მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Thursday, January 26, 2023

ჯანსაღი კვება - პრობლემები სკოლაში და სკოლის გარეთ

 ფამილ ჰუსეინოვი

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე

სწორი კვება - შინ და გარეთ

ამ სტატიაში ვიმსჯელებ სწორი კვების საკითხზე. ამ სტატიით ისარგებლებს ყველა ადამიანი ვისაც აინტერესებს რამდენად ახდენს სწორი კვება გავლენას ჯანმრთელობაზე. მოდით დავსვათ კითხვები: რასაც ვჭამთ რამდენად ჯანსაღია? ან ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს?

შესავალი

კვება ადმაინისთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. ჩვენ როცა რაიმეს ვჭამთ ის ჩვენ გვაძლევს ენერგიას ესაა კვების დადებითი მხარე, მაგრამ არსებობს კვების უარყოფითი მხარეც ჩვენ თუ არ დავაკვირდებით ჩვენ მიერ ნაჭამ საკვებს მაშინ ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. მაგალითად: ჩიფსი ძალიან პოპულარული საკვებია მაგრამ გემოს გარდა დადებითი მხარე არ აქვს ის ტვინის უჯრედებს აზიანებს და კიდევ სხვა ბევრ რამეს, ჩვენ იმას სიამოვნებით ვჭამთ მაგრამ ბევრ ჩვენგანს არც კი უფიქრა რა ზიანი მოჰყავს ამას.

მოდით ახლა განვიხილოთ სკოლები და  კვების ობიექტები. სკოლების ბუფეტებში  იყიდება არაჯანსაღი საკვები ერთერთი მათგანია წვენები, მათ როცა ვიღებთ გვსიამოვნებს, მაგრამ მე როცა დავლიე საღებავ გემო ჰქონდა.  სამწუხაროდ ქართული სკოლები მოკლებულია სწორ კვებას.

რესტორანებში ბევრი ადმიანი მიდის და ყველას ეცოდინება რომ იქ ერთერთი პოპულარული საჭმელია კარტოფილი ფრი. კარტოფილს იქ ერთი და იმავე ზეთშრამდენჯერვე წვავენ და ეს არაჯანსაღია. მრავაჯერად ზეთში შემწვარი საკვებს კიბოც კი შეუძლია გამოიწვიოს.

ჯანსაღი კვების დადებითი მხარეები

ჯანსაღ კვებას თავისი დადებითი მხარეები აქვს. მაგალითად ჯანსაღი საკვების მიღებით:

  • იზრდება პროდუქტიულობა.

ტვინს სჭირდება სწორი კვება უკეთ ფუნქციონირებისათვის. ჯანსაღი კვების პირობებში თქვენ უფრო პროდუქტიული ხართ.

  • უფრო ბედნიერები ვხდებით.

კვლევები ადასტურებენ, რომ ბევრი ჯანსაღი პროდუქტი (მაგ. ხილი და შავი შოკოლადი) ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებაში, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

მცდარია მოსაზრება, რომ არაჯანსაღი საკვები უფრო გემრიელია, ვიდრე ჯანსაღი. ეს საკითხისადმი ძალიან სუბიექტური მიდგომაა, რადგან გემოვნება ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ასევე, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის საოცარი უნარი. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ზედმეტ დანამატებს, ჯანსაღ საკვებზე გადასვლა თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ, თუმცა დროთა განმავლობაში ჯანსაღ კვებას მიეჩვევით და უკვე არაჯანსაღი საკვები მოგეჩვენებათ უგემურად.

ჯანსაღი კვება უცხოეთში


ჯანსაღი კვება, უკვე დიდი ხანია უცხოეთში ატაცებული თემაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტიაამაზე ზრუნვა უცხოეთში საბავშვო ბაღიდანვე იწყება. მაგალითისათვის ჩვენი მასწავლებელი ევროპის რამდენიმე ქვეყნის სკოლაშია ნამყოფი. მან გვითხრა, რომ დანიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში მოსწავლეების კვებას სკოლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს. კვების რაციონი აგებულია ისე, რომ მოსწავლე იღებს ყველანაირ ვიტამინს, საჭირო რაოდენობის ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს.

