტყეები, ინგრევა კორპუსები, სუსტდება ქვეყანა, ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე! ს ი ც ო ც ხ ლ ე!
და რატომ უნდათ დასავლეთი?
დასავლეთი? დასავლეთი კი მარტო სამოგზაუროდ, საშოპინგოდ, შვილებისთვის განათლების მისაცემად და სამკურნალოდ (პრინციპში გვინდა).
ამ ჩხიშია შესული ქართული პოლიტ ელიტა, ფულის მჭრელები და საზოგადოების ნაწილი. არც გამოსავალი ჩანს აქედან.
რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან?
ბუნებრივი კატასტროფები ყველგან ხდება. წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ბოლო 5 წლის მანძილზე ხდებოდეს კატასტროფები და არ ჰქონდეთ მაგალითად ჯიპები ან სამაშველო კატერები. როგორ ფიქრობთ მოსახლეობა აპატიებდა იმ მთავრობას თუ კონკრეტულ თანამდებობის პირს? რა თქმა უნდა არა!
აგერ რამდენი წელია ვუყურებთ ტრაგედიებს პირდაპირ ეთერში და გინახავთ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გადამდგარიყო? გინახავთ პასუხისმგებლობაში მიცემული მაღალი თანამდებობის პირი? ერთი მაგალითი მაინც ხომ შეიძლება მოიძებნებოდეს...
გინახავთ ოპოზიციის აქციები და მწვავე პროტესტი კონკრეტული თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნთ?
არა.
რატომ? ამაზე პასუხის მოსმენაც საინტერესო იქნება.
ჩემი აზრით, თვითინ ოპოზიციაც არ არის ამისთვის მზად.
ცალკეული მოქალაქეები თუ ითხოვენ ვინმეს გადადგომას, იქაც 100-200 კაცი თუ შეიკრიბება ხოლმე...
მე პირადად დასავლეთი რაიმე ახირების გამო კი არ მინდა, არამედ დაცულობის, ადამიანზე ორიენტირებული სისტემის? სიცოხლის ღირებულებისა და მისი დაცვის გარანტიების გამო პირველ რიგში! იქ ადამიანებს მარტო არ უწევთ პრობლემებთან გამკლავება, არა!
აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მიზანი არ არის ცეცხლზე ნავთის დასხმა ან რამე მსგავსი.
ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახების და მთელი ქვეყნის მწუხარებას!
ხვალ, ზეგ დაგვავიწყდება ეს ამბავი მომდევნო ტრაგედიამდე გავაგრძლებთ ბედნიერად ცხოვრებას. წლის მი

წურულს, შემაჯამებელ სიუჟეტებში გაახსენდებათ და ეგაა.
ძნელია ასე ცხოვრება. 2023 წლის 4 აგვისტო. შოვის ტრაგედიიდან მეორე დღე.

Wednesday, April 22, 2026

პოლიტიკური რეჟიმები და მათი გავლენა საზოგადოებაზე

 


ვიდეო მოსწავლეებისთვის - პოლიტიკური რეჟიმები და მათი გავლენა საზოგადოებაზე

Tuesday, December 16, 2025

სამოგზაურო კითხვარი შთაბეჭდილებების დაგროვებისთვის

ბევრჯერ შევსწრებულვარ სურათს, როცა მოგზაურობიდან დაბრუნებული ბავშვები თანატოლების კითხვებს მონდომებით რომ პასუხობენ და უზიარებენ შთაბეჭდილებებს. დამეთანხმებით, ხშირად მასწავლებლებიც ვუთმობთ დროს მოსწავლეებს მოგზაურობის განცდების გასაზიარებლად, რაც ასევე  ეს ბუნებრივი პროცესია. 



