თემურ სუყაშვილის ბლოგი

მომავალი განათლებაშია!

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული

გავიცონოთ ევროპა ახლოს

საზოგადოებრივი საქიანობით სწავლება

პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“

სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

არაფორმალური განათლება სწავლების აუცილებელი ელემენტია

„IDEALIST“ - საერთაშორისო პროექტი

პროექტი განხორციელდა დანიელი და ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით

Wednesday, August 5, 2026

საბჭოთა სკოლებში ფორმის ჩაუცმელობისთვის გავრცელებული სასჯელები

ახლოვდება 2026-2027 სასწავლო წელი. მოსწავლეების გულებში მოლოდინი იზრდება. ერთი სული აქვთ როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და დაეწაფებიან ცოდნის უმთავრეს წყაროს.

დიდი მოლოდინია მასწავლებლებშიც. ახალ სასწავლო წელს სკოლები ხომ რევოლუციური  სიახლეებით იწყებენ. კერძოდ:

  1.  I-VI კლასებში ფორმების ტარება სავალდებულო ხდება;
  2. იკრძალება მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრო ტექნიკის არასასწავლო მიზნებით გამოყენება (თითქოს აქამდე არ ყოფილიყოს აკრძალული?!).

მშობლებიც მოუთმენლად ელოდებიან/ველოდებით სასიკეთო ცვლილებებს.

სანამ, კითხვას გააგრძელებდეთ, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ჩანართი

ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში ფორმის/ჩაცმულობის ეტიკეტის დანერგვის. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ევროპის მოწინავე ქვეყნების: ნორვეგიის, დანიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იტალიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა და მიდგომა. ზოგი თავისუფალი ჩაცმის სტილის მიმდევარია, ზოგი აკადემიური. თვალშისაცემია სკოლების ფართო ავტონომია და არა „ერთი ქვაბის“ პრინციპი. ასევე, დასახელებულ ქვეყნებში განათლების ხარისხი და სტანდარტები კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. რაც მთავარია ჩაცმის სტილს გავლენა არ აქვს აკადემიურ მოსწრებასა და საერთაშორისო რეიტინგებზე.

პროცესის საჯაროობა, გადაწვეტილების მიღებაში დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობა, წინადადებებისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, სკოლებისთვის არჩევანის შესაძლებლობის მიცემა (მაგალითად, საჯარო სკოლამ თვითონ შეიმუშაოს საკუთარი ფორმა/ესკიზი) არის ის აუცილებელი კრიტერიუმები და დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს გადაწყვეტილების მიღების დროს.

საქართველოში სასკოლო ფორმების  შემოტანა გადაწყდა დახურულ კარს მიღმა. ვინაიდან, დაინტერესებულ პირებს არ გვქნია მოსაზრებებისა და წინადადებების წარდგენის საშუალება, რის გამოც მაქვს ერთგვარი პროტესტი. ამასთან, კითხვის ნიშნებს ბადებს შერჩეული ფორმის ხარისხი, მომწოდებელი კომპანია და ქვეყანა.

აქვე, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩემი წერილით, არავის მოვუწოდებ ფორმის ბოიკოტისკენ! მე ვარ მე-2 კლასელი მოსწავლის მშობელი. დიდი სიამოვნებით ვიტყოდი უარს შემოთავაზებულ სასკოლო ფორმაზე. თუმცა, ვითვალისწინებ ჩემი შვლის ემოციურ-მენტალურ მდგომარეობას და იძულებული ვარ შევიძინო ფორმა. ქართული რეალობის გათვალისწინებით ვიცი, რომ ბავშვი გახდება ბულინგისა და ჩაგვრის მსხვერპლი.

მაშ ასე გავაგრძელოთ

საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ 191 მუხლი იმპერატიულად ამბობს, რომ:

1. საჯარო სკოლის მოსწავლეს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე აცვია სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.

2. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლისთვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმა სავალდებულოა.

შემდეგ მესამე პუნქტი უშვებს გარკვეულ გამონაკლისებს ჯანმრთელობის პრობლემის მქონე მოსწავლეებზე…

3. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ამ მუხლით გათვალისწინებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლის სამინისტროსთან წერილობით შეთანხმების საფუძველზე.

და მაინც რა მოხდება თუ მოსწავლე/მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის იმპერატიულად დაწესებული სასკოლო ფორმის შეძენაზე? როგორი იქნება სკოლის რეაქცია?

 ამ კითხვაზე პასუხები გაჩნდება ახალ შინაგანაწესებსა და მოსწავლის ქცევის კოდექსში.