გამოყენებული წყარო

www.ipkli.ge

 ____________________________________________________________

აზიმ გასანოვი

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე

სკოლა და კვება

მე დღეს ვისაუბრებ ერთ თემაზე, სახელად: სასკოლო ჯანსაღობა, როგორც ვიცით, რომ ბავშვები მუდამ ჯანსაღი საკვებით უნდა იკვებებონ, ეს არის მნიშვნელოვანი მათ ჯანმრთელობისთვის.

ზოგიერთი ბავშვი ფიქრობს და ისე ყიდულობს საკვებს, ზოგიერთები კი ყველაფერს ყიდულობენ, რომელსაც ეს მათ ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან შეიძლება რომ საკვები უკვე გაფუჭებული იყოს. ზოგიერთი ადამიანები სკოლაში იკვებებიან:ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, პურეულით,  მათ შორის თხილეულიც კი. ზოგიერთები გაზიან სასმელებს იყენებს, მაგალითისთვის: ბუმი, კოკა-კოლა, ფანტა და ა.შ. ჩვენ უფრო სწორად, რომ ვუთხრათ, შეგვიძლიათ ვუთხრათ, რომ ჯანსაღი კვება იგივე არის ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღობის გარანტიაც, რადგან ჩვენი ორგანიზმი ჯანსაღი იქნება და ხშირად არ დაავადდებებით.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხილი და შავი შოკოლადი ჩვენი ორგანიზმის სტრესის დაძლევაში ეხმარება. სკოლის მოსწავლემ საკვები რომ სიამოვნებით ჭამოს, ამისთვის ის საჭმელი ძალიან გემრიელი და არამალფუჭებადი უნდა იყოს. რძემჟავა პროდუქტები, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევთავაზოთ, როდესაც ვიცით რომ ის პროდუქტი მალე გაფუჭებას ვერ მოასწრებს.

ტკბილი და გაზიანი სასმელების ძალიან ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ, როგორც ვიცით რომ ინგლისში პეპსისა და კოკაკოლას, როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის  საშიში სასმელების გაყიდვა სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში აკრძალულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი მოზარდების კვების რაციონი, სწრაფი კვების პროდუქტების (ჰამბურგერი, ჩიპსები და ა.შ.) მკაცრად შეზღუდვის რეკომენდაციას იძლევა.

საქართველოში კი ეს საკითხი დარეგულირებული არ არის.  სკოლებში გახსნილი სასადილოები, სადაც იყიდება მავნე საკვებ-ნივთიერებებიც კი.  სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს კვების პროგრამეფი არც უფასო და არც ფასიანი. ზოგიერთ სკოლას საერთოდ ე.წ. ბუფეტიც არ აქვს, რაც უდიდესი პრობლემაა სრულფასოვანი განათლების მიღების კუთხით.

გამოყენებული წყაროები

etaloni.ge-ის სტატია.

 ______________________________________________________________________

აითაჯ ალიევა

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე

რა არის ჯანსაღი კვება?

       

როგორც იცით, დღეს  არის პრობლემა და დიდი საფიქრალი თუ  რამდენად ჯანსაღაი  პროდუქტი რომლითაც ვიკვებებით  სკოლაში თემში და სხვადასხვა კვების ობიექტში? რას ნიშნავს ჯანსაღი კვება ? რატომაა მოთხოვნადი ჯანსაღი კვება?  და დღეს ეს კითხვები ყველას აწუხებს, რადგან ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტების რაოდენობამ უკვე მიაღწია  კრიტიკულ მაქსიმუმს. მოდით ვნახოთ  რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით?

     ჯანსაღი კვება გულისხმობს  პროდუქტების მრავალფეროვნებას ბალანსირებულ, რაციონალურ, გემრიელ და სასარგებლოდ კერძებს. ამავდროულად ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და იაფი.

რაციონალური კვება ჯანმრთელობის შენარჩუნების, ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება განსაზღვრავს, 15%-ს გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70% -ცხოვრების წესი და კვება.  ანუ სწორად რომ ვთქვათ სწორი კვება საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავაცილოთ დაავადებები და შევინარჩუნოდ ჯანმრთელობა რადგან სწორი კვება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანესი ნაწილია . მასზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა ხარისხი და ხანგრძლივი ცხოვრებაც. ახლა კი  გადავიდეთ იმ საკითხზე თუ რას ნიშნავს ჯანსაღი კვება? ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია. საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია, რომლებიც ჩვენ ასევე  ძალიან გვიყვარს ესენია :

ü  ხილი

ü  ბოსტნეული

ü  მარცვლეული მათ შორის პურეული

ü  თხილეული

ü  ხორცეული

ü  თევზეული

ü  რძის ნაწარმი

ახლა კი მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რატომაა მოთხოვნადი ჯანსაღი საკვები ? ჯანსაღი კვება უკვე დიდი ხანია უცხოეთში ატაცებული თემა ამის მიზეზი ისაა რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტინიაა. ჩვენ ტვინის ჭირდება სწორი კვება უკეთ ფუნქციონირებისათვის.

