თემურ სუყაშვილის ბლოგი

Tuesday, August 4, 2026

რატომ არ გვინდა ევროპა?!

რატომ არ უნდა რიგით ჩინოვნიკებს, მუნიციპალიტეტის მერებს, მინისტრებს, პრემიერ მინისტრ(ებ)ს, პოლიტიკოსთა (პოზიცია-ოპოზიცია) დიდ ნაწილს, ბიზნესს კოლექტიური დასავლეთი?




ამ კითხვაზე პასუხი მარტივია.
დასავლეთში პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტია. არსებობს მორალური პასუხისმგებლობა, არსებობს თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დასავლეთში ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ თანამდებობის პირი/ბიზნესი დაუშვებს შეცდომას, არ იმოქმედებს ან ჩაიდენს დანაშაულს ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. იქნება ეს გადაყენება, გადადგომა, მომდევნო არჩევნებზე ელექტორატის/მომხმარებლების დაკარგვა, ციხეში აღმოჩენა და ა.შ.
ახლა ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ გვინდა კოლექტიურ საქართველოში ეს? მზად არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, თანამოქალაქეები სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებისთვის? პასუხია არა! მხოლოდ მცირე ნაწილი.
ადამიანი, რომელიც თანამდებობაზეა მომჯდარი, მდიდრდება, ასაქმებს ახლობლებს, იძენს დიდძალ ქონებას, კოხტად აცმევს ცოლ-შვილს და აქვს ძალაუფლება რაში ჭირდება დასავლეთი? დასავლური დემოკრატია და ინსტიტუტები? ევროკავშირი?
ეს ხომ მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება?
სამწუხაროდ დღეს მაღალ სოცუალურ კლასს ურჩევნია ცოტა საბჭოთა, ცოტა რუსული, ველური სისტემა, სადაც ფონს გასვლა სხვადასვა ხერხის გამოყენებითაა შესაძლებელი. იქნება ეს ჩაწყობა, გარიგება, შეთანხმება, "ჩასასტავება", ახევა, ქურთული გარჩევები, ბიზნესის "დაკრიშვა" და ა.შ. ასე სხვისდება და იჩეხება ტყეები, ინგრევა კორპუსები, სუსტდება ქვეყანა, ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე! ს ი ც ო ც ხ ლ ე!
და რატომ უნდათ დასავლეთი?
დასავლეთი? დასავლეთი კი მარტო სამოგზაუროდ, საშოპინგოდ, შვილებისთვის განათლების მისაცემად და სამკურნალოდ (პრინციპში გვინდა).
ამ ჩხიშია შესული ქართული პოლიტ ელიტა, ფულის მჭრელები და საზოგადოების ნაწილი. არც გამოსავალი ჩანს აქედან.
რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან?
ბუნებრივი კატასტროფები ყველგან ხდება. წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ბოლო 5 წლის მანძილზე ხდებოდეს კატასტროფები და არ ჰქონდეთ მაგალითად ჯიპები ან სამაშველო კატერები. როგორ ფიქრობთ მოსახლეობა აპატიებდა იმ მთავრობას თუ კონკრეტულ თანამდებობის პირს? რა თქმა უნდა არა!
აგერ რამდენი წელია ვუყურებთ ტრაგედიებს პირდაპირ ეთერში და გინახავთ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გადამდგარიყო? გინახავთ პასუხისმგებლობაში მიცემული მაღალი თანამდებობის პირი? ერთი მაგალითი მაინც ხომ შეიძლება მოიძებნებოდეს...
გინახავთ ოპოზიციის აქციები და მწვავე პროტესტი კონკრეტული თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნთ?
არა.
რატომ? ამაზე პასუხის მოსმენაც საინტერესო იქნება.
ჩემი აზრით, თვითინ ოპოზიციაც არ არის ამისთვის მზად.
ცალკეული მოქალაქეები თუ ითხოვენ ვინმეს გადადგომას, იქაც 100-200 კაცი თუ შეიკრიბება ხოლმე...
მე პირადად დასავლეთი რაიმე ახირების გამო კი არ მინდა, არამედ დაცულობის, ადამიანზე ორიენტირებული სისტემის? სიცოხლის ღირებულებისა და მისი დაცვის გარანტიების გამო პირველ რიგში! იქ ადამიანებს მარტო არ უწევთ პრობლემებთან გამკლავება, არა!
აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მიზანი არ არის ცეცხლზე ნავთის დასხმა ან რამე მსგავსი.
ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახების და მთელი ქვეყნის მწუხარებას!
ხვალ, ზეგ დაგვავიწყდება ეს ამბავი მომდევნო ტრაგედიამდე გავაგრძლებთ ბედნიერად ცხოვრებას. წლის მი

წურულს, შემაჯამებელ სიუჟეტებში გაახსენდებათ და ეგაა.
ძნელია ასე ცხოვრება. 2023 წლის 4 აგვისტო. შოვის ტრაგედიიდან მეორე დღე.

0 comments:

Post a Comment

 
.header-image { margin-bottom: -30px; }