⬇️ გადმოწერე სამოგზაურო კითხვარი მოსწავლეებისთვის

კითხვები მოგზაურობისთვის — ნუივარ ზეინალოვა

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა · XI კლასი

კითხვები მოგზაურობისთვის — ფამილ ჰუსეინოვი

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლა · XI კლასი



საბა საპონჯიაჯი · მარნეულის N5 საჯარო სკოლა · მე-9 კლასი

⬇️ გადმოწერე სამოგზაურო კითხვარი მოსწავლეებისთვის

Tuesday, December 9, 2025

წყლის რესურსები

ინტერაქტიული თამაში წყლის რესურსებზე 



წყლის რესურსები - შეჯიბრი
🏆

წყლის რესურსები - შეჯიბრი

ორი მოთამაშის ინტერაქტიული ქვიზი

📋 წესები

✅ 15 შეკითხვა წყლის რესურსების შესახებ

✅ სწორი პასუხი - 10 ქულა

✅ არასწორი პასუხი - 0 ქულა

✅ ვინც მეტ ქულას დააგროვებს - გაიმარჯვებს!

Thursday, December 4, 2025

იყო ასეთი ქვეყანა...

 


…ისეთი, სადაც განათლების სისტემა პრობლემების ლაბირინთს წააგავდა...🎓🎯

დიდ ქალაქებში, მოსახლეობას აწუხებდა სკოლების გადატვირთულობა. მაგალითისათვის, ზოგიერთ სკოლაში ბავშვები სწავლას 19:20 საათზე ასრულებდნენ. მშობლები ითხოვდნენ ბავშვების პირველ ცვლაში გადაყვანას, მაგრამ ამაოდ... ფიზიკურად არ მოიძებნებოდა საკმარისი თავისუფალი კლასები.

📢 იქვე დანგრეული სკოლები ვერ/არ შენდებოდა. ათობით და ასობით სკოლის მოსწავლეები თავს სხვა ახლომდებარე სკოლებსა თუ შენობებში იყვნენ შეხიზნულები...

მასწავლებლები ხშირად წუწუნებდნენ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობაზე. ამის შესახებ ხშირად საუბრობდნენ სამასწავლებლოში, თუ არაფორმალურ გარემოში. ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდებოდა. 

მასწავლებლები ასევე წუხდნენ საბაზო საფეხურიდან, საშუალო საფეხურზე მოსწავლეების დაუმსახურებელი გადაყვანის პრაქტიკაზე. ისინი ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს კატეგორია ქმნიდა დისციპლინის პრობლემებს საშუალო საფეხურზე, რაც მთლიან კლასში ცვლიდა ამინდს. ეს საკითხი პირდაპირ მიბმული იყო სკოლების დაფინანსების ვაუჩერულ პრინციპზე. სწორედ ამიტომ ერიდებოდნენ სკოლები მოსწავლეების "დაკარგვას".

მშობლები წუხდნენ სკოლებში არსებულ ჰიგიენურ-სანიტარიულ  მდგომარეობაზე. ზოგიერთ სკოლაში, ფიზიკურად არ იყო სველი წერტილები. სოფლებში საპირფარეშოები ისეთი მოუწესრიგებელი, რომ არ შეისვლებოდა... სოფლებში მრავლად იდგა გაძვალტყავებული შენობები.

სკოლების უმეტესობაში მასწავლებლებს ხელი არ მიუწვდებოდათ ისეთ ელემენტარულ ტექნიკაზე, როგორებიცაა: ლეპტოპები, დინამიკები, პროექტორი, ინტერნეტი. ტესტებისთვის ქაღალდის ფულს მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად აგროვებდნენ.

ამ ქვეყნის მოსწავლეების შედეგები წლიდან-წლამდე უარესდებოდა. ამის გამო სამინისტრო დაბლა წევდა შიდა საგამოცდო ზღვარს. საერთაშორისო კვლევებში, ბავშვები სავალალო შედეგებს აჩვენებდნენ.