თუმცა მთავარი კითხვა - იძულების რა ბერკეტი შეიძლება იქნას ამოქმედებული ამ ეტაპზე,  პასუხგაუცემელი დარჩება.

აქამდე დაწყებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლის წინააღმდეგ გამოიყენებოდა შემდეგი სანქციები:

  • სიტყვიერი გაფრთხილება;
  • მშობელთან კომუნიკაცია;
  • ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის ჩართვა (საჭიროების შემთხვევაში);
  • ქცევის კორექციის სხვა ღონისძიებები.

მეტი ბერკეტი ფიზიკურად არ არსებობდა.

სანამ განათლების მუშაკები და სპეციალისტები სანქციებს შეიმუშავებენ მოდით გავიხსენოთ რა ღონისძიებები გამოიყეებოდა საბჭოთა პერიოდში თუ მოსწავლე არ იცვამდა საბჭოთა სასკოლო ფორმას, ან არ ატარებდა შესაბამის სიმბოლიკას.

საინტერესო ექსკურსი გველოდება.

1. ზეპირი შენიშვნა და საჯარო გაკიცხვა

ყველაზე გავრცელებული სანქცია იყო:

  • მასწავლებლის შენიშვნა;
  • კლასის წინაშე გაკიცხვა;
  • პიონერულ ან საკლასო კრებაზე საქმის განხილვა;
  • მოსწავლის ქცევის საჯარო შეფასება.
2. სკოლაში არდაშვება გაკვეთილზე

საბჭოთა პერიოდის სკოლებში არსებობდა პრაქტიკა, რომ:

  • მოსწავლეს არ უშვებდნენ გაკვეთილზე, თუ ფორმა არ ეცვა;
  • სახლში აბრუნებდნენ ფორმის გამოსაცვლელად.

შეიძლება ჩევნი განათლების სისტემის მესვეურები ამ პრაქტიკას მიუბრუნდნენ. კარგად დავიწყებული ძველი ხომ შეიძლება ახალი აღმოჩნდეს?

3. დღიურში შენიშვნის ჩაწერა

შედარებით უფროსებს გემახსოვრებათ როგორ ჩანაწერს მასწავლებელი დღიურში

·       არ აცვია სასკოლო ფორმა“;

·       არ ატარებს პიონერის ყელსახვევს“;

·       დაარღვია სასკოლო დისციპლინა“.

დღიური ბავშვს უნდა მიეტანა სახლში, ეჩვენებინა მშობლისთვის ის კი ვალდებული იყო ხელი მოეწერა ან მეორე დღეს სკოლაში გამოცხადებულიყო.

მგონი ღირს მიბრუნებად?!

4. მშობლის სკოლაში დაბარება

დღიურში ხელმოწერის შემდეგ, თუ დარღვევა განმეორდებოდა, აუცილებელი ნაბიჯი იყო მშობლის სკოლაში დაბარება. მშობელლთან:

  • ატარებდნენ პროფილაქტიკურ საუბარს“;
  • ახსენებდნენ მშობლის პასუხისმგებლობას ბავშვის კომუნისტური აღზრდის საქმეში.

არც ეს პრაქტიკაა დასაკარგი.

5. მშობლის გაკიცხვა სამუშაო ადგილზე

ეს უკვე უფრო მკაცრი ღონისძიება იყო.

სკოლას შეეძლო:

  • წერილი გაეგზავნა მშობლის სამუშაო ადგილზე;
  • ინფორმაცია მიეწოდებინა საწარმოს პარტიულ ან პროფკავშირულ ორგანიზაციას.

შედეგად მშობელს შეიძლებოდა:

  • გამოეცხადებინა საყვედური;
  • განეხილათ შრომით კოლექტივზე.

6. პიონერული ორგანიზაციის სანქციები

თუ მოსწავლე პიონერი იყო და:

  • არ ატარებდა წითელ ყელსახვევს;
  • უარს ამბობდა პიონერულ ატრიბუტიკაზე,

შეიძლებოდა:

  • საყვედურის გამოცხადება;
  • პიონერულ კრებაზე განხილვა;
  • დროებით ჩამოშორება გარკვეული ღონისძიებებიდან;
  • უარყოფითი დახასიათების მიცემა.

7. კომკავშირული სანქციები

უფროსკლასელებისთვის, რომლებიც იყვნენ კომკავშირის წევრები:

  • საყვედური;
  • მკაცრი საყვედური;
  • კომკავშირის რიგებიდან გარიცხვა.