რამდენად ჯანსაღად ვიკვებებით?

ჩვენ თითქმის ჯანსაღად არ  ვიკვებებით. მაგალითად ხუთ წუთში მოსამზადებელი ფაფა. მართალია გემრიელი და სასარგებლო საუზმეა, რომელიც ვიტამინებით გაჯერებული და მის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ ამ კერძის სარგებლიანობა ძალიან მცირეა, რადგან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების გამო, მასში ვიტამინები და მინერალები აორთქლებულია. ან ავიღოთ რძე, მართალია რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით, ცილებით და სასარგებლო ბაქტერიებით. რეალობაში რძის  შეფუთვაზე მცენარეული ცხიმების არსებობა მითითებული არაა რაც იწვევს მოწამვლას. ან ავიღოთ ისევ ერთი მაგალითი. მაგალითად იოგურტი. ოგურტზე ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა რომ თავის მიზანს (მიკროფლორის დარეგულირება) 7 ნიმუშიდან 6 ვერ გაუმკლავდა მათ შემადგენლობაში სასარგებლო ნივთიერების დონე ნორმაზე 100-ჯერ ნაკლები იყო.

ჩვენ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ კვების რაციონის შედეგნას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სწორი განათლება, რაც სკოლამ უნდა უზრუნველყოს.


 _________________________________________________________________

ნავათ აბდურაჰმანოვა

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე

ჯანსაღი კვება  და ჯანმრთელობა

რატომ არის ჯანსაღი კვების საკითხი აქტუალური დღეს? ამისთვის მინიმუმ სამი მიზეზი არსებობს:

1) ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია;

2) უნდა ვიცოდეთ რას ვჭამთ;

3) ყველას ეხება.

რამდენად ჯანსაღია პროდუქტი რომელითაც ვიკვებებით სკოლაში თემში და სხვადასხვა კვების ობიექტში ყველას აინტერესებს ეს კითხვები რა არის და რას ნიშნავს ჯანსაღი კვება? რა არის ჯანსაღი კვების წესი?

         კვება ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მასზე დამოუკიდებულია ჩვენი ჯანმრთელობა ხალისი და ხანგრძლივი ცხოვრებაც. ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯანსაღი კვების  გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა ეს არ გულისხმობს აკრძალვებს. ჯანსაღი საკვები ყველა იმ ნატურალური პროდუქტის ბალანსია რომელებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს მეორე ნაირად კიდე ჯანსაღი კვება გულისხმობს ორგანიზმისთვის საკვებ ნივთიერებების საჭირო რაოდენობით მიწოდებას. ჯანსაღი კვება სულაც არ არის კალორიების დათვლა, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და რაც გვინდა შეგვიძლია ვჭამოთ მაგრამ სწორი კომბინაციით სწორედ ამისთვის რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ. მაგალითად:

1 ბალანსის დაცვა;

2 გააკეთე ოპტიმალური დიეტა, რაიმეს დათმობის გარეშე;

3 ჭამე ყველაფერი მაგრამ სწორი კომბინაციით;

4 ბევრი ჭამე მაგრამ ნელ-ნელა მირთვი;

კიდე არის ჯანსაღი კვების შესახებ ბევრი კვლევა ჩატარებული. ჯანსაღი კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში. კვლევის მიზანია, განვსაზღვროთ, რამდენად ჯანსაღად იკვებებიან  სკოლის მოსწავლეები და  სტუდენტები და როგორია მათი დამოკიდებულება  კვების წესის მიმართ. კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ინტერნეტ გამოკითხვის მეთოდი. შედეგები: გამოკითხული მოსწავლეები და სტუდენტები  კარგად იყვნენ ინფორმირებულნი ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. რესპოდენტთა უმრავლესობა ჯანსაღად იკვებება, ყურადღებას აქცევს თავის კვების რაციონს და დაინტერესებულია ჯანსაღი კვების პოპულარიზაციით. მათთან შედარებით კი  მცირეა იმათთა რიცხვი, ვინც არც თუ ისე დიდი ყურადღებით ეკიდება არაჯანსაღი კვების პრობლემას.