მასწავლებლები ანაზღაურებით, სახელფასო პოლიტიკითა და სოციალური დაცვის გარანტიებითაც უკმაყოფილოები იყვნენ. მათი ხელფასები ისე არ იზრდებოდა, როგორც სხვა საჯარო მოხელეების. ამის გამო მათ უწევდათ 2 და 3 სკოლაში მუშაობა. ეს წუხილი არ სცდებოდა სასკოლო სივრცეს, სამასწავლებლოს. ზოგიერთ მასწავლებელს, ჰქონდა კვირაში 40 საათამდე დატვირთვა და 500-ზე მეტ მოსწავლესთან შეხება.

ამ ქვეყანის სკოლებში კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი ხარვეზი იჩენდა თავს. უთანასწორობა, დემოტივირებული თაობები და მასწავლებლები. ბავშვების უმეტესობა, სკოლას „სავალდებულო ტანჯვად“ მიიჩნევდა.

სკოლები ვერ ახერხებდნენ სწავლა-სწავლების მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფას. აბიტურიენტები ასობით და ათასობით „დარს“ ხარჯავდნენ რეპეტიტორებთან მომზადებაში.

მასწავლებელთა ნაწილი არ იყო ბედნიერი სკოლაში ყოფნით. ამას ემატებოდა: პროფესიული გადაწვა, კვალიფიკაციისა და ხანდაზმულობის პრობლემები...

არაერთი თხოვნისა და მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ/არ ახერხებდა უფასო კვების პროგრამის დანერგვას. საპირისპიროდ, კვლევები ცალსახად აჩვენებდა, რომ იმ ქვეყნებში სადაც კვების პროგრამები მოქმედებს, მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ

ამ ბედნიერი ქვეყნის განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმაზე დაიწყო ფიქრი. შეკრიბა კომისია, შემოიკრიბა ექსპერტთა არმია... იფიქრეს, იმსჯელეს, აწონ-დაწონეს და ამ პრობლემებთან ბრძოლის მიზნით შემდეგი „ძირეული“ გადაწყვეტილებები დაანონსეს:


  1. სავალდებულო ხდება სასკოლო ფორმის ტარება I-VI კლასებში (იმისთვის, რომ გადატვირთულ კლასებში ყველა „ერთნაირად გადატვირთულად“ გამოიყურებოდეს); 
  2. სრულად იკრძალება მობილური ტელეფონები (თითქოს სკოლებს შინაგანაწესით არ ჰქონდეთ აქამდე აკრძალული);
  3. დაინერგოს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი (რადგან არჩევანი - ეს არის საშიში!); 
  4. დაემატება არჩევითი მე-12 კლასი (თუ რაღაც მაგდაგვარი); 
  5. ბავშვების პირველ კლასში რეგისტრაცია მოხდება ტერიტორიული პრინციპით (რამხელა შევებაა სისტემისთვის); 
  6. შექმნება „რეპეტიტორიუმი“ მე-11 კლასელებისთვის...

რეპეტიტორიუმი - ახალი გზა, 
სადაც ცოდნა ელის ყველა ბავშვს!


მოკლედ, ეს და კიდევ სხვა რამდენიმე მიმართულება გახდა რეფორმის ქვაკუთხედი. ერთგვარი სამოქმედო გეგმა ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის - მომდევნო წლების განმავლობაში. ეს ცვლილებები უპასუხებს მსოფლიოში არსებულ გლობალურ გამოწვევებს!

ამ დიდი რეფორმის პრეზენტაცია მოაწყო განათლების მინისტრმა ბატონმა ფასად საღებავაძემ… მას პრეზენტაცია დამსწრე სსაზოგადოებამ რამდენჯერმე შეაწყვეტინა ტაშით და ყიჟინით „ურააა!“

დაანონსებულმა ცვლილებებმა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით მისაღები აღმოჩნდა ფორმების შემოტანა და მობილური ტელეფონის აკრძალვის გადაწყვეტილებები. მედია ორგანიზაციებმა გამოაცხეს სიუჟეტები, შეიქმნა საყოველთაო ყიჟინა და ჟრიამული.