ეს უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა:

  • უნივერსიტეტში ჩაბარებაზე;
  • კარიერულ პერსპექტივებზე;
  • პარტიულ საქმიანობაზე.

8. უარყოფითი დახასიათება

საბჭოთა კავშირში კარიერა წმინდათაწმინდა იყო. სკოლას შეეძლო მოსწავლის მომავალი კარიერის „გაფუჭება“ თუ დახასიათებაში გაჩნდებოდა ჩანაწერი, რომ იგი:

  • არღვევდა სასკოლო წესებს;
  • არ იცავდა საბჭოთა მოსწავლის ეთიკას;
  • არასათანადოდ ეკიდებოდა საზოგადოებრივ მოვალეობებს.

ასეთი დახასიათება ხშირად გამოიყენებოდა:

  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისას;
  • სამხედრო კომისარიატში;
  • დასაქმებისას.

9. კლასგარეშე აქტივობებიდან ჩამოშორება

საბჭოთა კავშირში ურჩი მოსწავლეების მიმართ ხშირად გამოიყენებოდა ე.წ. განრიდების, იგივე ჩამოშორების სანქცია. ურჩ მოსწავლეს:

  • არ უშვებდნენ ექსკურსიაზე;
  • არ რთავდნენ ღონისძიებებში;
  • არ ნიშნავდნენ საპასუხისმგებლო როლებზე.

10. იდეოლოგიური პროფილაქტიკური საუბრები

მოსწავლესა და მშობელს უხსნიდნენ, რომ:

  • ფორმა წარმოადგენს საბჭოთა მოსწავლის ღირსებას;
  • პიონერის ყელსახვევი პატივის სიმბოლოა;
  • მისი არტარება ითვლებოდა კოლექტივისადმი უპატივცემულობად.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ქართული მხატვრული ფილმი


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაკებს შეუძლიათ გადახედონ ამ ჩამონათვალს. დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ ერთი სანქცია იმსახურებს სკოლის შინაგანაწესში ასახვას.

ასევე, გთავაზობთ სხვა და უფრო მკაცრ ზომებს:

ა. მშობლის უფლების დროებით შეზღუდვა;

ბ. მშობლის უფლების ჩამორთმევა;

გ. მშობლის სამსახურიდან (მათ შორის კერძო კომპანიებიდან) გათავისუფლება…

ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ჩარჩოებში ჩასმულ საზოგადოებას!

და მაინც - თუ V კლასი მოსწავლე და მისი მშობელი დაჟინებით ეწინააღმდეგენა ფორმის ჩაცმას, როგორ დასჯიან მე-5 კლასის მოსწავლეს ახალი შინაგანაწესის მიხედვით:

ა. გაკიცხავენ

ბ. სკოლიდან დაითხოვენ

გ. მშობელს დაიბარებენ რესურსცენტრში

დ. ყველა პასუხი სწორია

 დასასრული

სახლის შენება საძირკველისა და ფუნდამენტის ჩამოსხმით იწყება. სადმე გინახავთ ჯერ სახურავი გადაეხუროთ და შემდეგ შენობა აეშენებინოთ?

სკოლაში ფორმის შემოტანა სწორედ უფუნდამენტო სახლისთვის სახურავის გადახურვას მაგონებს. როდესაც სკოლების უმეტესობა ამორტიზირებულია, დიდ ქალაქებში ბავშვები ღამის 19:20 წუთამდე სკოლაში არიან, მოუწესრიგებელია საპირფარეშოები, არ არსებობს ეფექტური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი, საერთაშორისო კვლევებში ქვეყანა საპატიო ბოლო ადგილებს იკავებს, წესით განათლების სამინისტროს პრიორიტეტები სულ სხვაგან უნდა იყოს მიმართული. საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ იგივე სასკოლო კვების პროგრამები ზრდის აკადემიურ მოსწრებას და ამ დროს სკოლების უმრავლესობაში ძველი, საბჭოთა ბუფეტები მოქმედებს - უნდა დავსვათ კითხვა: რატომ სასკოლო ფორმები? 

Tuesday, August 4, 2026

რატომ არ გვინდა ევროპა?!

რატომ არ უნდა რიგით ჩინოვნიკებს, მუნიციპალიტეტის მერებს, მინისტრებს, პრემიერ მინისტრ(ებ)ს, პოლიტიკოსთა (პოზიცია-ოპოზიცია) დიდ ნაწილს, ბიზნესს კოლექტიური დასავლეთი?