კვლევის შედეგად გაიცა შემდეგი რეკომენდაციები: მიზანშეწონილია სკოლებში/უნივერსიტეტში იმ მინიმალური პირობების შექმნა, რომლებიც მოსწავლეებისთვის/სტუდენტების ჯანსაღ კვებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, სასურველია ჯანსაღი საკვები ობიექტების გახსნა. ასევე მიზანშეწონილია ისეთი ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც იზრუნებენ ჯანსაღი კვების წესისა და მისი აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის  ამაღლებაზე.

საბოლოდ შეგვიძლია ვთქვათ რომ  ადამიანების ნახევარი ჯასაღად იკვებება ხოლო ნახევარი კი არაჯანსაღად

 

 

İpkli.ge

Ka.healthy-food-near-me.com

Ojs.iliauni.edu.ge

 ________________________________________________________________________


ხადიჯა ახმედოვა

სსიპ ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის მე-8კლასის მოსწავლე

 

კვების რაციონი და ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესი დეტალია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისთვის. საკვები პირდაპირ გავლენას ახდენენ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე, თუნდაც, ჩვენს ემოციებზე ანუ ერთი სიტყვით, ჩვენს სიცოცხლეზე. ჯანსაღ კვებაში იგულისხმება ორგანიზმისთვის ნივთიერებების საკმარისი რაოდენობით მიღებას. მე კი მსურს, რომ ვისაუბრო ჩემს თემში ჯანსაღ კვებაზე.

ზოგჯერ ადამიანების საკვებ პროდუქტების ზედმეტად ან საერთოდ ნაკლებად მიღებას ცუდი შედეგი მოჰყავს და შედეგად ორგანიზმში სხვადასხვა დაავადება ჩამოყალიბდება. დღეს ჩვენ თემში ადამიანები ნაკლებად სერიოზულად მიხედავენ ამ საკითხს. ასევე დღეს ჩვენგანის უმეტესობა (მაგ.
მოსწავლეები, სტუდენტები უმეტესად) სწრაფი კვების ობიექტებით იკვებება. სწორედ ამათი ხშირმა მიღებამაც შეიძლება ცუდი შედეგები მოიტანოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც თუ სად და როგორ პირობებში დამზადებულია პროდუქტი. ჩვენ კი იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელი, საჭიროა ცოდნაც და სურვილიც.

რა კავშირი აქვს ცოდნასთან? მაგ. უნდა ვიცოდეთ ის, რომ ყოველდღიურად აუცილებელია, მინიმუმ, 400 გრ ხილ-ბოსტნეულის მიღება. პირველად, მინდა იცოდეთ, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ინტერნეტით, ტელევიზით და სამედიცინო ლიტერატურაში და ა.შ.

საქართველოში 2016 წლის კვების ეროვნული კვლევის შედეგად ვიგებთ, რომ: კვლევის რესპონდენტების 29% ფიქრობს, რომ იგი იკვებებიან ჯანსაღად და ეს კი ხილ-ბოსტნეულის მიღებას ნიშნავს; სრულწლოვნების თქმით, შეიძლება დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი საშუალო დონის საკვებით იკვებება. დაბალი დონის კვების მქონე მოსახლეობის 15% ბურღულეულით და ბოსტნეულით იკვებება. ამ 15%ში კი შედიან პენსიონერები და დაბალშემოსავლიანი რესპონდენტები. ასევე ჩვენს თემიდან გარეთ გავალთ, მაგრამ აქედან უთანასწორობასაც ვხვდებით. არასრულწლოვნების ნახევარი ვიტამინებისა და ცილებისგან მოკლებულია, რაც მათთვის აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის.

ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ჯანსაღი კვების წესები უნდა ვიცოდეთ ჩვენთვის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ანუ ერთი სიტყვით, ჯანსაღი კვება ჩვენი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია
.