მასწავლებლებმა სამასწავლებლოში, მშობლებმა სოციალურ ქსელებში დაიწყეს განხილვა თუ როგორი დროული ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დიდი შესვენების დასრულების შემდეგ, მასწავლებლებმა კლასებს მიაშურეს, სადაც დახვდათ: 29 მოსწავლე, ქაოსი, ბავშვები, რომლებიც მიირთმევდნენ ჩხირებს და ერთჯერად სუპს (მშრალ მდგომარეობაში).

შემდეგ ის მასწავლებლები სხვა სკოლაში გაიქცნენ, იქიდან კიდევ სხვაგან, საღამოს აბიტურიენტიც მოუვიდათ სახლში.

სოფლის სკოლების მასწავლებლებმა შუადღის შემდეგ ბაღ-ბოსტნებს მიაშურეს.

ამასობაში ხელფასის დროც დადგა. აწკარუნდა მობილური ტელეფონები. ისევ იმდენი ჩაირიცხა, რაც მანამდე...

ორშაბათ დილას, შვილებმა მშობლებს 5-5 ლარი სთხოვეს საკვებისთვის.

მშობლებმა რეპეტიტორს ანგარიშზე დაუსვა 270 ლარი (100$-ის ექვივალენტი).

 

ამ ყველაფრის შემდეგ, ერთმა ჩუმად ჩაილაპარაკა:

  • კი მაგრამ რა ითქვა ახალი?
  • რა შეიცვალა ჩვენთვის?
  • როგორ გაუმჯობესდა ჩვენი ყოფა?
  • რას მასწავლიან ახალს და რას ვასწავლი განსხვავებულად?

Monday, December 1, 2025

კითხვარი კლიმატის ცვლილებაზე

კლიმატის ცვლილების კვლევა

კლიმატის ცვლილების შედეგების შესწავლა ადგილობრივ დონეზე

ეს კითხვარი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თქვენი დაკვირვებები მნიშვნელოვანია ჩვენი სასკოლო პროექტისთვის.

✏️ კითხვების რედაქტირება: Canva-ს რედაქტორში მარჯვენა პანელიდან შეგიძლიათ შეცვალოთ ყველა კითხვის ტექსტი, სათაურები და ღილაკის სახელები!
📝 კითხვარი შედგება 7 არჩევითპასუხიანი, 3 ჩასაწერი კითხვისა და 1 სიტუაციური ამოცანისგან. გთხოვთ, პასუხები გასცეთ გულწრფელად და დაფიქრებულად.
✓ პასუხი წარმატებით გაიგზავნა! მადლობა თქვენი მონაწილეობისთვის! 🌍
⚠ მიღწეულია პასუხების მაქსიმალური რაოდენობა (999). გთხოვთ, წაშალოთ ზოგიერთი პასუხი.

☑️ არჩევითპასუხიანი კითხვები
კითხვა 1
კითხვა 2
კითხვა 3
კითხვა 4
კითხვა 5
კითხვა 6
კითხვა 7

✍️ ღია კითხვები
კითხვა 8
კითხვა 9
კითხვა 10

💡 სიტუაციური ამოცანა
🌾
რეალური სიტუაცია: მევენახის პრობლემა
კახეთში მევენახე გიორგი ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგ სირთულეებს აწყდება: • ყურძნის მომწიფების პერიოდი 2-3 კვირით ადრე დაიწყო • გაზაფხულის გაყინვები გვიან ხდება და ახალ ყლორტებს აზიანებს • ზაფხულის სიცხეები ხშირია, ზოგ დღეს ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს • წვიმები არათანაბრად ნაწილდება - ან ძალიან ბევრია, ან გრძელი გვალვაა • გაჩნდა ახალი მავნებლები, რომლებიც ადრე არ იყო დამახასიათებელი რეგიონისთვის
კითხვა 11

კითხვარის შედეგები

📋 სულ გაგზავნილი პასუხი: 0

 
.header-image { margin-bottom: -30px; }