ამ კითხვაზე პასუხი მარტივია.
დასავლეთში პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტია. არსებობს მორალური პასუხისმგებლობა, არსებობს თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
დასავლეთში ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ თანამდებობის პირი/ბიზნესი დაუშვებს შეცდომას, არ იმოქმედებს ან ჩაიდენს დანაშაულს ამაზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. იქნება ეს გადაყენება, გადადგომა, მომდევნო არჩევნებზე ელექტორატის/მომხმარებლების დაკარგვა, ციხეში აღმოჩენა და ა.შ.
ახლა ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ გვინდა კოლექტიურ საქართველოში ეს? მზად არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, თანამოქალაქეები სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრებისთვის? პასუხია არა! მხოლოდ მცირე ნაწილი.
ადამიანი, რომელიც თანამდებობაზეა მომჯდარი, მდიდრდება, ასაქმებს ახლობლებს, იძენს დიდძალ ქონებას, კოხტად აცმევს ცოლ-შვილს და აქვს ძალაუფლება რაში ჭირდება დასავლეთი? დასავლური დემოკრატია და ინსტიტუტები? ევროკავშირი?
ეს ხომ მის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება?
სამწუხაროდ დღეს მაღალ სოცუალურ კლასს ურჩევნია ცოტა საბჭოთა, ცოტა რუსული, ველური სისტემა, სადაც ფონს გასვლა სხვადასვა ხერხის გამოყენებითაა შესაძლებელი. იქნება ეს ჩაწყობა, გარიგება, შეთანხმება, "ჩასასტავება", ახევა, ქურთული გარჩევები, ბიზნესის "დაკრიშვა" და ა.შ. ასე სხვისდება და იჩეხება ტყეები, ინგრევა კორპუსები, სუსტდება ქვეყანა, ეწირება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე! ს ი ც ო ც ხ ლ ე!
და რატომ უნდათ დასავლეთი?
დასავლეთი? დასავლეთი კი მარტო სამოგზაუროდ, საშოპინგოდ, შვილებისთვის განათლების მისაცემად და სამკურნალოდ (პრინციპში გვინდა).
ამ ჩხიშია შესული ქართული პოლიტ ელიტა, ფულის მჭრელები და საზოგადოების ნაწილი. არც გამოსავალი ჩანს აქედან.
რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან?
ბუნებრივი კატასტროფები ყველგან ხდება. წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ბოლო 5 წლის მანძილზე ხდებოდეს კატასტროფები და არ ჰქონდეთ მაგალითად ჯიპები ან სამაშველო კატერები. როგორ ფიქრობთ მოსახლეობა აპატიებდა იმ მთავრობას თუ კონკრეტულ თანამდებობის პირს? რა თქმა უნდა არა!
აგერ რამდენი წელია ვუყურებთ ტრაგედიებს პირდაპირ ეთერში და გინახავთ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს აეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გადამდგარიყო? გინახავთ პასუხისმგებლობაში მიცემული მაღალი თანამდებობის პირი? ერთი მაგალითი მაინც ხომ შეიძლება მოიძებნებოდეს...
გინახავთ ოპოზიციის აქციები და მწვავე პროტესტი კონკრეტული თანამდებობის პირის გადადგომის მოთხოვნთ?
არა.
რატომ? ამაზე პასუხის მოსმენაც საინტერესო იქნება.
ჩემი აზრით, თვითინ ოპოზიციაც არ არის ამისთვის მზად.
ცალკეული მოქალაქეები თუ ითხოვენ ვინმეს გადადგომას, იქაც 100-200 კაცი თუ შეიკრიბება ხოლმე...
მე პირადად დასავლეთი რაიმე ახირების გამო კი არ მინდა, არამედ დაცულობის, ადამიანზე ორიენტირებული სისტემის? სიცოხლის ღირებულებისა და მისი დაცვის გარანტიების გამო პირველ რიგში! იქ ადამიანებს მარტო არ უწევთ პრობლემებთან გამკლავება, არა!
აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მიზანი არ არის ცეცხლზე ნავთის დასხმა ან რამე მსგავსი.
ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახების და მთელი ქვეყნის მწუხარებას!
ხვალ, ზეგ დაგვავიწყდება ეს ამბავი მომდევნო ტრაგედიამდე გავაგრძლებთ ბედნიერად ცხოვრებას. წლის მი

წურულს, შემაჯამებელ სიუჟეტებში გაახსენდებათ და ეგაა.
ძნელია ასე ცხოვრება. 2023 წლის 4 აგვისტო. შოვის ტრაგედიიდან მეორე დღე.

 
.header-image { margin-bottom: -30px; }