 

 

Sunday, January 1, 2023

ღია სამკითხველო ანუ ორი ბიბლიოთეკა სკოლაში

2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საინტერესოდ დაიწყო სკოლისთვის. სამოქალაქო კლუბის ოფიციალური სტრუქტურის სახით ჩამოყალიბებამ მნიშვნელოვანი სიახლეები მოუტანა სასკოლო საზოგადოებას, გაამრავალფეროვნა ყოველდღიური რუტინა და ხელი შეუწყო მოსწავლეთა გააქტიურებას.

* * *

ბიბლიოთეკა სკოლისთვის უცხო არ არის. ზოგ სკოლას თანამედროვე ბიბლიოთეკა აქვს, ზოგს - მოძველებული ინტერიერითა და წიგნების ფონდით, სამწუხაროდ, ზოგს საერთოდ არ აქვს  და მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებით შემოიფარგლება.  

ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლას საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან მას „კონკურენტი“ გამოუჩნდა.

ყველაფერი მოქალაქეობის გაკვეთილზე დაიწყო.  მოსწავლემ მითხრა, რომ სახლში აქვს ძველი კარადა, რომელსაც მისი მშობლები გადაგდებას უპირებენ. რამდენიმე დღეში გადასაგდებად გამზადებულმა ნივთმა განათლების ბაღში დაიდო ბინა. მაშინვე დავიწყეთ მის ფუნქციურ დატვირთვაზე ზრუნვა. თავდაპირველად, სხვადასხვა ნივთის გამოსაფენ ვიტრინად მოვიაზრებდით. სამოქალაქო კლუბის  შეკრებაზე ღია ბიბლიოთეკის მოწყობის იდეა გაჟღერდა.

კარადის მონტაჟი განათლების ბაღში არსებულ ფანჩატურში გადავწყვიტეთ. წიგნის ფონდის შესავსებად „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობას დავუკავშირდით. ჩვენი იდეა მოეწონათ. მალე სკოლაში გზავნილი მივიღეთ. სასაჩუქრე შეფუთვაში სხვადასხვა ასაკზე გათვლილი წიგნები და ინტერაქციული სამაგიდო თამაშები  იყო. პარალელურად, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმაც მოხალისეობრივად შევავსეთ ღია სამკითხველოს თაროები.

დღეს, ღია სამკითხველოში ხელმისაწვდომია  80-მდე მხატვრული ლიტერატურა და 30-ზე მეტი საყმაწვილო ენციკლოპედია.

რატომ ღია სამკითხველო?

მოსწავლეებს შევთავაზეთ ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფალი გარემო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სასურველ დროს, ესტუმროს ღია სამკითხველოს, აიღოს სასურველი წიგნი და იკითხოს. სურვილის შემთხვევაში, სახლში წაღებაც შეუძლიათ, რასაც იქვე განთავსებულ სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავენ სახელის, გვარის, წიგნის დასახელებისა და გატანის თარიღის მითითებით. სამოქალაქო კლუბის წევრებმა სპეციალური დევიზი მოუფიქრეს სამკითხველოს - აიღე, იკითხე დააბრუნე.



ღია სამკითხველო რამდენიმე მიზანს ემსახურება:

·         უფრო მიმზიდველს ხდის კითხვის პროცესს, რაც წიგნიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს;

·         ზრდის განათლების ბაღის ფუნქციურ დატვირთვას და მოტივაციას;

·         ამაღლებს პასუხისმგებლობის გრძნობას, მოსწავლეები ეჩვევიან საზოგადო სიკეთეების გაზიარებას, მოვლასა და პატრონობას.

ღია სამკითხველოს გახსნა  სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის შთაგონების წყარო გახდა. კლუბის აქტიურმა წევრმა, ნაზ მამიშოვამ წამოიწყო პროექტი „იკითხე განათლების ბაღში“, რომლის ფარგლებშიც საშუალო საფეხურის მოსწავლეები, დაწყებითი კლასების აღსაზრდელებს უკითხავენ წიგნებს. ამ ეტაპზე, პროექტში ჩართულია ოთხი კლასი. ალბათ, აღნიშნულმა  განაპირობა, რომ  ინოვაციური სივრცე მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით ბევრი მკითხველი დაწყებითი საფეხურიდან სტუმრობს.

სხვა სიკეთეებთან ერთად, პროექტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსაც შეესაბამება. იდეა ემსახურება ხარისხიანი განათლების (მე-4) მიღწევას და ეხმაურება და მე-11 მიზანს - მდგრადი ქალაქები და დასახლებები.